ძუძუთი არასწორი კვების შემთხვევაში შესაძლოა პრობლემები გაგიჩნდეთ, რომელთა უმეტესობა, იმდენად ადვილი მოსაგვარებელია, რომ გაგიკვირდებათ კიდეც. გაეცანით შესაძლო პრობლემებს და ჩვენს რჩევებს:
სარძევე ჯირკვლის გამკვრივება
თქვენ შეიგრძნობთ ჩხვლეტასა და ტკივილს მკერდის არეში,
ძუძუ გამაგრებული და გადავსებულია, კანი და დვრილის ირგვლივი რგოლიც გადაჭიმულია;
გამომწვევი მიზეზებია:
ძუძუთი იშვიათი კვება, ძუძუს არასრული დაცლა, არასწორი მოჭიდება.
როგორ უნდა მოიქცეთ?
• ხშირად აწოვეთ ძუძუ პატარას;
• კვების შემდეგ რძე გამოიწველეთ;
• დაიდეთ თბილი საფენი მკერდზე კვების წინ, ცივი საფენი კი კვების შემდეგ;
• ძუძუსთან მოჭიდების სწორი პოზიცია დაიკავეთ;
• თუ ძუძუ გადავსებულია და გამკვრივებული, გამოიწველეთ მცირე რაოდენობის რძე კვების წინ, რათა ბავშვი ადვილად მოეჭიდოს ძუძუს.
დვრილების დაზიანება და დახეთქვა
ამ შემთხვევაში თქვენ შეიგრძნობთ ტკივილს, განსაკუთრებით ბავშვის ძუძუზე მოჭიდების დროს.
გამომწვევი მიზეზებია:
არასწორი მოჭიდება და პოზიცია; დვრილების მოსაბანად საპნისა და ანტისეპტიკური საშუალებების გამოყენება, მჭიდრო
თეთრეულის ტარება.
როგორ უნდა მოიქცეთ?
მასტიტი
ამ დროს გრძნობთ ჩხვლეტასა და ტკივილს მკერდის არეში; ძუძუს უბანი გამკვრივებული, შეწითლებული, შეშუპებული და ცხელია; შესაძლოა შეგამცივნოთ და სიცხემაც აგიწიოთ.
გამომწვევი მიზეზებია:
ძუძუს არასრული დაცლა; ძუძუთი იშვიათი კვება; არასწორი მოჭიდება და პოზიცია; დახეთქილი დვრილიდან ინფექციის შეჭრა
გააგრძელეთ ძუძუთი კვება (მასტიტი ძუძუს ქსოვილის ანთებაა და არა რძის);
როგორ უნდა მოიქცეთ?
• გაზარდეთ კვების სიხშირე;
• გამოასწორეთ ძუძუსთან მოჭიდება. კვებეთ ბავშვი სხვადასხვა პოზიციაში, რათა ადვილად გაიხსნას ყველა სადინარი;
• ხშირად გამოიწველეთ რძე;
• დაიდეთ თბილი საფენი შეწითლებულ ადგილას,ყოველი კვების წინ;
• ხშირად დაისვენეთ;.
• მაღალი ტემპერატურით, შემცივნების და ძლიერი ტკივილის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს.
არასწორი მკურნალობის შემთხვევაში მასტიტი ადვილად რთულდება აბსცესით (გამკვრივებული უბნის დაჩირქება), ასეთ შემთხვევაში, დროებით შეწყვიტეთ კვება დაზიანებული ძუძუდან, რძე დღეში ექვსჯერ მაინც გამოიწველეთ და გადაღვარეთ. დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რომელიც ქირურგიულად დაამუშავებს დაჩირქებულ უბანს და დაგინიშნავთ მკურნალობას ანტიბიოტიკებითა და ანთების საწინააღმდეგო საშუალებებით.
ბრტყელი და ჩაბრუნებული დვრილები
ზოგიერთ ქალს ბრტყელი ან ჩაბრუნებული დვრილი აქვს. უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვი ეჭიდება არა დვრილს, არამედ არეოლას და თუ დვრილი წევადია, ანუ თითებით შეხებისას იგი წინ იწევა, ძუძუთი კვება ადვილი განსახორციელებელია. კვებეთ ბავშვი სწორ პოზიციაში, კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს.
მედიკამენტები და ძუძუთი კვება
წამლების დიდი ნაწილი ადვილად გადადის რძეში, ამიტომ, არ მიიღოთ არც ერთი წამალი, ექიმის რჩევის გარეშე.
დედის დაავადებები და ძუძუთი კვება
უნდა იცოდეთ, რომ დაავადებებათა დიდი ნაწილი არ წარმოადგენს ძუძუთი კვების შეწყვეტის მიზეზს. ნებისმიერი დაავადებისას მიმართეთ ექიმს კონსულტაციისთვის.
წყარო: Unicef „ძუძუთი კვების სასწაული„