„ცივზე არ დაჯდე“ - მითია თუ რეალობა ბებიების ჩვეული ფრაზა?
ცივ იატაკზე ფეხშიშველი სიარული პრობლემას არ წარმოადგენს. შესაბამისად, თუ ფეხშიშველი სიარული შეიძლება, არც ცივზე დაჯდომა არის პრობლემა? ცალსახად გვინდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, რომ ცივზე დაჯდომა არ შეიძლება, და რომ ფეხის ტერფსა და საჯდომს შორის დიდი სხვაობაა.
ტერფი ფიზიოლოგიურად არის მოწყობილი ისე, რომ არ გასცემს სითბო. ბავშვის საჯდომი ცოტა სხვანაირად არის მოწყობილი. საჯდომზე კანი ბევრად ნაზი და თხელია, არა ისეთი, როგორც ტერფზე. მიუხედავად ამისა, ცივთან ხანმოკლე კონტაქტით არაფერი მოხდება, უბრალოდ თავს იჩენს ჯერ კანის სისხლძარღვთა, ხოლო მოგვიანებით კუნთის სისხლძარღვთა სპაზმი. სისხლძარღვთა სპაზმის დროს ბავშვი დისკომფორტს გრძნობს და ცდილობს, თავი აარიდოს ცივ ადგილს, ან ადგება, ან გადაბრუნდება, ან გაცოცდება. ჯანმრთელი ბავშვი, რომელიც ნორმალურად ვითარდება და შესწევს მოძრაობის უნარი, არავითარ შემთხვევაში არ გაჩერდება ცივზე, ის ან თავად ადგება ან დახმარებას ითხოვს.
თუ ვერ მოხერხდა ბავშვის გადაციებისგან დაცვა თუნდაც იმის გამო, რომ მას ძალიან თხელი სამოსი აცვია და ცივთან კონტაქტიც ხანგრძლივია, დაახლოებით 20 წუთი და მეტი, მაშინ ბავშვს სასწრაფოდ უნდა ჩაუტარდეს კუნთების მასაჟი. ისიც კარგად დაიმახსოვრეთ, რომ ერთჯერადი საფენი ძალიან კარგი საშუალებაა სითბოს შესანარჩუნებლად.
არ გირჩევთ სპეციალურად ცივ ადგილზე დაჯდომას, არც სპეციალურად თავის არიდებას, არც თბილი ადგილების ძიებას. გირჩევთ აკონტროლოთ ის ადგილი, სადაც ბავშვმა უნდა ითამაშოს, აკონტროლოთ, როგორ არის ჩაცმული ბავშვი და ბოლოს დაიმახსოვრეთ ერთი ოქროს წესი - ზედმეტი არაფერი ვარგა, არც სითბო და არც სიცივე. არც ზედმეტი სიფრთხილე. მიჰყევით ბუნებრივ პირობებს და აკონტროლეთ ყველაფერი ის, რაც მშობლისთვის პროიორიტეტული უნდა იყოს.
ევგენი კომაროვსკი „365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს“