მშობლისთვის ყველაზე რთული და საპასუხისმგებლო მომენტი არის ის, როდესაც ბავშვს გარისკვის საშუალებას აძლევს.
ნებისმიერ დედას ხომ შვილისთვის ყველაფერი საუკეთესო და ნული პროცენტი უსიამოვნება უნდა. რა თქმა უნდა, გვინდა, რომ ჩვენი შვილები იყვნენ უშიშარნი, მიზანსწრაფულები, არ ეშინოდეთ ახალი გამოწვევების და სირთულეებს და წარუმატებლობებს არასდროს ვუსურვებთ. ვცდილობთ ჩვენ ვიტვირთოთ ყველაფერი და მათ ცხოვრება გავუმარტივოთ. სწორედ ამიტომ გარისკვის უფლებასაც ძალიან იშვიათად ვაძლევთ.
მაგრამ მოდით, ამ ყველაფერს გვერდიდან შევხედოთ, ბავშვის განვითარების კუთხით.
ძალიან ხშირად ის, რაც მშობელს ბავშვისთვის სახიფათო ჰგონია და ცდილობს მისგან დაიცვას, ბავშვის შესაძლებლობებში ეჭვის შეტანას ნიშნავს. როდესაც ვინმე ჩვენთვის ძალიან ძვირფასია და ვუფრთხილდებით, დიდი შანსია იმისა, რომ მას განვითარების საშუალებას ვუზღუდავთ, მის შესაძლებლობებს სათანადოდ არ ვაფასებთ. არ ვაძლევთ ბავშვს საშუალებას თავად გაუმკლავდეს პოტენციურ უსიამოვნებებს. იმისათვის, რომ ამას თავი ავარიდოთ, უმჯობესია კარგი მაგალითები გავითვალისწინოთ.
საერთოდ, ბავშვის სხვასთან შედარება არ არის სასურველი, თუმცა, ყველამ კრგად ვიცით, რომ ყველა მედალს ორი მხარე აქვს და ამ შემთხვევაშიც ეს ფაქტორი შეგვიძლია ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. თუ ნახავთ, რომ სხვა ბავშვები ამა თუ იმ სირთულეს ტრავმების და უსიამოვნებების გარეშე აგვარებენ, იქნებ თქვენც მისცეთ შანსი თქვენს შვილს, დაე, სცადოს. ირწმუნეთ, რომ თქვენს შვილსაც შეუძლია სირთულეებთან გამკლავება და ამაში თავადაც დაარწმუნეთ.
მაგალითად, მონტესორის სკოლაში წლინახევრის ბავშვებს თავისუფლად შეუძლიათ დანით უსაფრთხოდ სარგებლობა, პურზე კარაქის გადასმა, ხილის დაჭრა და ა.შ. ონკანის აკურატულად მოშვება და წყლის ნაკადის კონტროლი.
მათ ესმით, რომ საუზმიდან სადილამდე ისინი დანაყრებულები არიან.
ისინი აკონტროლებენ თავს, რომ არ გადმოვარდნენ საწოლიდან, მოაჯირს დაყრდნობილები ცდილობენ კიბეზე ასვლა-ჩასვლას.
ორი წლის ბავშვებს კიდევ მეტი რამის გაკეთება შეუძლიათ: მაკრატლით სქელი ქაღალდის გაჭრა, ჩაქუჩით ლურსმნის ჩაჭედება, სამარეულოში ფუსფუსი - ჩაყრა, არევა, გაბრტყელება, გავლება და. ა.შ.
ძალიან ბვერ სირთულეს ბავშვი თავად უმკლავდება. ამ შემთხვევაში უფროსს მოეთხოვება მოთმინება, რათა ბავშვს ხელი არ შეუშალოს და საჭიროების შემთხვევაში უბრალოდ დაეხმაროს.
არის ისეთი რაღაცები, რასაც ბავშვი მხოლოდ მას შემდეგ გააკეთებს დამოუკიდებლად, რაც მშობელი უჩვენებს გაკეთების უსაფრთხო მეთოდს.
მაგალითად, მაკრატლით სარგებლობა ბავშვს უფროსმა უნდა ასწავლოს, ასევე დანით სარგებლობა.
ბევრი სახიფათო ნივთი ბავშვისთვის სახიფათოა იქამდე, სანამ არ იცის ამ კონკრეტული ნივთით სარგებლობა, მას შემდეგ, რაც ისწავლის, ის მისთვის სახიფათო აღარ არის.
რაც შეეხება სიარულს, ეს არის მოქმედება, რომელსაც სჭირდება პრაქტიკა, ვარჯიში. ბავშვი უნდა მიეჩვიოს სირთულიდან სიმარტივისკენ ნელ-ნელა, უსაფრთხოდ გადასვლას.
რაც მეტს დარბის, მოძრაობს, ადის, ჩადის ბავშვი, მით ნაკლებ ტრავმას იღებს, ეს მისთვის ჩვეული მდგომარეობა ხდება.
მოძრაობა ბავშვს მოქნილობას უვითარებს, ის უკეთ იცავს წონასწორობას. ბავშვი სწავლობს საკუთარი თავის კონტროლს და სიფრთხილეს როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ.
ბავშვის სისტემატურად გაფრთხილება და რაღაც ცუდისთვის მომზადება საუკეთესო გამოსავალი არ არის, თუმცა ხანდახან ეს საჭიროა.
მაგალითად, ხმელეთზე უნდა მოემზადოს იმისთვის, რომ შევიდეს წყალში ისე, რომ არ ჩაიძიროს და მის სიცოცხლეს საფრთხე არ შეექმნას.
ბავშვი უნდა შეამზადოს და აუხსნას მშობელმა, თუ როგორ უნდა მოიქცეს ის მაგალითად ხანძრის, მიწისძვრის, დაკარგვის შემთხვევაში.
რა რეაქცია უნდა ჰქონდეს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ადამიანი მის წაყვანას შეეცდება.
გარკვეულ რისკზე უნდა შეეძლოს ბავშვს წასვლა სტრესულ და გაუთვალისწინებელ სიტუაციაში, საამისოდ უნდა გაიწვრთნას, ეს უნდა ისაწვლოს. მას უნდა შეეძლოს საკუთარი შესაძლებლობების კონტროლი, გარკვეულწილად დარწმუნებული უნდა იყოს საკუთარ თავში, უნდა იცოდეს დაახლოებით რა შეუძლია და რისი გაკეთება აღემატება მის ძალებს.
მნიშნელოვანია ბავშვმა იცოდეს არა მხოლოდ ის, რომ დაეცემა, არამედ ისიც, რომ წამოდგება. იმისათვის, რომ წამოდგეს, უნდა დაეცეს.
იმისათვის, რომ ბავშვმა შეიგრძნოს დამოუკიდებლობა, მან უნდა შეიგრძნოს ეს. იმისათვის, რომ შეეჩვიოს უფროსების გარეშე რამის კეთებას, მარტომ უნდა ისწავლოს მოქმედება.
უნდა გააკეთოს მისთვის რაღაც სახიფათო. უნდა შეიგრძნოს შიში. უნდა გაუმკლავდეს ამ შიშს, დაამარცხოს ის. უნდა შეიგრძნოს შიშის დამარცხებით გამოწვეული კმაყოფილების გრძნობაც.
რა თქმა უნდა, უფროსების ამოცანა და მოვალეობა არის ბავშვების დაცვა, მათთვის უსიამოვნებების თავიდან აცილება, მაგრამ ასევე ჩვენი ამოცნაა ბავშვებისთვის დახმარების აღმოჩენა უსიამოვნებებთან დამოუკიდებლად ბრძოლაში, სურთულეებთან შეჭიდებაში, წარმატებების დამოუკიდებლად მიღწევაში. ამიტომ სიტყვები „ეს არ გააკეთო“ „იქ არ აძვრე“ „რაღაცას იტკენ“ „დავარდები“ ჯობს ჩაანაცვლოთ სიტყვებით, მოდი აბა ფრთხილად ვცადოთ ამის გაკეთება, დარწმუნებული ვარ რომ გამოგივა!