ხშირად მოავადე ბავშვი - როგორ უნდა მოიქცეს მშობელი?

15-08-2021

ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა ხშირად არის მშობლის უკმყოფილების მიზეზი. არავისთვის არის უცხო სიტუაცია, როდესაც  პატარა მუდმივად ავადმყოფობს, ექიმი, სინჯავს, ამბობს, რომ სერიოზული არაფერია,  უწერს წამლებს და ერთი ან ორი კვირის შემდეგ იგივე მეორდება. არადა, პირობები ბავშვს თითქმის იდეალური აქვს - საკუთარი ოთახი, ბევრი სათამაშო, სრულფასოვანი კვება, სუფთა ჰაერი. აბა, რაშია საქმე, როგორ მოვიქცეთ?
პასუხი ცალსახაა - ბავშვი უნდა გააკაჟოთ. როგორ, რა მეთოდები არსებობს საამისოდ, ამით ალბათ ბევრო მშობელი დაინტერესდება და შემოგთავაზებთ კომპეტენტურ რჩევებს. 
მაშ ასე, რა არის გაკაჟება?  ეს გახლავთ ორგანიზმის გაზრდილი მდგრადობა სხვადასხვა უსიამოვნი ფაქტორის მიმართ, მაგალითად მომატებული ან პირიქით, დაბალი ტემპერატურის, წყლის და ა.შ მიმართ.

 

მშობლები ერთი შეხედვით მზად არიან შვილების გასაკაჟებლად, ისინი თვლიან, რომ საკმარისია დედიკოს მფარველობა და დროა ბავშვი ცხოვრების მკაცრ პირობებთან ადაპტირდეს. ელოდებიან კონკრეტულ რჩევებს, რა ტემპერატურაზე უნდა დაბანონ ბავშვი, რა აჭამონ, როგორ ჩააცვან, როდის დააძინონ და ა.შ. მსგავსი კონკრეტული და დაზუსტებული რჩევების მოცემა ამ სტატიის ავტორს არ შეუძლია. ამჯერად ჩვენ სულ სხვა მისია გვაკისრია, ჯერ ერთი, რომ ჩვენი მიზანია აგიხსნათ, რას ნიშნავს ბავშვის გაკაჟება და მეორე, ბავშვის გაკაჟების ექსპერიმენტების ჩატარების დროს დედა უნდა აცნობიერებდეს სრულ პასუხისმგებლობას ამასთან დაკავშირებით. ყველამ კარგად ვიცით, რომ ბევრმა ფაქტორმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის გაციება, იქნება ეს საერთო სიცივე, მაგალითად წვიმა ან თოვლი  თუ ლოკალური ხასიათის, მაგალითად წინდების დასველება. ერთი შეხედვით სიცივისა და გაციების ურთიერთკავშირი სრულიად გასაგებია და მეორეს მხრივ  აბსოლუტურად გაუგებარი.      
მიმოვიხედოთ და ვნახოთ, სულიერი ქმნილებები, მაგალითად ძაღლები და კატები ზამთარსა და ზაფხულში დარბიან ქუჩაში, ხან წვიმაში არიან, ხან ქარში და არ ცივდებიან, ადამიანები კი... ნუთუ განვითარებული ტვინის საფასური გარემო პირობების მიმართ ასეთი აუტანლობაა? რა თქმა უნდა, კანონზომიერი და ლოგიკური ახსნა შეიძლება მოვუძებნით იმ  ფაქტს, რატომ შეიძლება გაცივდეს ადამიანი ექსტრემალურ პირობებში, მაგალითად თუ მოყვა ძლიერ წვიმაში, მაგრამ ის, რომ ბავშვი გაცივდა იმიტომ, რომ ფანჯრიდან ცოტა უბერავდა ან იმიტომ, რომ სკოლაში ქუდი დაკარგა და სახლში ქუდის გარეშე დაბრუნდა, ცოტა უცნაურია და ახსნა ადრეულ ასაკში, მის ღრმა ბავშვობაში უნდა ვეძებოთ იმიტომ, რომ ახალშობილი იბადება უნარით თავისუფლად ადაპტირდეს გარე სამყაროსთან და მის გარე თუ შიდა ფაქტორებთან. 

 

გარე ფაქტორების სტაბილურობა, მაგალითად მუდმივად ერთი და იგივე ტემპერატურა და არა მისი ცვალებადობა, სტერილური საკვები, თბილი წყალი, ადამიანებთან  კონტაქტის მინიმუმამდე დაყვანა იწვევს  თანდაყოლილი ადაპტაციის მექანიზმის გათიშვას მისი უსარგებლობის გამო.
 

სამწუხაროდ, სწორედ შიდა  ფიზიკური  სტაბილურობა გახლავთ მშობლის სიყვარულის და მზრუნველობის გამოვლინება. არ არის საჭირო 17 გრადუსი ტემპერატურა და თბილი წყალი იმისთვის, რომ ბავშვი არ გაცივდეს. როგორ გავაკაჟოთ ახალშობილი? არ არის საჭირო ამის გაკეთება, ის უკვე გაკაჟებული იბადება. მშობელს მხოლოდ ის ევალება, ბავშვი ისე გაზარდოს, რომ ეს ბუნებრივი ადაპტაციის უნარი თანდათან არ ჩაქრეს.  არა მხოლოდ თავი ავარიდოთ ტემპერატურის ცვალებადობას, იქნება ეს ჰაერი თუ წყალი, არამედ ხელოვნურად შევქმნათ გარე ფაქტორებთან მიახლოებული გარემო. მარტივად რომ ავხსნათ, აუცილებელია ბავშვის სუფთა ჰაერზე ხშირად გაყვანა ნებისმიერ ამინდში. ნუ მიმართავთ ბავშვის გასაკაჟებლად ექსტრემალურ ზომებს, არ არის საჭირო თოვლში ფეხშიშველა სირბილი ან ყინულიან წყალში ბანაობა, უბრალოდ მიაჩვიეთ კონტრასტულ შხაპს. 
 

გაკაჟების პრობლემა, როგორც წესი, ყველაზე ხშირად ისეთ ოჯახებში იჩენს ხოლმე თავს, სადაც სასურველი და ნანატრი ბავშვები იბადებიან, სადაც მშობლები მზად არიან დათმონ ყველაფერი, რათა ბავშვმა თავი მაქსიმალურად კომფორტულად იგრძნოს. გაკაჟება, როგორც ფაქტი, ყოველთვის უნდა აღიქმებოდეს წარსულის დაბრუნებასთან, ტრადიციული მეთოდების გადახედვასთან იმასთან დაკავშირებით, რა არის კარგი ბავშვისთვის და რა არა. ყველაფერი ზემოჩამოთვლილი უნდა იყოს ერთგვარი თეორიული ბაზა, რომელიც მოგცემთ საშუალებას გაიაზროთ, რომ მთავარი  ბავშვის გაკაჟება კი არ არის, არამედ ის, რომ ბავშვს გაკაჟება არ უნდა სჭირდებოდეს. 

წაიკითხეთ როგორ გავაკაჟოთ ბავშვი - ევგენი კომაროვსკის რჩევები 

 

წყარო: ევგენი კომაროვსკი