ძუძუსთავების ნახეთქები: გამომწვევი მიზეზები და მკურნალობა

19-04-2022

რატომ ზიანდება ძუძუსთავი კვების დროს?

დედების დაახლოებით 38%-ს ძუძუთი კვების დროს ძუძუსთავებზე მტკივნეული ნახეთქები უჩნდება, რაც ძუძუთი კვებას ართულებს და არაკომფორტულს ხდის.
რატომ ჩნდება ძუძუსთავებზე ნახეთქები?

ძუძუთი კვების დროს ძუძუს თავების დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს შემდეგმა მიზეზებმა:
•    ძუძუზე ბავშვის არასწორმა მოჭიდებამ;

•    ძუძუთი კვების არასწორმა პოზიციამ, ენის ლაგამმა;
•    ძუძუთი კვებისას არასწორი ტექნიკის გამოყენებამ;
•    რძის გამოსაწველი აპარატის გამოყენებამ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მისი თავი ზედმეტად მცირე ზომისაა.

ძუძუთი კვება, ძუძუსთავის ნახეთქები, დაზიანებული ძუძუს თავები, მალამინო, ძუძუთი კვება, სწორი მოჭიდება, უმტკივნეულო ლაქტაცია,

როდესაც ბავშვი ძუძუთი კვებას ეჩვევა, მას შეიძლება გარკვეული დრო და ძალისხმევა დასჭირდეს ძუძუზე სწორი მოჭიდების სასწავლად. ძუძუსთავებზე მექანიკური ზემოქმედება, ხახუნი მათ გაღიზიანებას და სენსიბილიზაციას იწვევს. ძუძუსთავის სიმშრალემ  შეიძლება კანის ნახეთქების წარმოქმნა და ზოგჯერ სისხლდენაც კი გამოიწვიოს.
ძუძუთი კვების დაწყებამდე ბავშვის ბოთლით კვება შეიძლება პრობლემის ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი გახდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ ბავშვი ბოთლით კვებისას წოვის სხვა ტექნიკას ეჩვევა, რაც ძუძუთი კვებაზე გადასვლისას პრობლემებს ქმნის. 

ამიტომ, თუ ბავშვს სიცოცხლის პირველ დღეებში ან კვირებში დამატებითი რძე ესაჭიროება, ლაქტაციის კონსულტანტები დედებს ურჩევენ, ბავშვებს რძე კოვზით, ჭიქით ან შპრიცით მისცენ და არა ბოთლით. კოვზის, ჭიქის ან შპრიცის გამოყენება ნაკლებად მოახდენს გავლენას ბავშვის მიერ ძუძუზე მოჭიდების დასწავლაზე.

როგორ ხდება მკურნალობა?

ძუძუსთავის ნახეთქების მკურნალობისთვის გამოიყენება შემდეგი მეთოდები:
•    ძუძუთი კვების შემდეგ ძუძუს თავებზე წაისვით დამარბილებელი კრემები, როგორიცაა ლანოლინის შემცველი კრემები ან ქოქოსის ზეთი. ზოგიერთი ქალი დედის რძესაც კი იყენებს, რაც ხელს უწყობს ნახეთქების შეხორცებას და აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. 
•    მოერიდეთ ზედმეტად მჭიდრო ბიუსტჰალტერების ტარებას, რადგან მან შეიძლება გაზარდოს მექანიკური ზემოქმედება ძუძუსთავებზე.
•    მოერიდეთ უხეში საპნების, დეზოდორანტების და სხვა ნივთიერებების გამოყენებას, რომლებმაც შეიძლება გამოაშროს ძუძუსთავები.
•    საქართველოში, ჯერ კიდევ ათწლეულების წინ ძალიან აქტიურად გამოიყენებოდა კაკლისა და თაფლის სანთლის კომბინაცია, რომელიც ეხმარება ბავშვს სწორ მოჭიდებაში, სწრაფად და სწორად ათვისებაში, არბილებს თავებს და შესაბამისად ნაკლებია მათი დახეთქვის რისკი. ძალიან პოპულარულია სტარტაპი „მალამინო“, რომელიც უკვე 10 წელია ეხმარება დედებს უმტკივნეულო ლაქტაციაში. 

მალამინო, ძუძუთი კვება, სწორი მოჭიდება, უმტკივნეულო ლაქტაცია,

ლაქტაციის კონსულტანტს შეუძლია დაგეხმაროთ ძუძუთი კვებასთან დაკავშირებული პრობლემების გამოვლენაში და იპოვოს მათი გამოსწორების გზები. ამან შეიძლება შეამციროს ძუძუსთავების ტრავმატიზება და ძუძუთი კვების პროცესი უფრო კომფორტული გახადოს. 
მაგალითად, ლაქტაციის კონსულტანტს შეუძლია შეაფასოს:
•    ბავშვის ძუძუზე მოჭიდება
•    ბავშვის პოზიცია ძუძუთი კვებისას
•    დედის პოზიცია ძუძუთი კვებისას
•    ძუძუსთავის მდგომარეობა ძუძუთი კვების შემდეგ

ლაქტაციის კონსულტანტმა შეიძლება მოგცეთ შემდეგი რჩევები:

•    დაჯექით სავარძელში ან საწოლზე, გადაიხარეთ ოდნავ უკან, გამოიყენეთ იმდენი ბალიში, რამდენიც გჭირდებათ, რათა თავი კომფორტულად იგრძნოთ.
•    დაიჭირეთ ბავშვი ისე, რომ მისი სხეულის წინა ნაწილი, მუცელი, დედის მუცელს ეხებოდეს. ბავშვს არ უნდა უწევდეს თავის გვერდზე მობრუნება იმისთვის, რომ მკერდს მისწვდეს.
•    ძუძუზე მოჭიდებამდე შეამოწმეთ, რომ ბავშვის ცხვირი მოთავსებული იყოს ძუძუსთავის გასწვრივ.
•    ნაზად ამოძრავეთ ძუძუს თავი ბავშვის პირზე წინ და უკან. ეს წაახალისებს მას, რომ პირი გააღოს. ცოტაოდენი რძის ან კოლოსტრუმის გამოწურვა ასევე დაგეხმარებათ ბავშვის ყურადღების მიქცევაში. 

მალამინო, ძუძუთი კვება, სწორი მოჭიდება, უმტკივნეულო ლაქტაცია,
•    ბავშვის პირის ღრუში უნდა მოთავსდეს მთლიანი არეოლა და არა მხოლოდ ძუძუს თავი, მისი ნიკაპი კი უნდა იყოს მიბჯენილი მკერდზე. 
•    თუ ბავშვის მოჭიდება მტკივნეულია, შეეხეთ თითით მის პირის კუთხეს და გადაატარეთ თითები ტუჩებზე მანამ, სანამ პირს არ გააღებს. 
თუ ეს მიდგომა არ გაამართლებს, შეგიძლიათ სცადოთ ძუძუთი კვების სხვა პოზიციები, როგორებიცაა "ფეხბურთის ბურთის" ან აკვნის პოზიცია. 
„ფეხბურთის ბურთის” პოზიციაში დედას ბავშვი უჭირავს სხეულის იმავე მხარეს, რომელი ძუძუთიც კვებავს მას. ლაქტაციის კონსულტანტები ხშირად რეკომენდაციას უწევენ ამ პოზიციას საკეისრო კვეთის შემდეგ, რადგან ბავშვის სხეული არ ეხება ქირურგიულ ჭრილობას. 
აკვნის პოზიცია გულისხმობს ბავშვის დედის სხეულის გასწვრივ მოთავსებას. ძუძუთი კვების ბალიში, ან ჩვეულებრივი ბალიში მოთავსებულია ბავშვის ქვეშ, რათა ის ადვილად მისწვდეს ძუძუს. ბავშვს ძუძუზე მისაწვდომად თავის გვერდზე მობრუნება არ უნდა სჭირდებოდეს.

მალამინო, ძუძუთი კვება, სწორი მოჭიდება, უმტკივნეულო ლაქტაცია,

ძუძუსთავის ნახეთქების პრევენცია

ძუძუთი კვების დასაწყისშივე შეგიძლიათ მიიღოთ ზომები, რათა თავი დაიცვათ ძუძუსთავის ნახეთქების წარმოქმნისგან:

  • დარწმუნდით, რომ ბავშვის ძუძუზე მოჭიდება ადექვატურია. ძუძუსთავი მთლიანად უნდა იყოს მოთავსებული ბავშვის პირის ღრუში და მასთან ერთად არეოლას უმეტესი ნაწილიც. რაც შეიძლება მალე უნდა ესაუბროთ ლაქტაციის კონსულტანტს, თუ დარწმუნებული არ ხართ, რომ ბავშვი სწორად ეჭიდება ძუძუს. 
  • კვებამდე ხელით გამოწურეთ მცირე რაოდენობით დედის რძე, რათა მკერდი არ იყოს გაჯირჯვებული (ზედმეტად სავსე და მყარი). მკერდის გადავსებამ შეიძლება გაართულოს ბავშვის ძუძუზე მოჭიდება.
  • დაიბანეთ მკერდი მხოლოდ თბილი წყლით და მოერიდეთ მყარი საპნის გამოყენებას სიმშრალის თავიდან ასაცილებლად. 
  • გამოიყენეთ ბუნებრივი მასალისგან დამზადებული მკერდის საფენები, რათა  შეამციროთ ხახუნი ძუძუსთავებზე. 
  • ყოველთვის მიეცით ბავშვს საშუალება, ბუნებრივად მოშორდეს ძუძუს კვების დასრულების შემდეგ.

ძუძუთი კვება ძუძუსთავზე ნახეთქების წარმოქმნის შემდეგ 

დახეთქილი ძუძუსთავების ტკივილი ყველაზე ხშირად ხდება ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზი. თუმცა, ძუძუსთავების ტრავმატიზების შემდეგაც არის შესაძლებელი ძუძუთი კვების გაგრძელება.
ამისათვის:
•    განაგრძეთ ძუძუთი კვების პოზიციების შეცვლა. ამან შეიძლება შეამციროს ძუძუსთავებზე ზეწოლა და დაგეხმაროთ იმ პოზიციის პოვნაში, რომელიც საუკეთესოა თქვენთვის და ბავშვისთვის.
•    დაიწყეთ ძუძუთი კვება იმ მხარეზე, რომელიც ნაკლებად მტკივნეულია, სანამ რძე არ შემცირდება. შემდეგ გადადით მეორე მხარეს. 
•    ძუძუთი კვების შემდეგ წაისვით დედის რძე ან ლანოლინი ძუძუსთავებზე და გააშრეთ ისინი ჰაერში.
•    ლაქტაციის კონსულტანტმა შეიძლება გირჩიოთ სილიკონის ძუძუს ფარის გამოყენება გარკვეული ხნით, რათა ძუძუს ნახეთქები შეხორცდეს ძუძუთი კვების შეფერხების გარეშე.
•    ბუნებრივი საშუალებებიდან კი შეგიძლიათ გამოიყენოთ „მალამინოს“ კაკლები. როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, შედეგი შესმჩნევია გამოყენების მეორე დღიდანვე. 

ასევე დაგაინტერესებთ: