„დედიკოს ბიჭი“ - გადამეტებული მზრუნველობის შედეგები

13-07-2022

გადამეტებული მზრუნველობა, რომელიც ბავშვს მომავალს უნგრევს

ე.წ. დედიკოს ბიჭის პრობლემა საქართველოში ყოველთვის იყო და ალბათ კიდევ კარგა ხანს იქნება. ამას გლობალურ პრობლემამდე მივაყავართ. ეს ეხება როგორც თავად პიროვნებას, ისე მის ოჯახს. 

ფსიქოლოგები ამ მოვლენის საკვანძო  პრობლემებზე საუბრობენ. როდის არის აუცილებელი დედასა და შვილს შორის კავშირის წყვეტა, რა ელოდება სამომავლოდ ადამიანს, რომელიც მთელი ცხოვრება მშობელზეა დამოკიდებული და როგორ უნდა მოვიქცეთ. 

დედიკოს ბიჭი - ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება დედაზე არის დამოკიდებული. როგორც წესი, ასეთი მამაკაცები მთელი ცხოვრება დედის  ჭკუაზე დადიან და მათთვის ქალის სილამაზის თუ ზოგადად იდეალური ქალის ეტალონი დედაა. დედიკოს ბიჭის გულში სხვა ქალების ადგილი არ არის.  

მიჯაჭვულობა, რომელიც მთელი ცხოვრება გრძელდება

ფსიქოლოგების დასკვნა ასეთია: თუ ბავშვი მიჯჭვულია დედას და ეს მიჯაჭვულობა არ მთავრდება, გრძელდება მთელი ცხოვრება, მაშინ ამ ბავშვის მომავალი ისტერიკებითა და გაუგებრობებით იქნება აღსავსე. ნებისმიერი ქალი, და რა თქმა უნდა, ცოლი, აუცილებლად ჩათვლის, რომ ამ მამაკაცს საკუთარი აზრი არ გააჩნია და  სხვა ადამიანის რჩევის გარეშე უბრალოდ ვერაფერს გააკეთებს. 

ოჯახური თანაცხოვრების დრო ასეთი მამაკაცები ძალიან მგრძნობიარეები არიან ცოლის კრიტიკის მიმართ. თუ დედა მთელი ცხვორება ეფერებოდა და აქებდა საყვარელ შვილს, თვალს ხუჭავდა მის მინუსებზე და პრობლემებზე, ცოლმა შესაძლოა თვალი აუხილოს და ყველაფერი აშკარად დაანახოს. ამან ადამიანი შეიძლება ძალიან დათრგუნოს. 
დედიკოს ბიჭები დიდობაში მამაკაცისთვის შეუფერებლად იქცევიან ხოლმე. პრობლემა მამაკაცური ყურადღების  ნაკლებობა და დედის ზედმეტად სიყვარულია.  ასეთ მამაკაცებს უბრალოდ არ ესმით, რას ნიშნავს ნამდვილი კაცი და როგორ უნდა იქცეოდეს იგი ზოგადად და ცოლთან მიმართებაში. 

ასეთი ქმარი ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების  დროს რჩევისთვის მივა დედასთან და არა ცოლთან. ასეთი ქმრები ყოველთვის დედის მომზადებულ კერძებს აქებენ, აღნიშნავენ, რომ დედა უკეთესად აკეთებს ყველაფერს და ა.შ. დედას თუ არ მოსწონს სარძლო, ეს აუცილებლად აისახება წყვილის ურთიერთობაზე.  აქედან გამომდინარე, დედიკოს ბიჭები, როგორც წესი, მარტო რჩებიან, ხოლო დედის გარდაცვალების შემდეგ საკუთარ თავს კარგავენ. 

ეს მოკლემატრაჟიანი ანიმაცია ამ საკითზე კიდევ უფრო მეტად დაგაფიქრებთ

 

ასე რომ, დედას ზედმეტად მიჯაჭვული ადამიანები, როგორც წესი, საბოლოოდ რჩებიან პირადი ცხოვრების, სამსახურისა და კარიერის გარეშე. დედა ადამიანს რომ უნდა უყვარდეს, ამას მტკიცებ და ბევრი განხილვა არ სჭირდებს, მაგრამ არსებობს ეტაპი, როდესაც ადამიანმა უნდა შეწყვიტოს დამოკიდებულება მშობელზე და დაიწყოს საკუთარი პირადი ცხოვრება. ეცადეთ, შვილს ნელ-ნელა მისცეთ დამოუკიდებლობა, ნელ-ნელა გაუშვათ ხელი და აცადოთ, იცხოვროს საკუთარი ცხოვრებით, მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილებები, აცადეთ, იყოს საკუთარი თავი და არა მხოლოდ თქვენი შვილი.