კონტროლის ილუზია - საჭიროა თუ არა ბავშვის მუდმივი კონტროლი

28-05-2023

მშობლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ მუდმივი კონტროლი ბავშვის უსაფრთხოების გარანტიაა. მშობლისა და შვილის ურთიერთობის ასეთი სტრატეგია სათავეს ჩვილობის პერიოდიდან იღებს, როდესაც ჩვილი მთლიანად მშობლის მფარველობის ქვეშ არის მოქცეული, თუმცა, ხშირად ისე ხდება, რომ მსგავსი დამოკიდებულება მშობლის მხრიდან გრძელდება ზრდასრულ ასაკამდე. უსაფრთხოების გარანტიის სახელით მშობელი აგრძელებს შვილზე გამუდმებულ კონტროლს.

რას ნიშნავს ეს რეალურად?

როდესაც დედა მუდმივად დასდევს ბავშვს, რომ მან არ ჩაიდოს ხელი პირში, არ წაიქცეს და ა.შ. ასეთი საქციელი მშობლის მხრიდან პირდაპირ უშლის ხელს ბავშვის ზრდის, განვითარების და პიროვნებად ჩამოყალიბების პროცესს.  ასეთი მიდგომა ნამდვილად არ არის ბავშვის უსაფრთხოების გარანტია, შემთხვევისგან არასდროს არავინ არის დაზღვეული, ბავშვს კი უვითარდება შიშისა და შფოთვის შეგრძნება, რაც მისი ფსიქიკისთვის ნამდვილად არ არის კარგი. ამას აუცილებლად მოჰყვება კონფლიქტები, გაუგებრობები ოჯახში და ოჯახის ცხოვრების ხარისხი ქვემოთ იწევს, თინეიჯერობის ასაკიდან კი ასეთი ბავშვები ან ცდილობენ, საერთოდ გაექცნენ ამ მზრუნველობას და სრული თავისუფლება მოიპოვონ, ან იმდენად მორჩილები ხდებიან, რომ სხვებსაც ყველაფერს უჯერებენ, ეთანხმებიან და ემორჩილებიან.

კონტროლი,

არესბობს საპირისპირო მიდგომაც

არსებობს საპირისპირო მიდგომაც, როდესაც მშობელს საერთოდ თავის ნებაზე ჰყავს მიშვებული ბავშვი პრინციპით, რაც მოსახდენია მაინც მოხდება და თავს ზედმეტად არაფერზე იწუხებს, თუმცა ვერც ამ პოზიციას გავამართლებთ, რადგან მსგავსი დამოკიდებულება ბავშვს უპასუხისმგებლობის გრძნობას უვითარებს, ის ვერ გრძნობს ვერც პასუხისმგებლობას და ვერც ვალდებულებას ვერავის წინაშე და ეს, რა თქმა უნდა, არ არის მისაღები. დედამ აუცილებლად უნდა ასწავლოს ბავშვს ის აუცილებელი უნარ-ჩვევები, რაც შემდგომში მისი უსაფრთხოებისთვის იქნებ საჭირო. 

კონტროლი,
 

რომელია ოქროს შუალედი და როგორ უნდა მოიქცეს ამ დროს მშობელი?

აუცილებელია, რომ მშობლებმა, ბებია-ბაბუამ გადაინაწილონ მოვალეობები და პასუხისმგებლობები ბავშვის მიმართ,  მიაჩვიონ ბავშვი დამოუკიდებლად მოქმედებას და აუცილებლად აუხსნან პატარაობიდანვე რას რა შეიძლება მოჰყვეს.  მშობლის ზრუნვა გამოიხატება ბავშვისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაში და არა მუდმივ კონტროლში. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მშობელი მას ენდობა და ამის მერე თავადაც ბუნებრივად გაუჩნდება ნდობა და რიდი,  პასუხისმგებლობა მშობლის მიმართ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ოჯახში ჯანსაღი ურთიერთობების შესანარჩუნებლად.  მშობელმა აუცილებლად უნდა იზრუნოს იმაზე, რომ ასაკის შესაბამისად ბავშვი ინფორმირებული იყოს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და იმის შესახებაც, როგორ შეიძლება აიცილოს თავიდან ესა თუ ის საფრთხე  თუ საშიშროება. 

ასევე დაგაინტერესებთ: