ბოთლი, რომელსაც იყენებთ, ეცადეთ იყოს ძუძუს ფორმასთან მიახლოვებული.
ბავშვს შესთავაზეთ ძუძუ მას შემდეგ რაც ბოთლიდან გარკვეული რაოდენობის რძეს შეჭამს, არ შესთავაზოთ ძუძუდან ჭამა როდესაც ძალიან შია. როდესაც ბოთლიდან კვებას დაიწყებთ აჭამეთ იმაზე ნაკლები, ვიდე ჩვეულებრივ ჭამს ხოლმე, შემდეგ კი შესთავაზეთ ძუძუ.
ძუძთი კვების პოზიცების ცვლის დროს ნახავთ რომელი პოზიცია მოსწონს თქვენს პატარას ყველაზე მეტად.
აუცილებელია კანი-კანთან კონტაქტი, ამ დროს იღვიძებს ბუნებრივი ინსტინქტი და ბავშვი იწყებს ძუძუს ძებნას. მნიშვნელოვანია რომ ამ დროს ბავშვმა თავი კომფორტულად იგრძნოს. კანი-კანთან კონტაქტის შესახებ შეგიძლიათ წაიკითხოთ სტატია.
ძუძუზე მიჩვევის პროცესს გაგიადვილებთ სლინგის გამოყენება. ამ საკითხზეც შეგიძლიათ წაიკითხოთ la leche league -ს რეკომენდაცია.
ყველა კვებაზე შეამცირეთ ბოთლით მიცემული რძის რაოდენობა 10-15 გრამით და კვების დასასრულებლად გადაიყვანეთ ძუძუზე.
ბოთლიდან ძუძუზე გადაყვანა ხანგრძლივი პროცესია და ეს ერთ დღეში ვერ მოხერხდება, თუმცა თუ ზემოთ ჩამოთვლილ რჩევებს გაითვალისწინებთ, არ ინერვიულებთ და მოთმინებით აღიჭურვებით, აუცილებლად მიაღწევთ შედეგს.