როგორ შევაჩეროთ ბავშვის ისტერიკა

11-09-2021

ნებისმიერი ისტერიკა გახლავთ ბავშვის  ნეგატიური ემოციების გამოხატვა იმ მომენტისთვის მისთვის ყველაზე ხელსაყრელი საშუალებით.
ერთი შეხედვით ისე ჩანს, თითქოს ბავშვის  ისტერიკა მხოლოდ დედას უქმნის პრობლემებს და აღიზიანებს, მაგრამ, გვერწმუნეთ, ბავშვი ამ მდგომარეობას არანაკლებ განიცდის, მას ეს სულაც არ მოსწონს და იმ მომენტში მშობლებზე არანაკლებად ნერვიულობს. ამიტომ ჩვენი მიზანია დავეხმაროთ დედებს, რაც შეიძლება უმტკივნეულოდ გადალახონ ეს უსიამოვნო მომენტი და ბავშვსაც გაუმარტივონ. 

ტირილი ნორმალურია
ერთი შეხედვით ეს უცნაურად ჟღერს, თუმცა ბავშვის ტირილს თავისი დადებითი მხარეები აქვს. რა თქმა უნდა, მშობლები ღელავენ ხოლმე ბავშვის ხანგრძლივი ტირილის გამო, თუმცა ემოციების ხმამაღლა გამოხატვა ბავშვს აბედნიერებს და სწორედ ისტერიკის შემდეგ ის ბევრად ბედნიერი და უფრო კომუნიკაბელური ხდება. ცვლილება ამ დროს თვალისაცემია. თითქოს გაუგებარია ეს ცვლილება, ბავშვი ტიროდა, ნერვიულობდა და უცებ დამშვიდდა, მოდუნდა და საკმაოდ ლაღად და ბედერად გამოიყურება. ზოგჯერ ბავშვის ტირილს იწვევს რაღაც სპეციფიური ფაქტორი, როდესად ბავშვი ან ზედმეტად გაღიზიანებულია, გადაღლილი, შესცივდა ან დასცხა, რაღაცამ შეაშინა ან საუბარი  ან თამაში გააწყვეტინა, ან ლოკაცია შეუცვალა. ხანდახან სტრესი გროვდება და ემოციის გამოხატვის მიზეზი შეიძლება გახდეს სულ უმნიშვნელო ნაპერწკალიც კი, რომელიც ბავშვის ემოციების პროვოცირებას მოახდენს. ბავშვმა უნდა გადალახოს დაძაბულობ, ისტერიკა კი მისთვის საამისოდ ყველაზე კარგი საშუალებაა.

იყავით ახლოს
თქვენ არ ხართ ვალდებული, ბავშვს ტირილი შეაწყვეტინოთ, თუმცა შეგიძლიათ თანაუგრძნოთ, დაუჯექით გვერდით და დაამშვიდეთ. აუხსენით, რომ კარგად გესმით მისი, რას განიცდის, როგორ დაწყდებოდა გული იმის გამო, რომ ვერ იყიდეთ ზუსტად ის ორცხობილა, რომელიც მას ასე ძალიან უნდოდა, თუმცა მომავალში აუცილებლად ეცდებით მისი სურვილების დაკმაყოფილებას.
როდესაც ბავშვი ცდილობს საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილზე სასურველის მიღწევას ისტერიკებით, ეცადეთ შედარებით მშვიდ გარემოში გაიყვანოთ, აიყვანეთ ხელში და გაიყვანეთ,  თუ ამის საშუალება არის, ჩაეხუტეთ. თუ სიტუაცია თქვენ გამო დაიძაბა, უთანაგრძნეთ, თუმცა არავითარ შემთხვევაში არ შეუსრულოთ მოთხოვნა. 
აუხსენით, რომ გქონდათ მიზეზი საიმისოდ, რომ მისი სურვილი ვერ დააკმაყოფილეთ.

შეარჩიეთ სწორი სიტყვები
გამოიყენეთ კონკრეტული ფრაზები, რათა შეძლოთ ბავშვის დამშვიდება:
•    იტირე, და მოგეშვება
•    ნუ გეშინია, ტირილი ნორმალურია
•    მე აქ ვარ
•    თუ დაგჭირდი, შენთან ვარ
•    სანამ ტირი, შენთან ვიქნები
•    დამშვიდდი, შენთან ვარ

დაჯექით ბავშვის პირდაპირ ისე, რომ გხედავდეთ, ხშირად ეს ბავშვს ამშვიდებს.
ბავშვი ისტერიკის დროს ბევრ ენერგიას ხარჯავს და როდესაც ტირილს მორჩება, კარგი იქნება, თუ ჩაეხუტებით და მოეფერებით.
როდესაც ბავშვთან ხართ, ეცადეთ, მთლიანად მასთან იყოთ, მთელი გულით, საკუთარი გაღიზიანება და გაბრაზება მინიმუმამდე დაიყვანეთ.
ეცადეთ ბოლომდე შეიგრძნოს თქვენი ფიზიკური სიახლოვე, ჩახედეთ თვალებში, შეეხეთ, დამშვიდების დროს ნუ აჩქარდებით, მიეცით დრო. მითმინებით დაელოდეთ, როდის მოისურვებს თქვენთან საუბარს და მოუსმინეთ ინტერესით, მთელი გულისყურით, რომ ნამდვილად იგრძნოს, ძალიან გაინტერესებთ რას გეუბნებათ.
აგრძნობინეთ, რომ თქვენთვის მასთან საუბარი ძალიან მნიშნელოვანია, დროდადრო გაიმეორეთ მის მიერ წარმოთქმული ფრაზები, რათა დარწმუნდეს, რომ ნამდვილად უსმენთ.
ბავშვის დმშვიდების დროს ეცადეთ არ იყოთ ემოციური, გახსოვდეთ, ამ დროს მთავარია აკონტროლოთ არა ბავშვის, არამედ საკუთარი ემოციები.
ჩვენი მთავარი მიზანია, დავეხმაროთ მშობელსა და ბავშვს ამ პროცესის დროს, როდესაც ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ ის არ არის მარტო თავის პრობლემასთან და დედა ყოველთვის გვერდით ჰყავს და მისცემს საშუალებას, გამოხატოს თავისი უარყოფითი ემოციები. 

წყარო: mchildren.ru