როდის არ უნდა გამოვიყენოთ მედიკამენტი ხველის დროს

27-10-2021

ნებისმიერი ნორმალური ადამიანი ხანდახან მაინც უნდა ახველებდეს. ამოხველების საშუალებით ფილტვებს ლორწოსგან ვათავისუფლებთ.  სხვანაირად წარმოუდგენელია, რადგან ირგვლივ არც ისე სუფთა ჰაერი გვაქვს, რომ ფილტვები არ დაგვიბინძურდეს. ნებისმიერი ზედა თუ ქვედა სასუნთქი გზების დაავადების დროს აუცილებელია ფილტვების ლორწოსგან გათავისუფლება, რადგან სწორედ ასეთ დროს მატულობს მისი რაოდენობა და ბრონქები იტვირთება. ჰოდა, სასუნთქი გზების დაავადების დროს პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ არის ის, რომ გავათავისუფლოთ ბრონქები და გავანეიტრალოთ ვირუსები და ბაქტერიები. დაგროვილი ლორწოს გამოყოფას კი ორგანიზმი ამოხველებით ახერხებს. ამ დროს ასევე მთავარია, რომ თავი ავარიდოთ ლორწოვანი გარსის ზედმეტად გამოშრობას, ამას კი, ისევ და ისევ შველის დატენიანებული ჰაერი და ბევრი სითხე. 

სიმპტომური ხველის დროს გამოიყენება ძირითადად ორი ტიპის მედიკამენტი:

1.    პრეპარატები, რომლებიც ახშობს ხველას ხველის ცენტრის დახშობით ადამიანის თავის ტვინში და ნერვული დაბოლოებების საშუალებით და 
2.    ამოსახველებელი საშუალებებით, რომელიც ათხელებს ნახველს და მის ამოხველებას აადვილებს. 

ხველების წამლის გამოყენება სიტუაციაში, როდესაც ნახველი სასუნთქ გზებშია, ძალიან სახიფათოა. ამ დროს პრეპარატი ბლოკავს ხველის სიხშირეს, რაც ხელს უწყობს ნახველის დაგროვებას, სასუნთქ გზებში ნახველის დაგროვება კი სერიოზული გართულებების გამომწვევია პირდაპირი მიზეზია. სწორედ ამიტომ არის, რომ ხველების დროს თვითმკურნალობა დაუშვებელია. 

რაც შეეხება ამოსახველებელ საშუალებას, ის არ გახლავთ იმაზე ეფექტური, ვიდრე სითხის დიდი დოზით მიღებაა. მსგავსი პრეპარატების უმეტესობის ეფექტურობა ჯერ კიდევ არ არის დამტკიცებული, რამეთუ ხველების ხასიათი პირდაპირ არის დამოკიდებული იმ გარემო პირობებზე, რომელშიც ბავშვი იმყოფება. ხველების დროს მთავარი სტრატეგია სწორად დანიშნული მკურნალობაა. ამ დროს წამალი ხველებას კი არ შველის, არამედ მშობლების ფსიქოლოგიურ მდგომარეობას აუმჯობესებს. 

ევგენი კომაროვსკი