ახალშობილი დაბადებისას მყუდრო და თბილი გარემოდან - საშვილოსნოდან, ცივ, უცხო გარემოში ხვდება. ამიტომაც ექთნები მაშინვე უფარავენ პატარას თავს ქუდით. თუმცა ახალშობილს სამშობიაროდან გამოყვანის შემდეგ ქუდის მუდმივად ტარება არ სჭირდება, რა თქმა უნდა, თუ ცივი ამინდი არ არის.
არ დააძინოთ ბავშვი ქუდით, რადგან ამან შეიძლება გამოიწვიოს გადახურება, რაც თავის მხრივ ჩვილების უეცარი სიკვდილის სინდრომის (SIDS) რისკს ზრდის.
გარდა ამისა, ძილის დროს ქუდი შეიძლება ჩამოვარდეს და ბავშვის სახე დაფაროს, რაც ასფიქსიის რისკს ზრდის. რეკომენდებულია, რომ ბავშვს ღამით, ძილისას მსუბუქად ჩააცვათ - მაგალითად, თხელი ბოდე და დააფაროთ თბილი პლედი, ან ჩასვათ საძილე ტომარაში. წაიკითხეთ სტატია - ჩვილის უსაფრთო ძილის შესახებ.
არა. ჩვილებისთვის უსაფრთხო არ არის ქუდის სახლში ტარება. ქუდის ტარება ბავშვს ჰიპოთერმიისგან ვერ იცავს, მაგრად ზრდის გადახურების რისკს, რადგან ჩვილებს არ შეუძლიათ ტემპერატურის რეგულირება ისე - როგორც მოზრდილებს. როგორც წესი, ჩვილ ბავშვს სახლში უფროსებზე ერთით მეტი ფენა ტანსაცმლის ტარება სჭირდებათ.
ამინდიდან გამომდინარე, კლიმატის გათვალისწინებით, ქუდის ტარება შეიძლება საჭირო გახდეს შემოდგომაზე და ზამთარში - ან თუნდაც მთელი წლის განმავლობაში. მცირეწლოვანი ბავშვები სხეულის სითბოს დაახლოებით მესამედს თავის მეშვეობით კარგავენ, შესაბამისად, ქუდის ტარება მათ მთელი სხეულის სითბოს შენარჩუნებაში ეხმარება.
ამასთანავე, სახლიდან გასვლისას ცივი ამინდი არ არის ერთადერთი მიზეზი, რატომაც ახალშობილს ქუდის ტარება შეიძლება დასჭირდეს. 6 თვეზე უმცროს ბავშვებს არ შეუძლიათ მზისგან დამცავი კრემის ტარება, მაგრამ, ცხადია, მათ მზის სხივებისგან დაცვა ესაჭიროებათ, ამისთვის მოწოდებულია მზისგან დაცვის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება, როგორიცაა, ულტრაიისფერი სხივებისგან დამცავი ტანსაცმელი და ქუდი.
წყარო: babycenter.com
ასევე დაგაინტერესებთ: