როგორ შევარჩიოთ ბავშვის პირველი ფეხსაცმელი?

21-11-2021

რა საჭიროა ფეხსაცმელი?

ფეხსაცმელი იცავს ფეხს სიცივისგან, სიცხისგან, სისველისგან და ტრავმისგან. როდესაც ბავსვს ფეხსაცმელს ურჩევთ და მით უმეტეს, აცმევთ, კარგად დაფიქრდით - რატომ აკეთებთ ამას, რაში სჭირდება ბავშვს ფეხსაცმელი, რა ფუნქცია აკისრია მას? 

მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ როდესაც ბავშვი პირველად აიდგამს ფეხს, მას აუცილებლად უნდა ეცვას ფეხსაცმელი და ფეხშიშველი სიარული არ შეიძლება, მცდარია. პირველ ფეხსაცმელში იგულისხმება ის ფეხსაცმელი, რომლითაც ბავშვი რეალურად ივლის. ყველაფერი ის, რასაც ბავშვს 6, 7 და ა.შ თვის ასაკში აცმევდით, ფეხსაცმელი არ არის, ეს არის გასართობი მშობლებისთვის. 

ბავშვისთვის ფეხსაცმლის შერჩევის დროს უნდა გაითვალისწონოთ მთავარი მოთხოვნები: 

  • ფეხსაცმლეს უნდა ჰქონდეს მინიმალური წონა და უნდა იყოს მაქსიმალურად დრეკადი
  • ასევე მასალა უნდა იყოს ბუნებრივი - ნატურალური ტყავი ან ნაჭერი
  • ძირი არ უნდა სრიალებდეს 
  • ბავშვს თითებთან უნდა ჰქონდეს თავისუფალი სივრცე

რას ნიშნავს თავისუფალი სივრცე? ვერტიკალურ მდგომარეობაში ბავშვის თითებსა და ფეხსაცმლის წვერს შორის დედის  თითი უნდა ეტეოდეს. არ დაგავიწყდეთ ბავშვის ფეხსაცმლის ზომის რეგულარულად, დაახლოებით კვირაში ერთეხლ შემოწმება. ასევე ხშირად დაუთვალიერეთ ბავშვს ფეხები, თითები, რათა რაიმე დაზიანება ან გაღიზიანება არ გამოგეპაროთ. 

 

ევგენი კომაროვსკი „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველი წლისთვის“