ბავშვის გადახურება - რა იწვევს მას?

07-11-2022

საშიშია თუ არა ბავშვის გადახურება?

ბავშვის გადახურება მრავალ რისკთან და უსიამოვნებასთან არის დაკავშირებული. მას შესაძლოა, მოჰყვეს ძილის სირთულეები, ნასიცხები კანზე და სხვა სიცოცხლისთვი საშიში საფრთხეები.  
გადახურება,

რა იწვევს გადახურებას? 

ჩვილის სხეულს არ შეუძლია თერმორეგულირება - ჩვილის სხეულის ტემპერატურა მოზრდილი ადამიანისაზე გაცილებით სწრაფად იცვლება. ეს განპირობებულია იმით, რომ ჩვილები მოზრდილებზე ნაკლებს ოფლიანობენ, რაც ამცირებს სხეულის გაგრილებისა და თერმორეგულირების უნარს. ამ ფაქტორთან დაკავშირებულია მრავალი დისკომფორტი, რომელსაც ჩვილი განიცდის გადახურებისას, მაგალითად, იმის გამო, რომ ჩვილს ჯერ კიდევ არ აქვს კარგად განვითარებული საოფლე ჯირკვლები, მათ ასეთ დროს მარტივად უვითარდებათ ნასიცხები და მაღალი ტემპერატურა. 

ჩვილის ნორმალური ტემპერატურა

ჩვილებში ნორმალურ ტემპერატურად, რომელიც დღის განმავლობაში უმნიშვნელოდ იცვლება, ითვლება 36.4 გრადუსი, ხოლო გადახურების დროს ტემპერატურა დაახლოებით 38 გრადუსამდე იწევს. 
 

გადახურებისთვის დამახასიათებელი ნიშნები

საბედნიეროდ, არსებობს მარტივი გზა იმის დასადგენად, რომ თქვენს ჩვილს ძალიან სცხელა - შეეხეთ მას ყურებსა და კისერზე. თუ ყურები წითელი და ცხელია, ხოლო კისერი - ოფლიანი, თქვენს შვილს ძალიან სცხელა. თუ ასეა,  ჩააცვით უფრო თხლად და გააგრილეთ ოთახი. 
უფრო ვრცლად კი, გადახურების ნიშნებია: 
•    კანის სიმხურვალე
•    სიწითლე
•    გახშირებული გულისცემა
•    სიცხე ოფლიანობის გარეშე
•    ძილიანობა და შენელებული რეაქცია
•    გულისრევა
•    სისუსტე და გაფანტულობა

გადახურება ბავშვებში, გადახურება,

ბავშვის ოთახის იდეალური ტემპერატურა 

წელიწადის დროისა და ამინდის მიუხედავად, ბავშვის ოთახში უნდა იყოს 20-დან 22,2 გრადუსამდე ტემპერატურა. ოთახის ტემპერატურა შეგიძლიათ, გაზომოთ სპეციალური თერმომეტრით, ხოლო ტემპერატურის რეგულირების საუკეთესო გზა თერმოსტატის დაყენებაა. 

როგორ ავიცილოთ თავიდან გადახურება ძილის დროს

მოერიდეთ ბავშვის ზედმეტად თბილად ჩაცმას, ნუ დაახურავთ ქუდებს და ნუ დააფარებთ სქელ გადასაფარებლებს. 

რამდენიმე რჩევა თქვენი პატარას ძილის წინ ჩაცმის შესახებ:

არ გამოიყენოთ ქუდები
გარდა ზემოაღნიშნულისა, ქუდი შესაძლოა, თქვენს პატარას შემთხვევით სახეზე გადაუცურდეს და სუნთქვის გაძნელება გამოიწვიოს

დააფარეთ თხელი გადასაფარებელი
ზაფხულში უმჯობესია, ბავშვმა დაიძინოს ე.წ. თხელ ბოდესა და თხელ გადასაფარებელში. ამასთანავე, უმჯობესია გადასაფარებელი დამზადებული იყოს ნატურალური ბამბისგან და აღჭურვილი იყოს გასანიავებელი ბადეებით, ხოლო უფრო ცივ ამინდში სასურველია, დააძინოთ გრძელმკლავიან ბოდესა და წინდიან პიჟამაში. ნუ გამოიყენებთ დენის სათბურებსა და დენის საბნებს. გარდა გადახურებისა, ასე ბავშვს ელექტრომაგნიტურ რადიაციასაც აარიდებთ. ბავშვის საწოლი დადგით ოთახის გამათბობლის, რადიატორისა და ბუხრისგან შორს.
გადახურება,

როგორ ავიცილოთ თავიდან გადახურება ზამთარში

თბილად ჩაცმა გარეთ სასეირნოდ და სახლში მოსვლისას ოთახის ცხელი ტემპერატურა, საშიში კომბინაციაა, რამეთუ ის ზრდის ჩვილის გადახურების რისკს. ჩვენ უკვე ვახსენეთ, რომ ჩვილებს უჭირთ სხეულის თერმორეგულაცია.  ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ  მათ ორგანიზმში ჯერ არ არის საამისოდ საკმარისი ცხიმოვანი ქსოვილი.  გარდა ამისა, ჩვილებს ჯერ არ აქვთ განვითარებული კანკალის რეფლექსი, რომელიც დაეხმარებოდათ სიცივეში სხეულის სითბოს შენარჩუნებაში. 

ზამთარში ბავშვის გადახურების თავიდან ასაცილებლად:

ბავშვს ჩააცვით ფენებად
ჩააცვით ჩქვენს პატარას ერთი ფენით მეტი. თუ პატარა გადახურდება, უბრალოდ გახადეთ ტანსაცმლის ერთი ფენა. გარეთ გასასვლელად ჩააცვით გრძელმკლავიანი ბოდე, შარვალი, წინდები და ქურთუკი, დაახურეთ საბანი. თუ პატარას დასცხება, ერთი ფენის გამოკლებით შეძლებთ მის გაგრილებას.

ე.წ. კენგურუთი ტარებისას ბავშვს არ სჭირდება ნაქსოვი ტანსაცმელი ქურთუკის ქვეშ, რადგან თქვენი სხეულის სითბოც საკმარისად ათბობს. 

მანქანაში აჯობებს, ქურთუკის ჩაცმის ნაცვლად საბანი,პლედი დააფაროთ
ქურთუკები, თოვლის კომბინეზონები და სხვა მსგავსი სამოსი მანქანის გახურებისთანავე აღარ არის საჭირო, ამის ნაცვლად, ბავშვს დააფარეთ საბანი. ასე არა მხოლოდ გადახურებას, არამედ ავტოავარიის შემთხვევაში, ბავშვისთვის დამატებით საფრთხესაც აირიდებთ თავიდან.
 

გადახურება,

როგორ ავირიდოთ თავიდან გადახურება ზაფხულში

გასაკვირი არაა, რომ ტემპერატურის ზრდასთან ერთად იწევს გადახურების რისკიც. გთავაზობთ რამდენიმე მარტივ გზას, წელიწადის ცხელ დროს გადახურების თავიდან ასარიდებლად: 

არ გახვიდეთ სახლიდან პიკის საათებში
მოგეხსენებათ, დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი ტემპერატურა დილის 10 საათიდან შუადღის 2 საათამდე გრძელდება. შეეცადეთ, რაც შეიძლება იშვიათად გახვიდეთ სახლიდან ამ საათებში, ან თუ მოგიწევთ, თქვენი პატარა, უმეტესად, ჩრდილში ამყოფოთ. დაარეგულირეთ სახლის ტემპერატურა ჰაერის გამაგრილებლით, ე.წ. კონდიციონერით
მოერიდეთ მზისგან დაცვის მიზნით საბავშვო ეტლის ქსოვილით გადაფარვას. მიუხედავად იმისა, რომ ასე ბავშვის მზისგან დაცვას ნამდვილად უზრუნველყოფთ, ქსოვილის ქვეშ ჰაერი დაიხუთება, რაც გადახურების გარდა ბავშვის სუნთქვის გაძნელებასაც გამოიწვევს. 

არ დაუშვათ დეჰიდრატაცია
როგორ მოვუაროთ ბავშვს გადახურების დროს:
•    ასვით სითხე
•    გყავდეთ რაც შეიძლება გრილ ოთახში
•    ჩააცვით თხლად
•    დაადეთ გრილი კომპრესი
•    თუ მდგომარეობა არ გაუმჯობესდება, დაუკავშირდით პედიატრს
 
ნასიცხები 
ნასიცხი - გაღიზიანებულ კანზე დარჩენილი ოფლით გამოწვეული წითელი წერტილოვანი გამონაყარი, როგორც წესი, ბავშვის კისერზე, იღლიის მიდამოში,ზურგზე და ფეხებზე ჩნდება. თუ ბავშვს მსგავს გამონაყარს შეატყობთ, დაუკავშირდით პედიატრს. სავარაუდოდ, ბავშვის კანის ტალკით დამუშავებას გირჩევენ, ისევე, როგორც გრილ კომპრესსა და აბაზანას. 

დაბოლოს, ყურადღებით იყავით სიმპტომებზე დაკვირვებისას. გახსოვდეთ, რომ გადახურების ცხელებისგან განსასხვავებლად უნდა დააკვირდეთ ისეთ სიმპტომებს, როგორიცაა უძილობა, უმადობა, თამაშისადმი ნაკლები ინტერესი და ლეთარგიულობა, რომელიც ცხელებას უფრო ახასიათებს. 
 
წყარო: happiestbaby

ასევე დაგაინტერესებთ: