როგორ ვასწავლოთ ბავშვს დამოუკიდებლად დაძინება

10-12-2022

რა არის სლიფ ქრაჩ? 

ჩვილობისას მშობლები შვილებს დასაძინებლად უმღერიან, ეფერებიან, არწევენ, აძლევენ საწოვარას, ხელში იყვანენ - ჩვილისთვის ხარისხიანი ძილი ხომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია!თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ როდესაც  ბავშვი წამოიზრდება, მისთვის თავიდან რთულია დამოუკიდებლად ძილს შეეჩვიოს. ყველა მშობლისა და შვილისთვის განსაკუთრებით ძვირფასია  ჩახუტება ძილის წინ, მაგრამ ძალიან რთულია ბავშვის ყოველი გამოღვიძებისას მასთან მისვლა - მშობელსაც ხომ სჭირდება ხარისხიანი ძილი?! ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვევებს ამ პრობლემის გადასაჭრელად.

სლიფ ქრაჩად შეიძლება ჩაითვალს ყველაფერი, რაც ბავშვს ეხმარება დაძინებაში. სლიფ ქრაჩი ჩვილობის ასაკში, როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, შეიძლება იყოს რწევა, კვება, სიმღერა, თამაში, ან საწოვარა. თუმცა, დროთა განმავლობაში ჩვენი ამოცანაა, ბავშვს დამოუკიდებლად ძილი ვასწავლოთ და დავეხმაროთ ისეთი უნარების განვითარებაში, რომლებიც შემდგომ თავდაჯერებულობას მიანიჭებს, და დაეხმარება ძილის შენარჩუნებაში და დაძინებაში გამოღვიძების შემდეგაც, რაც განაპირობებს უფრო ხარისხიან ძილს როგორც ბავშვისთვის, ასევე მშობლებისთვის. ჩვენ გირჩევთ ეს პროცესი მე-16 კვირიდან დაიწყოთ.

ბავშვის ძილი, დამოუკიდებლად ძილი,

როგორ შევაჩვიოთ ბავშვი დამოუკიდებლად ძილს ?  

დააწვინეთ ბავშვი როცა ჯერ კიდევ სრულიად ფხიზელი იქნება, რადგან პირველი ჩაძინება განაპირობებს იმას, თუ რას მოელის ის ღმით გამოღვიძებისას.  გაუღიმეთ და გადაეცით მას პოზიტიური განწყობა. დასაშვებია, რომ ბავშვს  აჭამოთ ღამითაც, თუ ეს აუცილებელია, (ან თუ ეს უფრო კომფორტულია თქვენთვის).

შეარჩიეთ გამოღვიძებისა და დაძინების მეთოდი, რომელიც თქვენთვის კომფორტულია, შედეგად, როდესაც ბავშვს ღამით გაეღვიძება, ის მიეჩვევა, რომ შეუძლია ისევ  დაიძინოს დამოუკიდებლად. სლიფ ქრაჩისგან გადაჩვევას დრო და თანმიმდევრულობა დასჭირდება, მაგრამ თქვენს შვილს უდავოდ შეუძლია ამის გაკეთება! 

არსებობს ბევრი ხერხი, რომელიც შეგვიძლია გამოვიყენოთ, მათ შორისაა: ძილის წინა რუტინის ჩამოყალიბება, ე.წ. თეთრი ხმაური (ჩვილებისთვის სიჩუმე არასასიამოვნოა) და ჩაბნელებულ ოთახში ძილი (ხელს უწყობს მელატონინის გამომუშავებას). 

ბავშვის ძილი, დამოუკიდებლად ძილი,

თუმცა, თუ თქვენი პატარას დაძინება სიამოვნებას განიჭებთ, ან ღამით უპრობლემოდ იღვიძებთ მის დასაძინებლად, არ არის აუცილებელი რუტინის შეცვლა. ეს მხოლოდ მაშინ არის საჭირო, როდესაც სლიფ ქრაჩი თქვენთვის პრობლემად იქცევა. უბრალოდ დარწმუნდით, რომ თქვენი და ბავშვის ძილი ხარისხიანი და უშფოთველია, რაც ორივეს ძალიან გჭირდებათ!

ასევე დაგაინტერესებთ: