ბავშვი მუდმივად გაციებულია. ვაღიარებთ, არ მოვიქეცით სწორად, უნდა შევცვალოთ ჩვენი ბავშვისადმი დამოკიდებულება და რითი დავიწყოთ?
დავიწყოთ პირველ რიგში იმით, რომ გავითავისოთ, ნებისმიერ ადამიანზე, არ აქვს მნიშვნელობა ეს ადამიანი ბავშვი იქნება თუ ზრდასრული, გავლენას ახდენს გარემო ფაქტორები. გარემო ფაქტორი ორნაირი არსებობს: ბუნებრივი, ისეთი, როგორიც არის წყალი, ჰაერი, მზე და ა,შ. და მეორე, ცივილიზაციის ფაქტორი, რაშიც მოიაზრება საცხოვრებელი პირობები, საყოფაცხოვრებო ქიმია, სწავლა სკოლაში, სამოსი, ტელევიზორი და ა.შ. ბავშვის არაადექვატურმა გაზრდამ შესაძლოა ვერ გაუძლოს აღნიშნულ გარემო ფაქტორებს და ვერ გაუწიოს მას სათანდო წინააღმდეგობა. ეს რომ არ მოხდეს, ამისთვის სულ ცოტა რამ არის საჭირო, კეროდ, ბუნებრიობა ანუ ცხოვრების წესის პრინციპულად შეცვლა.
ცხოვრების ბუნებრივი წესი გულისხმობს ბუნებრივ ფაქტორებთან პრიორიტეტულ კონტაქტს და მავნე ცივილიზაციასთან მაქსიმალურ დისტანცირებას. სწორედ ასეთი არსებობა განაპირობებს ადამიანში ადაპტაციურ მექანიზმს. აღნიშნული მექანიზმის არსებობა კი ამცირებს როგორც ადამიანის ავადობის სიხშირეს, ისე მის სიმძიმეს.
აბა, დაუკვირდით, როგორი ცხოვრების წესით ცხოვრობენ თქვენი ბავშვები, ისინი მთელ თავიანთ დროს შენობაში ატარებენ, იქნება ეს სკოლა თუ სახლი. ალბათ იტყვით, რომ ბავშვს სახლში იდეალური პირობები აქვს, სათამაშოები, წიგნები, სახატავები, გონებრივი სავარჯიშოები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ ადამიანის მთავარი წყარო სუფთა ჰაერი და ფიზიკური აქტივობაა. ეს ეხებათ არა მარტო ბავშვებს, არამედ ზრდასრულებსაც. როგორც თავად ხვდებით, გაკაჟება უფრო შეძლებული ოჯახის შვილებს სჭირდებათ, ბავშვებს, რომლებიც არც ისე მდიდარ და ღარიბ ოჯახებში ცხოვრობენ, ასევე სოფელშიც, გაკაჟება ნამდვილად არ სჭირდებათ, ისინი შესანიშნავად არიან ადაპტირებულები გარე სამყაროსთან და შესაბამისად, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაც მეტად სტაბილურია.
ახლა კი მოდით, განვიხილოთ, რას გულისხმობს ცნება ცხოვრების ბუნებრივი წესი, რომელიც ასე სასურველია დიდებისთვის და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პატარებისთვის, განსაკუთრებით საინტერესო ეს იმ ადამინებისითვისაა, სადაც ოჯახის წევრები ბჭობენ, როგორ გააკაჟონ ბავშვი.
ფიზიკური აქტივობა
განა უნდა ბევრი სჯა-ბაასი იმას, რომ სკოლაში ავტობუსით წასვლას ფეხით გასეირნება სჯობს, რომ ხატვაზე სასარგებლო ეზოში დაჭირობანას თამაშია. დიახ. ფიზიკური დატვირთვაა ის მთავარი ფაქტორი, რომლის უგულვებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.
ტანსაცმელი
ტანსაცმელი უნდა იყოს თავისუფალი, სასურველია ბუნებრივი მასალით დამზადებული, რაოდენობა ზომიერი, რადგან ოფლიანობა იწვევს გაციებას.
კვება
კვება საზრდოს მიღების საჭიროების პირდაპირი კრიტერიუმია. თუ ბავშვს ჭამა არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ მას არ დაუხარჯავს სათანადო ენერგია და ორგანიზმი გარკვეულ ეტაპზე არ საჭიროებს მის აღდგენას.
ჩვენ ჩამოვთავლეთ სამი მნიშვნელოვანი ფაქტორი იმისათვის, რომ ბავშვი იყოს ჯანმრთელი. თუ დაუკვირდებით, ოჯახში ბავშვი ისე ვითარდება, ისეა მორგებული ყოველდღიურ რუტინას, როგორც მშობელს უხერხდება და დედა თავს მშვენივრად გრძნობს თუ მისი შვილი არის ათოსანი, ძირითად დროს ატარებს სახლში, კითხულობს წიგნებს, თავისუფალ დროს ეხმარება ჭურჭლის გარეცხვაში და თუ მშობელს ამის დრო აქვს, ხანდახან, 15-20 წუთი, სუფთა ჰაერზეც გადის. ეს დღევანდელი იედეალური ბავშვის მაგალითია, რომელსაც ძალიან ხშირად აწუხებს ადენოიდები, ჩირქოვანი ტონზილიტი და ა.შ. მეორე ვარიანტში, არაიდეალურში და ასევე გავრცელებულში, ბავშვი მთელი დღე სახლშია, ოღონდ კოტრიალობს და გაჯეტებშია თავჩარგული.
ხვდებით ალბათ, რომ ეს გახლავთ დედაზე მორგებული გრაფიკი. სწორედ ეს დედა რაღაც ეტაპზე გადაწყვეტს შვილის გაკაჟებას, წაიკითხვას ინტერნეტში რამე სტატიას გაკაჟებასთან დაკავშირებით და დღეში 20 წუთი, მაქსიმუმ ნახევარი საათი, დაიწყებს პროცედურების ჩატარებას, თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ ამ პროცედურებს თქვენი შვილისთვის არანაირი სარგებლის მოტანა არ შეუძლია, ეს მხოლოდ დედას ამშვიდებს, რომელიც თვლის, რომ საკუთარი შვილის ჯანმრთელობისთვის ყველაფერს აკეთებს.
თუ რეალურად გსურთ ბავშვის გაკაჟება, როგორც უკვე გითხარით, ადეული ასაკიდანვე მიეცით საშუალება ადაპტირდეს გარე სამყაროსთან. დიახ, ორპირ ქარში მიუჩვეველი ადამიანი ცივდება, მაგრამ თუ ბავშვისთვის ეს ჩვეული მდგომარეობაა, მას არაფერი მოუვა. დაწიყეთ ხუთი წუთით და გაზარდეთ დრო, ნელ-ნელა შეაჩვიეთ ქარს, წვიმას, ყინვას, სიცხეს, რომ ყველაფერი ეს, ანუ გარე ფაქტორი, მისი ორგანიზმისთვის ახალი და უცხო არ იყოს. იგივე შეიძლება ითქვას საკვებზე. არ არის საჭირო ბავშვის სტერილურ გარემოში ყოფნა. ხვდებით ალბათ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენ არ უნდა იზრუნოთ მის ჰიგიენაზე. ყველაფერი მის ცხოვრებში უნდა იყოს ზომიერად. და ბოლო, უფრო სწორად მთავარი - ფიზიკური აქტივობა, მაქსიმალურად დატვირთეთ თქვენი შვილი, მიაჩვიეთ ფეხით სიარულს, არ არის საჭირო ორი გაჩერების ავტობუსით გავლა, მეორე სართულზე ლიფტით ასვლა და სხვა. ატარეთ სპორტულ წრეებზე. ფიზიკური აქტივობა მის მოთხოვნილებად უნდა იქცეს. ამის მაგალითი მშობელი თუ იქნება, რა თქმა უნდა, ბევრად უკეთესი იქნება.
წყარო: ევგენი კომაროვსკი