ასე არ გამოხატოთ თქვენი სიყვარული - შეცდომები აღზრდის დროს
ძალიან ხშირად დედები დიდი სიყვარულით ბავშვებთან მიმართებაში დიდ შეცდომებსაც უშვებენ, თუმცა მათი აღმოფხვრა შესაძლებელია, თუ ამას შევნიშნავთ და ვეცდებით გამოსწორებას. და მაინც, მოდით ვნახოთ, რისი გაკეთება არ ღირს ჩვენი შვილების გამო, თუნდაც დიდი სიყვარულით.
რა თქმა უნდა, ტკბილის საერთოდ შეზღუდვა ბავშვებისთვის ჯერ არავის მოუხერხებია, თუმცა სწორი ურთიერთობის დამყარება შესაძლებელია. ტკბილი ბევრ ოჯახში გამოიყენება, როგორც წამახალისებელი ფაქტორი, მაგალითად, თუ ამას გააკეთებ, თუ წვნიანს შეჭამ და ა.შ., კანფეტს მიიღებ და ა.შ. მაგრამ მსგავსი მიდგომა არასწორია. მომავალში ბავშვი აღიქვამს ტკბილს, როგორ ჯილდოს და შესაძლოა მიეჩვიოს იმასაც, რომ სტრესი ტკბილით დაძლიოს.
მეცნიერები ამტკიცებენ, რომ ასაკი, როდესაც მშობლები ბავშვებს პლანშეტებსა და გაჯეტებს აძლევენ, საგრძნობლად გაახალგაზრდავდა. ერთი წლის ბავშვის დანახვაც კი გაჯეტით იშვიათობას ნამდვილად არ წარმოადგენს. ეს კარგი სულაც არ არის. რაც გვიან მისცემთ ბავშვს ტელეფონს, მით უკეთესი მისთვის.
თანამედროვე აღზრდის მეთოდის კიდევ ერთი ტენდენცია ბავშვის სირთულეებისგან იზოლირებაა. მოსიყვარულე მშობლები ადრეული ასაკიდან ცდილობენ დაიცვან საკუთარი შვილი და მის მაგივრად მოაგვარონ ყველა სირთულე თუ პრობლემა. ეს, რა თქმა უნდა, მიუღებელია. ბავშვი ეტაპობრივად უნდა მიეჩვიოს სირთულეების საკუთარი ძალებით გადალახვას.რა თქმა უნდა, ეს ბავშვისთვის ადვილი არ არის, თუმცა, გარდაუვალია და რაც მალე მიაჩვევთ ბავშვს დამოუკიდებლობას, მით უკეთესი მისთვის. ეს აუცილებლად დაეხმარება მას ზრდასრულ ასაკში.