როგორ მოვიქცეთ, როცა ბავშვს აქვს გულისრევა და ფაღარათი

28-10-2021

როგორ მოვიქცეთ, როდესაც ბავშვს აქვს გულისრევა და ფაღარათი 

გულისრევა და ფაღარათი - ეს უსიამოვნო სიმპტომები ორგანიზმის ისეთივე დაცვითი რექაციებია, როგორც სხვა ჩვენ მიერ ჩამოთვლილი. კუჭნაწლავის ტრაქტში მოხვდა რაღაც ისეთი, რასაც ორგანიზმი ვერ მიიღებს  და ის ყველანაირად ცდილობს, მისთვის მისაღები ხერხებით, გააძევოს  ის ორგანიზმიდან. გულისრევაც და ფაღარათიც საყურადღებო და საშიშია პირველ რიგში იმ მხრივ, რომ ამ დროს ორგანიზმი კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს, რაც შემდგომში იწვევს გამოფიტვას, გაუწყლოებას. ასევე იკარგება სასარგებლო მარილები და მინერალები, სწორედ ამიტომ ფაღართისა და გულისრევის დროს პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ, არის ორგანიზმის შესვება სითხით და მინერალებით. საამისოდ იდეალურ ვარიანტად მიიჩნევა რეჰიდრაცია.

გულისრევა, ფაღარათი,

რა არის რეჰიდრაცია?

ეს გახლავთ მზა სითხე ან ფხვნილი, ხანდახან აბიც კი, რომელშიც შედის ადამიანი ორგანიზმისთვის საჭირო მინერალები, კალციუმი, ნატრიუმი, ქლორი და სხვა. მოხმარების წინ ფხვნილი თუ აბი იხსნება გარკვეული რაოდენობის წყალში და ისე მიიღება. მისაღები სითხე ადამიანის სხეულის ტემპერატურის იდენტური უნდა იყოს. თუ ამ დროს ბვშვი საკვებს არ იღებს, სანერვიულო არ არის, რადგან საკვების გარეშე ორგანიზმი გარკვეულ ხანს ძლებს, აი სითხის გარეშე კი მხოლოდ რამდენიმე საათის გაძლებაა შესაძლებელი. 

ფაღარათისა და გულისრევის შემთხვევაში ბავშვი უნდა დატვირთოთ სითხით, თუმცა უნდა მისცეთ პატარ-პატარა ულუფებით და ხშირ-ხშირად, რათა თავიდან აიცილოთ კუჭის გაღიზიანება. თუ ამ დროს ბავშვი აქტიური და მოძრავია, სანერვიულო არაფერი გაქვთ. თვალი ადევნეთ შარდს - თუ შარდი ღია ფერის არის, ორგანიზმი დამატებით სითხეს არ საჭიროებს,  ხოლო თუ შარდის ფერი გამუქდა, მაშინ სითხის მიღება უნდა გაახშიროთ. 
ყველა დედას კარგად უნდა ახსოვდეს, რომ ადრეულ ასაკში ფაღარათი ბავშვებში სახუმარო საქმე არ არის, ხოლო თუ ფაღარათს თან ერთვის მომატებული ტემპერატურა, ეს საკმარისი მიზეზია იმისათვის, რომ დიაგნოსტიკისთვის ექიმს მიმართოთ. ამ დროს თვითნებური მკურნალობის დანიშვნას არავის ვურჩევთ. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი
 

ასევე დაგაინტერესებთ:

გაუწყლოების ნიშნები ბავშვებში და მისი მკურნალობის გზები