ზესტიმულაცია ჩვილებსა და მოზარდებში

17-08-2021

overstimulation, აგზნებადობა ბავშვებსა და ჩვილებში - რა იწვევს ბავშვის ჭირვეულობასა და გადაღლას?

ხანდახან ბავშვი გაღიზიანებულია, უმიზეზოდ ტირის, ჭირვეულობს, ითენთება... კიდევ ბევრი სხვა სიმპტომი შეიძლება მიანიშნებდეს არა რაიმეს ტკივილს ან ავადობას, არამედ ზემდეტ სტიმულაციასთან, აგზნებადობასთან გვქონდეს საქმე.

რა არის ზედმეტი სტიმულაცია?

ბავშვებში ზედმეტ სტიმულაციას, აგზნებადობას ზედმეტი გამოცდილებებით, შეგრძნებებით, ხმაურითა და აქტივობებით გადატვირთვა იწვევს.მაგალითისთვის, ახალშობილი შეიძლება ძალიან გაღიზიანდეს, თუკი წვეულებაზე მას ძალიან ბევრი უცხო ადამიანი მოეფერება, სკოლამდელი ასაკის ბავშვი შეიძლება ძალიან აგზნებული იყოს რაიმე დიდი მოვლენის, მაგალითად, დაბადების დღის წვეულების შემდეგ, სკოლის ასაკის ბავშვი შეიძლება ცუდ ხასიათზე დადგეს, თუ მას უწევს ერთ დღეში სკოლაში წასვლა, გაკვეთილების მომზადება და ცურვის გაკვეთილზე წასვლა.
ამ დროს ბავშვები იღლებიან და იფიტებიან. ამ დროს მათ სჭირდებათ სიმშვიდე  და ნაცნობ, წყნარ გარემოში ყოფნა.

overstimulation, ოვერსტიმულაცია, ზესტიმულაცია ბავშვებში,

ზედმეტი სტიმულაციის ნიშნები:


•    გაღიზიანება და დაღლილობა
•    ტირილი და სევდიანობა
•    მოძრაობითი მოუსვენრობა
•    მომუჭული ხელები
•    აგრესიული ქცევა

სკოლამდელი/სკოლის ასაკის ბავშვები: 

•    ტირიან, თუმცა სიტყვებით ვერ გამოხატავენ თავიანთ ემოციებს.
•    ამბობენ, რომ აღარ უნდათ იმის გაგრძელება, რასაც აკეთებენ.
•    უარს ამბობენ ჩვეული მოქმედების შესრულებაზე, რომელიც დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. მაგალითად, მანქანაში დამცავი ღვედის შეკვრაზე.
•    უფრო მოუხერხებელნი და უყურადღებონი ხდებიან.
•    ითხოვენ იმაზე მეტ ყურადღებას, ვიდრე ჩვეულებრივ.
•    ადვილად წყინდებათ.
•    უარს ამბობენ საკვების მიღებაზე.
•    უარს ამბობენ თქვენი თხოვნის/დავალებების შესრულებაზე.


აქტივობებსა და დასვენებას შორის ბალანსის დაცვა

ბავშვის ცხოვრების პირველი 5 წლის განმავლობაში მათი ტვინი იმაზე უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე მთელი დანარჩენი ცხოვრების განმავლობაში. თქვენი შვილების ადრეული გამოცდილებები - რასაც ისინი ხედავენ, ესმით, ეხებიან, აგემოვნებენ, გემოები და არომატები - ასტიმულირებენ მათ ტვინს და ქმნიან მილიონობით კავშირს.
ეს ნიშნავს იმას, რომ თქვენს შვილს სჭირდება მასტიმულირებელი გარემო ბევრი სხვადასხვა ტიპის აქტივობით, რათა ისწავლოს რაც შეიძლება მეტი  და ასევე სჭირდება ბევრი შანსი იმისთვის, რომ ნასწავლის პრაქტიკაში გამოსცადოს.
თუმცა, ბავშვებს ასევე სჭირდებათ დრო დასვენებისთვის ნაცნობ, მშვიდ გარემოში, რათა თავი დაცულად იგრძნონ და დამშვიდდნენ.
თქვენს შვილს სჭირდება დრო, რათა თავი გაირთოს და გარემო გამოიკვლიოს თავისი ტემპით. ეს ეხმარება მას საკუთარი თავის გაცნობაში და იმის გარკვევაში, როდის სჭირდება დასვენება და რა ეხმარება მას დამშვიდებაში.

როგორ დავეხმაროთ ჩვილს ზედმეტი სტიმულირების შემთხვევაში? (1 წლამდე)

•    როდესაც შეამჩნევთ, რომ თქვენი პატარა გადაიღალა, გაიყვანეთ ის მშვიდ, ნაკლებად განათებულ ადგილას.
•    ახალშობილებს პლედში გახვევა ეხმარება დამშვიდებაში, რადგან ამცირებს ფიზიკურ შეგრძნებებს. ასევე შეიძლება სასარგებლო იყოს ჩახუტება და სხეულთან ახლოს მიკვრა.

როგორ დავეხმაროთ სკოლამდელი ასაკის ბავშვებს ზედმეტი სტიმულაციის შემთხვევაში? (2-6 წელი)

•    შეინარჩუნეთ სიმშვიდე თავად, ეს თქვენს შვილსაც დაეხმარება  დამშვიდებაში.
•    შეამცირეთ ხმაურის წყარო გარემოში. მაგალითად, გამორთეთ ტელევიზორი, გაიყვანეთ ბავშვი საძინებელში.
•    დაეხმარეთ ბავშვს, ის ემოციები, რასაც სიტყვიერად ვერ გამოთქვამს, გაჩვენოთ თავისი ქცევით.
•    დაჯექით თქვენს შვილთან ერთად და აირჩიეთ რაიმე მშვიდი აქტივობა. მაგალითად, უმღერეთ მას მშვიდი მელოდია, წაუკითხეთ ზღაპარი, ან უბრალოდ მოეფერეთ. როდესაც ის დამშვიდდება, მიეცით დრო ითამაშოს თავისთვის, როგორც სიამოვნებს.
 
როგორ დავემხაროთ სკოლის ასაკის ბავშვებს ზედმეტი ტიმულაციის დროს? (6 წელი და მეტი)

•    ურჩიეთ, წავიდეს თავის ოთახში და დაკავდეს რაიმე რელაქსაციური აქტივობით, როგორიცაა კითხვა ან მუსიკის მოსმენა.
•    ესაუბრეთ ბავშვს და გაიგეთ, რომელი აქტივობაა მისთვის ყველაზე დამღლელი ან დამთრგუნველი. შეიძლება მოგიწიოთ აქტივობების რიცხვის შემცირება, თუ ბავშვი ვერ უმკლავდება ყველა მათგანს ერთდროულად.

თქვენს შვილს კვირის განმავლობაში სჭირდება საკმარისი დრო იმისთვის, რომ მოასწროს საშინაო დავალებების შესრულება, ოჯახთან ერთად დროის გატარება, მეგობრებთან ურთიერთობა და საკუთარ თავთან მარტო დარჩენა.

სტიმულაციის სწორი დოზის შერჩევა

იმ სტიმულაციის დოზა, რაც თქვენი შვილისთვისაა ოპტიმალური, დამოკიდებულია მის ტემპერამენტზე. ზოგიერთი ბავშვი მასტიმულირებელ გარემოში ყოფნას უკეთ უმკლავდება, ვიდრე სხვები.
საუკეთესო გზამკვლევი თქვენი შვილია და გახსოვდეთ, რომ ბალანსის დაცვა აუცილებელია. 
 სკოლის ასაკის ბავშვებისთვის  ყველაზე ოპტიმალურია ერთი ან ორი კლასგარეშე აქტივობა. სპორტი, მუსიკა, ცეკვა, სხვადასხვა კლუბში გაწევრიანება არაჩვეულებრივი საშუალებაა ბავშვის ახალი უნარების განსავითარებლად, ახალი ინტერესების და მეგობრების შესაძენად. თუმცა, ძალიან ბევრმა აქტივობამ შეიძლება გამოიწვიოს ბავშვის გადაღლა და გამოფიტვა. მარტო ყოფნა და საკუთარი თავის გართობა მნიშვნელოვანი უნარია. მისი ხელშეწყობით, თქვენ ეხმარებით თქვენს შვილს დამოუკიდებელ ადამიანად ჩამოყალიბებაში.

წყარო: raisingchildren