ალბათ, წინა თაობის წარმომადგენლებისგან ხშირად გვსმენია მსგავსი ფრაზები:
შეხება არის ის გრძნობა, რომლითაც ახალშობილი ვითარდება, ამყარებს კავშირს გარესამყაროსთან, სწავლობს გარემოს და მნიშვნელოვან კავშირს ამყარებს მშობელთან. ტაქტილური რეცეპტორების გამოყენება ყველაზე მეტად და ხშირად ხელისგულების საშუალებით ხდება. როდესაც ხელთათმანს ვაცმევთ ახალშობილს, ჩვენ ვაფერხებთ მის განვითარების პროცესს და ხელს ვუშლით ბავშვს აქტიურად შეიმეცნოს სამყარო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ჩვილის ტემპერატურა ზრდასრულის ტემპერატურაზე მაღალია, ამიტომ არსებობს გადახურების დიდი რისკი, რაც სიცოცხლისთვის ძალიან სახიფათოა. სახის დაკაწვრის თავიდან ასაცილებლად შეგვიძლია პირველივე დღეს სპეციალური მაკრატლის საშუალებით დავაჭრათ ჩვილებს ფრჩხილები
ფსიქოლოგი: მარიამ ფაცურია
ასევე დაგაინტერესებთ: