მკვლევრები მიიჩნევენ, რომ სკოლამდელი ასაკის ბავშვებში აგრესია ზრდის პროცესის განუყოფელი ნაწილია. ეს ადაპტაციისა და ემოციური განტვირთვის ერთგვარი საშუალებაა. ბევრი ბავშვი, როდესაც მას რამე არ მოსწონს, ყვირის და იწყებს საგნების აქეთ-იქით სროლას. თუმცა როდესაც ბავშვი აგრესიას გამოხატავს და სხვა ბავშვებთან იწყებს ჩხუბს, ეს შესაძლოა გარკვეულ პრობლემებზე მიანიშნებდეს. როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?
ბავშვი ვერ უმკლავდება დაძაბულ გრაფიკს. მიზეზი შესაძლოა იყო სხვადასხვა წრეზე სიარული, ბევრი სამეცადინო, მასზე დაკისრებული მოვალეობები, ამა თუ იმ წესების მორჩილება. გაგიკვირდებათ და ტელევიზორთან გატარებული ბევრი დრო ან თუნდაც ბევრი ტკბილეულის მირთმევა.
როდესაც მშობლები მუდმივად აკრიტიკებენ ბავშვს, მუდმივად უწუნებენ ყველაფერს, რაც მან გააკეთა, აწებებენ „ცუდი ბიჭის“ იარლიყს. 6 წლამდე ბავშვს არ აქვს განვითარებული თვითშეფასების გრძნობა, ამიტომ ის საკუთარ თავს სხვების მეშვეობით აღიქვამს. თუ მას ხშირად ეუბნებიან, რომ ის არის ცუდი, ის მართლაც მიიჩნევს, რომ არის ცუდი.
როდესაც მშობლები ბავშვს ყურადღებას მხოლოდ მაშინ აქცევენ, როდესაც ის ჩხუბობს, ცუდად იქცევა. შედეგად, რაც მეტად აქვს ყურადღების დეფიციტი, მით მეტად ჩხუბობს.
3 წლის ასაკში ცელქობა ნორმაა. 3 წლის ასაკში ბავშვს აქვს საკუთარი „მე“-ს ჩამოყალიბების პროცესი, მიილტვის დამოუკიდებლობისკენ, არის ყველაფრის მოპოვების პროცესში.
ამ კრიზისს თან დაჰყვება ნეგატივი, ურჩობა, თვითნებობა, დესპოტიზმი, ტანტრუმები, უფროსებისთვის წინააღმდეგობის გაწევა. თუ მშობლები პასუხისმგებლობით არ ეკიდებინა ბავშვის ამ კრიზისულ პერიოდს და მის დამოუკიდებლობისკენ სწრაფვას, ის ცუდად იქცევა, ჩხუბობს, იკბინება.
ეს გრძნობები წარმოიქმნება მკაცრი აღზრდის მეთოდების შედეგად, როდესაც ბავშვს ხშირად სჯიან, თრგუნავენ, უკრძალავენ ბევრ რამეს, სთხოვენ დისციპლინის მკაცრ დაცვას. რაც უფრო ხშირია კონფლიქტები მშობლებთან, მით მეტად არის გამოხატული აგრესია საზოგადოებაში.
როდესაც ბავშვს არ აქვს უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შეგრძნება. მსგავსი გრძნობები ხშირად იჩენს ხოლმე თავს მშობლების დაშორების ან საცხოვრებელი ადგილის შეცვლის დროს.
მშობლებს შორის უთანხმოება, კონფლიქტი აუცილებლად აისახება ბავშვის ფსიქიკაზე. ბავშვი ძალიან მგრძნობიარეა და დაძაბულობას ყოველთვის გრძნობს, ამ დაძაბულობას ის აგრესიით გამოხატავს.
როგორ ვუშველოთ ბავშვის აგრესიას
ამ დროს მშობლის მთავარი ამოცანაა, დაეხმაროს ბავშვს ემოციებსა და გრძნობებში გარკვევაში. ეს შესაძლოა გააკეთოს თამაშ-თამაშით ან უბრალოდ საუბრით. დაელაპარაკეთ ბავშვს და სთხოვეთ აგიხსნათ, რას და როგორ გრძნობს. უბიძგეთ, რომ გითხრათ რა აწუხებს, მაგალითად: „მე მეჩვენება, რომ ვიღაცაზე გაბრაზებული ან ნაწყენი ხარ. ასეა?“
აუცილებლად თანაუგრძენით და აგრძნობინეთ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში მის გვერდით იქნებით. დაეხმარეთ გაერკვეს საკუთარ გრძნობებში.
აუხსენით, რომ თუ ვინმეს დაარტყამს, მას ატკენს და ის ბავშვიც ისევე ცუდად იგრძნობს თავს, როგორც მაგალითად თვითონ გრძნობს. დაეხმარეთ ბავშვს, რომ აგრესია სხვაგვარად გამოხატოს და განთავსიუფლდეს სტრესტისგან. მაგალითად სცემოს ბალიშს, ან უბრალოდ ხმამაღლა დაიყვიროს. ესაუბრეთ, ჰკითხეთ, გათავისუფლდა თუ არა სიბრაზისგან თქვენთან საუბრის შემდეგ. მოეფერეთ, ეცადეთ ისე მოექცეთ, როგორც მისი თანატოლი და არა როგორც უფროსი ადამიანი. შეახსენეთ, რომ ყოველთვის მზად ხართ მოუსმინოთ და გაამხნევოთ. ფიზიკური აქტივობა, სხვადასხვა თამაში ძალიან კარგი საშუალებაა ბავშვისთვის ნეგატიური გრძნობებისგან გათავისუფლებაში. ასწავლეთ, რომ არ შეიძლება ვინმეს პირველმა დაარტყას, თუმცა თუ ვინმე ჩხუბს დაუწყებს, თავის დაცვა ნორმალურია. ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ის პრობლემებთან მარტო არ არის, მშობლის იმედი უნდა ჰქონდეს და არა შიში. ამ შემთხვევაში მას აგრესიის გამოხატვა უბრალოდ არ დასჭირდება. ის სიბრაზეს მშობელთან საუბრით გაუმკლავდება.
ასევე დაგაინტერესებთ: