მგრძნობელობა
რას ვხედავთ ჩვენ:
• ტირის პატარა დეტალზე;
• ხდება მოწყენილი, როდესაც ტოვებთ;
• არ მოსწონს მარტო ყოფნა;
• ვერ უყურებს ფილმებს;
რა ხდება რეალურად
• ბავშვს არ აქვს თვითრეგულაციის უნარი;
• ბავშვს აქვს შინაგანი შიშები, რომლის ვერბალიზაციასაც ვერ ახდენს;
სიბრაზე
რას ვხედავთ ჩვენ:
• ყვირის ხშირად;
• ისვრის ნივთებს და იქცევა დესტრუქციულად;
• ყვირის ისეთ ფრაზებს, როგორიცაა :”მეზიზღები”, “მომშორდი”, “თავი დამანებე” და სხვა…
რა ხდება რეალურად
• ბავშვს არ შეუძლია ემოციების ამოცნობა;
• ბავშვს არ აქვს მისაღები ბრაზთან გამკლავების სტრატეგიები;
• ბავშვს სჭირდება დამშვიდების სტრატეგიების სწავლება;
• ბავშვი განიცდის “უცნობ” გრძნობებს;
პერფექციონიზმი
რას ვხედავთ ჩვენ:
• ღელავს წესების დარღვევის შემთხვევაში;
• ვერ ეგუება არასწორად შესრულებულ საქმეს;
• ძალიან უჭირს და თითქმის არც ერთი მიზეზით არ სურს სკოლის გაცდენა;
• ეშინია კითხვებზე არასწორი პასუხის დაფიქსირების;
• ვერ ეგუება კონსტრუქციულ კრიტიკას;
რა ხდება რეალურად
• ბავშვს აქვს ნეგატიური აზრების პატერნი;
• ბავშვს დახმარება სჭირდება აზრებსა და ქმედებებს შორის ურთიერთკავშირის გაგებაში;
• ბავშვს არ შეუძლია მოახდინის მისი განცდების ვერბალიზება;
სიმორცხვე
რას ვხედავთ ჩვენ:
• იმალება თქვენი ფეხების უკან;
• ეშინია უცნობი ადამიანების;
• ეშინია ცვლილებების;
• არ მოსწონს ახალ ადგილებში სიარული;
რა ხდება რეალურად
• ბავშვს არ შეუძლია გრძნობების და ემოციების ვერვალიზება;
• მას აინტერესებს ყველაფერი ახალი, მაგრამ სჭირდება სიტუაციია ბოლომდე გაგება და აღქმა;
• ბავშვს სჭირდება დახმარება “ახალი” თავგადასავლების დაგეგვმაში;
ზე-აგზნება
რას ვხედავთ ჩვენ:
• ხდება “ჰიპერაქტიური”, როდესაც სტუმრები მოდიან;
• ამბობს შეუსაბამო კომენტარებს სხვებზე;
•შეაუსაბამო დროს ხუმრობს;
• ხტუნაობს ავეჯზე;
• ეთამაშება სხვებს უხეშად;
რა ხდება რეალურად
• ბავშვს არ შეუძლია შეაფასოს მისი შინაგანი ძალები;
• ბავშვს სჭირდება დახმარება აღფრთოვანებისა და აღტაცების რეგულაციაში;
• ბავშვს აკლია დამშვიდების სტრატეგიების ცოდნა;
ფსიქოლოგი: მარიამ ფაცურია