რძის თეთრი წერტილი - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა

24-11-2021

რატომ ჩნდება თეთრი წერტილი?

რძის ბუშტი არის თეთრი წერილი, რომელიც ძუძუს თავზე ან არეოლაზე ჩნდება. მისი გაჩენის მიზეზი სარძევე სადინრის ზედაპირზე კანის გაზრდაა, რომელიც საცობს ქმნის და ხელს უშლის რძის გამოსვლას. მის თეთრ შეფერილობას ამ საცობზე მოწოლილი რძე განაპირობებს. ის ასევე შეიძლება სარძევე სადინრის ბოლო ნაწილის შესქელებული რძით ბლოკირებამ გამოიწვიოს. რძის ბუშტი არ არის იგივე, რაც ხახუნის შედეგად გაჩენილი ბებერა, რომელიც არასწორი მოჭიდებით, ცუდად მორგებული ძუძუს ფარით ან გამოსაწველი აპარატით შეიძლება წარმოიქმნას. უმეტეს შემთხვევაში, რძის ბუშტი ტკივილს არ იწვევს და რამდენიმე კვირაში ქრება მკურნალობის გარეშე. 

თეთრი წერილი, ლაქტაცია, ძუძუთი კვება,

როგორ უნდა მოიქცეთ თუ ტკივილი გაწუხებთ:

•    დაიდეთ თბილი კომპრესი და შემდეგ შესთავაზეთ ბავშვს ძუძუთი კვება - წოვამ შეიძლება ბუშტის ზედაპირი დაარღვიოს.
•    ჩაალბეთ ძუძუ თბილ წყალში.
•    ბიუსტჰალტერის შიგნით, არეოლაზე მოითავსეთ ზეითუნის ზეთით გაჟღენთილი ბამბა, რაც დაარბილებს ბუშტს. მოისვით ბამბა არეოლაზე, რის შედეგადაც შეიძლება ბუშტი მოძვრეს.
•    მოახდინეთ ძუძუს თავზე ზეწოლა. ზოგჯერ შესქელებული რძის გამოწველა ხერხდება.

თუ ზევით მოხსენიებული ხერხები არ იმუშავებს, მიმართეთ ექიმს, არ გახსნათ ბუშტი დამოუკიდებლად - ამან შეიძლება ინფექციის შეჭრა გამოიწვიოს. თუ ბუშტი გაიხსენება, მოიბანეთ ის ნელთბილი წყლით და საპნით დღეში ერთხელ მაინც.

წყარო: llli.org 

 

ასევე დაგაინტერესებთ: