სხეულის ნორმალური ტემპერატურა: ახალშობილის (სიცოცხლის I თვე) სხეულის ნორმალური ტემპერატურაა (იღლიის ფოსოში) – 36.5-37.5, ახალშობილობის შემდეგ ასაკში იღლიის ფოსოში ნორმალური ტემპერატურაა 36-37. ტემპერატურას ახასიათებს ცვალებადობა დღე-ღამის განმავლობაში. სხეულის ტემპერატურა ყველაზე დაბალია დილის 5-6 საათისათვის, ყველაზე მაღალია 17-18 საათისათვის.
ცხელება არის ორგანიზმის იმუნოლოგიური პასუხი ინფექციაზე, ის მიუთითებს, რომ ბავშვის ორგანიზმი აქტიურად ებრძვის ინფექციას. ბაქტერიების და ვირუსების უმრავლესობა მრავლდება და „თავს კარგად გრძნობს“ სხეულის ნორმალური ტემპერატურის დროს. ამიტომაც, ტემპერატურის აწევა ორგანიზმის თავდაცვის ერთ-ერთი საშუალებაა. ამასთან, ცხელების დროს აქტიურდება იმუნური სისტემა, გამომუშავდება ლეიკოციტები, ანტისხეულები და ინფექციისგან დაცვის მრავალი სხვა ფაქტორი. სწორედ ამიტომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით, ცხელებას არ ვებრძვით, თუ სხეულის ტემპერატურა არ აღემატება 38,5-39- ს. უფრო დაბალ ციფრებზე (38) დასაშვებია ჩარევა იმ შემთხვევაში, როდესაც ანამნეზში არის
ფებრილური გულყრა(კრუნჩხვა მაღალი ტემპერატურის ფონზე).
2 თვემდე ასაკის ყველა ბავშვი ცხელებით, უნდა მოთავსდეს სტაციონარში. ამ ასაკში სიცხის დამწევი მედიკამენტის გამოყენება ექიმის კონსულტაციის გარეშე დაუშვებელია.
რჩევები მშობლებს:
წყარო: „ადრეული ასაკის ბავშვის ზრდისა და განვითარების მონიტორინგი“