ცივი იატაკი და ფეხშიშველი ბავშვი

24-10-2022

უქმნის თუ არა საფრთხეს ბავშვის იატაკზე ფეხშიშველი სიარული?

ალბათ, ბევრ თქვენგანს მოუსმენია ფრაზა „ჩააცვი გაცივდება, გაიბერება, მუცელი ეტკინება“ და ა.შ - მოვისმინოთ ცნობილი უკრაინელი პედიატრის, ექიმი კომაროვსკის რეკომენდაცია ამ თემაზე: 

ფეხშიშველი სიარული  ბუნებრივი მოვლენაა ადამიანისთვის, როგორც ბიოლოგიური არსებისთვის. ორი სხვადასხვა ტემპერატურის ზედაპირის ერთმანეთთან შეხებისას ხდება ტემპერატურის გადაცემა,  კერძოდ თბილი ზედაპირიდან ტემპერატურა გადადის ცივ ზედაპირზე. როდესაც ბავშვი აბიჯებს შიშველ ფეხს ცივ იატაკზე, ამ დროს სისხლძარღვებსა და კანზე ფიქსირდება სპაზმი, შესაბამისად, სისხლძარღვები ვიწროვდება და ფერხდება სისხლის მიწოდება კანისთვის.  შესაბამისად ცივდება ფეხის კანის ტემპერატურაც და ის სითბო, რომელსაც გასცემს ორგანიზმი,  მცირდება.  ეს რთულ ფიზიოლოგიური მექანიზმი ხსნის იმას, თუ რატომ არ ვნებს ფეხშიშველი სიარული ცივ ზედაპირზე ადამიანის ორგანიზმს.  

რამდენად ბუნებრივია ცივთან შეხება ბავშვისთვის?

ადამიანის ტერფი, ფიზიოლოგიურად და ანატომიურად მზად არის ცივთან კონტაქტისთვის. თუ ბავშვი ისეთ პირობებში იზრდება, რომ მუდმივად შეფუთულია და არასდროს არ აქვს ცივთან კონტაქტი, მისი სისხლძარღვები დუნდება და კარგავს ფუნქციას აკონტროლოს სითბო, სწორედ ამიტომ ექმნებათ ხოლმე ბავშვებს პრობლემები ჯანმრთელობასთან დაკავშირებით.

ფეხშიშველი სიარული, სიარული, ხოხვა, კომაროვსკი,

მიაქციეთ ყურადღება, ჩვენ ვსაუბრობთ ცივ იატაკზე და არა ფეხშიშველი სიარულზე თოვლზე. ბავშვს უნდა სიამოვნებდეს ცივთან შეხება,  ამ შემთხვევაში ცივი იატაკი მის ჯანმრთელობას  პრობლემას არ შეუქმნის. ფეხშიშველი სიარული არ არის არც ექსტრიმი და არც გაკაჟება, ეს არის ბავშვისთვის ჩვეულებრივი სიტუაცია, თუ იგი არ არის „გაფუჭებული“ მუდმივად თბილი წინდების ტარებით.  

დიდი ალბათობით, თქვენი შვილი პირველ ნაბიჯებს შენობაში გადადგამს მისთვის ახლობელი ადამიანების გარემოცვაში. ოპტიმალური ვარიანტია დედისგან მამის მიმართულებით გადაადგილება და თუ ეს იქნება შიშველი ფეხებით, უკეთესი იქნება. შიშველი ფეხით სიარულის დროს ტერფი უკეთ აკონტროლებს ბავშვის წონასწორობას, შიშველი ფეხით სიარული აუმჯობესებს ფეხის ფორმირებას. ძალიან კარგია ჯანმრთელობისთვის. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი „365 რჩევა“

ასევე დაგაინტერესებთ: