ბანაობის მნიშვნელობა ბავშვისთვის - კომაროვსკის რჩევები

12-10-2021

რატომ  ვაბანავებთ ბავშვებს?  

თითქოს ერთი შეხედვით უბრალო და გულუბრყვილო შეკითხვაა, თუმცა ამ კითხვაზე პასუხი არც ისე ცალსახაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. ბანაობა მხოლოდ ჰიგიენა როდია. ბავშვის დაბანის ლოგიკა და აზრი მხოლოდ სისუფთავის შენარჩუნება არ გახლავთ. ბანაობა პირველ რიგში სიამოვნებაა. სწორად ორგანიზებულ პროცედურას ძალიან დიდი სიამოვნების მონიჭება შეუძლია. ჩვილის ბანაობა ბავშვსა და დედას შორის ურთიერთობაა. ჩვილი დამოუკიდებლად ვერ დაიბანს, ამისთვის მას ნათესავი, მომვლელი ან მშობელი სჭირდება. ბანაობა არის გაკაჟება, წყლის ტემპერატურის თანდათანობითი დაწევა და ფიზიკური აქტივობის გაზრდა. ბანაობა ცხოვრების წესია, ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტია. სწორედ ბანაობა უზრუნველყოფს ბავშვის კარგ მადასა და ჯანსაღ ძილს. ბოლოსდაბოლოს, ბანაობა არსებობს იმისთვის, რომ დავიცვათ სისუფთავე, სიჯანსაღე, სულიერი ბლანსი. 

ბავშვის ბანაობა,


შევჯერდით, რომ ბანაობა ძალიან მნიშვნელოვანა, მოდით, ახლა ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა მოვამზადოთ ბავშვი ამ პროცედურისთვის. 
ბავშვის, ჩვილის კანი არის ძალიან ნაზი და მგრძნობიარე. დაბანის დროს მნიშვნელოვანია, მექანიკური ზემოქმედებით არ დავუზიანოთ ბავშვს კანის ზედაპირი. ბავშვები ძალიან კარგად ახერხებენ დასვრას - ნერწყვი, შარდი, დეფეკაცია და ა.შ. ყველაფერი ეს საგულდაგულო ჰიგიენას მოითხოვს. ძალიან ბევრი გარე ფაქტორი ცუდად მოქმედებს ბავშვის ორგანიზმზე, კერძოდ, კანის ზედაპირზე. 

ბავშვის ბანაობა,

ყოველივე აქედან გამომდინარე ბავშვს იმაზე ბევრად მეტი კონტაქტი აქვს წყალთან, ვიდრე საჭიროა. ამიტომ ბავშვის დაბანის დროს უნიშვნელოვანესია სწორად იქნას შერჩეული დასაბანი საშუალება. პროფილაქტიკა, დაცვა,  გასუფთავება, დატენიანება და აღდგენა - აი, ის მთავარი ფაქტორები, რასაც პირველ რიგში უნდა მიექცეს ყურადღება.  ეს ყველაფერი ეხება როგორც ბავშვის კანს, ისე თმას. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვის დასაბანად გამოიყენოთ საშუალებები, რომლებიც არ არის განკუთვნილი სპეციალურად ბევშვებისთის,  ხანმოკლე ვადითაც კი. ბავშვს აუცილებლად საბავშვო საშუალებები სჭირდება. ბავშვის დასაბანი საშუალებები არ უნდა შეიცავდეს, პარაბენებს, სულფატებს, სილიკონს, PH კი სპეციალურად ბავშვის ფიზიოლოგიაზე უნდა იყოს მორგებული. დასაბანი საშუალებების შეძენის დროს გირჩევთ, თავი შეიკავოთ ექსპერიმენტებისგან და უპირატესობა კარგად ნაცნობ და აპრობირებულ ბრენდებს მიანიჭოთ. 

ბავშვის ბანაობა,
მშობლისთვის მთავარი პრინციპი უნდა იყოს ჯერ ხარისხი და შემდეგ რაოდენობა. საშუალება აუცილებლად უნდა შეესაბამებოდეს მოთხოვნსა,  მთავარია რა გჭირდებათ. 
და ბოლოს, იყავით ყურადღებთ, სანამ რამე საშუალებას გამოიყენებთ, კარგად წაიკითხეთ ინსტრუქცია და მხოლოდ ამის შემდეგ გამოიყენეთ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. 

წყარო: komarovskiy.net 

ასევე დაგაინტერესებთ: