როგორ მოვუაროთ ბავშვის კანს

27-08-2021

დიდი ალბათობით, ამ სტატიას ახალგაზრდა დედა წაიკითხავს, დედა, რომლის შვილიც ერთ წლამდე ასაკის იქნება. ასეთი დედები, როგორც წესი,  ძალიან ბედნიერები არიან, დედობის ბედნიერება რომ ხვდათ წილად, თუმცა გადაღლილობის ფაქტს ვერავინ უარყოფს - უძილო ღამეები, ბავშვზე ნერვიულობა, ძუძუთი კვება და ნათესავებისა და მშობლების დაუსრულებელი რჩევები  თავისას შვრება.
თუმცა, ყველაზე დაღლილი და უძილო დედაც კი უყურებს ხანდახან ტელევიზორს.   ტელევიზორში კი, რეკლამბეში ძალიან ხშირად აჩევნებენ ხოლე ახალშობილებს და მათ პატარა საჯდომს. არ არსებობს დედა, არ მოიხიბლოს რეკლამაში მონაწილე ბავშვის კანით და არ შეადაროს საკუთარი შვილისას.  
როგორი უნდა იყოს ჩვილის საჯდომი, უკანალი? რა თქმა უნდა, ნაზი, გლუვი, სიწითლისა და ყოველგვარი გაღიზიანების გარეშე.  
თუ თქვენი შვილის უკანალი ასეთი არ არის, გირჩევთ დაფიქრდეთ, რადგან ჩვილის კანის მდგომარეობა პირველ რიგში მის მოვლაზეა დამოკიდებული. 
როგორ უნდა მოვუაროთ ბავშვის კანს, რა პირობები სჭირდება და რა პრობლემებმა შეიძლება იჩინოს თავი. სწორედ ამ საკითხებზე ვისაუბრებთ.

ადამიანის ასაკი ყველაზე კარგად მისი კანით შეიცნობა. ეს ყველამ კარგად ვიცთ.  ბავშვის კანი ყოველთვის გამოირჩევა თავისი სინაზით, სიგლუვით და ფერით. რატომ?
1. ბავშვს არ აქვს განვითარებული საოფლე ჯირკვლები. როგორც წესი,  სირთულეებს განიცდის სითბოს და ოფლის გამოყოფასთან დაკავშირებით. ზედმეტ სითხეს ჩვილი ფილტვების მეშვეობით გამოყოფს. მშრალი და თბილი ჰაერი არ აძლევს ფილტვებს საშუალებას სითბოს გამოყოფის პროცესი იყოს სრულფასოვანი. შედეგად, დაწოლა ხდება ჯერ კიდევ განუვითარებელ საოფლე ჯირკვლებზე, რაც მაშინვე აისახება კანის მდგომარეობაზე. 
2. კანის ზედა ფენა, მოზრდილებისგან განსხვავებით, ჩვილებს ძალიან თხელი აქვთ. ამასთან, ის არც ისე მყარად არის შეერთებული ქვედა ფენასთან. შედეგად, ბავშვის კანი შესაძლოა ძალიან მარტივად დაზიანდეს, იქნება ეს ფიზიკური თუ ქიმიური ფაქტორები. სისხლძარღვების სიმრავლე და ნივთიერებათა ცვლა კი დაზიანების სწრაფად აღდგენის საშუალებას იძლევა. თუმცა, აღდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აღარ არსებობს დამზიანებელი ფაქტორი.
3. ბავშვის კანი მდიდარია ცხიმებით, ლიპიდებით, რომლთაც შესწევთ ძალა გაანადგურონ გაღიზიანების გამომწვევი ბევრი ფაქტორი.  როგორც წესი, ეს ფაქტორები არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს მშობლებისთვის, თუმცა საშიშია ბავშვისთვის. 

ბავშვის კანის მტერი და მეგობარი - მაინც, რას უნდა მივაქციოთ დიდი ყურადღება, როდესაც საუბარია ბავშვის კანზე. მოდით, დავიწყოთ ჰაერით, რომელსაც ბავშვი სუნთქავს. ერთი შეხედვით ამ ორ ფაქტრს შორის თვალსაჩინო კავშირი არ არსებობს, თუმცა, გვინდა გითხრათ, რომ ბავშვის კანისთვის გამომშრალ ჰაერზე დიდი მტერი, შეიძლება ითქვას, რომ არ არსებობს. რატომ? პასუხი მარტივია, თბილ და მშრალ ჰაერში საგრძნობლად მატულობს ზეწოლა ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელ თერმორეგულაციაზე. აქტიურდება კანის ისედაც გააქტიურებული სისხლის მიმოქცევის პროცესი, მთელი დატვირთვით უხდება მუშაობა საოფლე ჯირკვლებს, ყველაფერი ეს კი, საბოლოო ჯამში, აისახება ბავშვის კანის მდგომარეობაზე. 

ჰაერის ოპტიმალური პატარამეტრები, რომელიც უნდა იყოს ოთახში, სადაც იმყოფება ჯანმრთელი ახალშობილი სიცოცხლის პირველ წელს, გახლავთ ტემპერატრა დაახლოებთ 20 გრადუსი, ხოლო ჰაერის ტენიანობა 50-70%. 
თუ სიმშრალეს გრძნობთ, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებელი, თუ ცხელა, დაუწიეთ ან გამორთეთ რადიატორები.  ნურასდროს დაგავიწყდებათ, რომ გრილი ჰაერი სულაც არ არის იმის საბაბი, რომ ბავშვი გაცივდეს. ოპტიმალური თერმორეგულაციისთვის ბავშვს აუცილებლად სჭირდება გრილი ჰაერი, თუმცა შესაბამისი თანმიმდევრობით, გრილ ჰაერს უნდა ახლდეს თან ადექვატური, თბილი სამოსი, რომელიც ბავშვს გადაციებისგან დაიცავს.  

ჩვენს ქვეყანაში გათბობის სისტემის ხმარება 3-4 თვის განმავლობაში აუცილებლად გვიწევს, თუ ვერ ხერხდება ამ პერიოდში შესაბამისი კონტროლი და ჰაერის დატენიანება, ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს აუცილებლად შეექმნება პრობლემები კანთან დაკავშირებით, თუმცა გარე გამაღიზიანებელ ფაქტორებზე საუბრის დროს ეს ელემენტები აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ. 
უნდა იცოდეთ, რომ ბავშვის კანისთვის გამღიზიანებელ ფაქტორებად ითვლება:
•    გადახურება - სიცხე, ზედეტი ტანსაცმელი, ცხელი წყალი
•    ჰაერის სიმშრალე - გათბობის სისტემა და კონდიცირება
•    კანის მექანიკური დაზიანება - ტანსაცმელთან შეხებაში გადახეხვა, ხალიჩაზე ხოხვა, ჰიგიენის დაუცველობა
•    კანთან კონტაქტში მყოფი ქიმიური საშუალებები - სადეზინფექციო საშუალებები, სარეცხის ფხვნილი, სინთეტიკური ქსოვილი და ა.შ.
•    საპონი - ყველაზე საშიში მტერი, რომელიც ხშირად მეგობრის სახით წარმოჩინდება. გახსოვდეთ, საპონი გამოიყენება მხოლოდ ჭუჭყის მოსაშორებლად, სხვა შემთხვევაში - მხოლოდ წყლითა და ნაზი ქსოვილით გაასუფთავეთ. რაც შეეხება საპონს, ეცადეთ საგულდაგულოდ შეურჩიოთ პატარას თხევადი ანტიალერგიული ბუნებრივი კომპონენტებისგან დამზადებული. 
•    შარდი - განსაკუთრებით საშიშია შარდში შემავალი  აზოტი. ამიტომ, შარდი კანს უწვავს ხოლმე ბავშვს. საფენი დროულად უნდა გამოიცვალოს და ინტიმური ადგილებიც გაუსუფთავდეს პატარას. 
•    ექსკრემენტები - განავალში არსებული ფერმენტები, რომელიც სერიოზულად აღიზიანებს კანის სტრუქტურას. 
შარდი და კალა არ გახლავთ ძველის გამეორება, ეს პრინციპულად ახალი საშიშროებაა და ამ ორი ფაქტორის ერთობლიობა იწვევს კანის ძალიან საშიშ პრობლემებს.   

ბავშვის კანის მეგობრად შეიძლება ჩაითვალოს:
•    ჰაერის ტენიანობის და სითბოს განმსაზღვრელი მოწყობილობები - თერმომეტრი და ჰიგრომეტრი.
•    რეგულირებადი გათბობის რადიატორი
•    ჰაერის დამატენიანებელი
•    ხარისხიანი სამოსი - შესაბამისი ზომის და ფაქტურის, ბუნებრივი მასალისგან დამზადებული, არა სინთეტიკური.
•    უტანსაცმლობა - დიახ, დიახ, ყველაზე კარგი ხარისხის სამოსიც კი ადამიანის ბუნებასთან ადაპტაციის შედეგია.  ხანდახან მაინც აუცილებელია კანის კონტაქტი უშუალოდ ჰაერთან. ეს არა მარტო პრობლმების მგვარებაა, არამედ ძალიან კარგი პროფილაქტიკა. 
•    სველი ჰიგიენური ხელსახოცები - კარგი საშუალებაა ბავშვის გასაწმენდად კუჭის მოქმედების შემდეგ, თუ ახლოს არ არის წყალი. თუმცა ეს საშუალებაც კარგად უნდა შეირჩეს - ზოგიერთი ალერგიას იწვევს. 
•    წყლის გამწმენდი ფილტრი
•    ბავშვის კანის მოვლის კარგი ხარისხის საშუალებები

ზემოჩამოთვლილი დეტალებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ ჯანმრთელი ბავშვის ჯანმრთელი კანი სპეციალურ მოვლას არ საჭიროებს. 
თუ ბავშვის კანს სიმშრალეს შეამჩნევთ, აუცილებლად გამოიყენეთ დამატენიანებელი საშუალებები, იქნება ეს საცხი, ლოსიონი, ბალზამი თუ სხვა რამ. 
სერიოზულ დაზიანებას შესახორცებელი პრეპარატები და ექიმთან კონსულტაცია სჭირდება. 
იმისათვის, რომ თავი აარიდოთ ბავშვის კანთან დაკავშირებულ პრობლემებს, გირჩევთ რეგულარულად გამოიყენოით პროფილაქტიკური საშუალებები.
მაგალითად, თუ ბავშვი სასეირნოდ გაგყავთ, გარეთ კი ცივა და ქარია, დიდი ალბათობით ბავშვს სახეზე და  ხელებზე კანი გაუღიზიანდება, ამიტომ უმჯობესია წინასწარ წაუსვათ დამცავი საცხი, რათა პრობლემას თავი აარიდოთ.
ასევე ძალიან კარგად უნდა დამუშავდეს ბავშვის საქესო ორგანოების მიმდებარე ტერიტორია, საზარდული, საჯდომი, რასაც ეხება საფენი და რასაც ეხება შარდი და ექსკრემენტები.   
საბედნიეროდ, ამ მხრივ ერთჯერადი საფენები დედებს ძალინ ეხმარება, რადგან ის შარდს ერთ წუთში აქცევს ჟელესებურ მასად, რაც საგრძნობლად ამცირებს კანის დაზიანების რისკს. 
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მშობლების თაობა სკეპტიკურად უყურებს ერთჯერად საფენებს და თვლის, რომ ის მხოლოდ იმიტომ გამოიგონეს, რომ ახალგაზრდა დედები ზამაცები არიან, შევეწინააღმდეგებით მათ და ვეტყვით, რომ ეს საფენები უმარტივებს ცხოვრებას არა მარტო დედებს, არამედ ბავშვებსაც. ასევე მითია მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საფენები ბიჭებში უშვილობას იწვევს, რადგან 7 წლამდე ბავშვის ორგანიზმში, ვაჟის, რა თქმა უნდა, სპერმატოზოიდები უბრალოდ არ არსებობს და არ შეიძლება დაზიანდეს ის, რაც არ არსებობს. 
ასევე არ არსებობს ჩახურების საშიშროება, როგორც ამას ბებიები უწოდებენ ხოლმე, რადგან საფენები დამზადებულია ისეთი მასალისგან, რომელიც ხელს უშლის სწორედ ჩახურების პროცესს. მთავარია, დაიცვათ წესები და დროულად გამოუცვალოთ საფენი პატარას.

წყარო: ევგენი კომაროვსკი 

სტატიაში მოცემული ინფორმაცია, ზოგადი და ინფორმატიული ხასიათისაა. დეტალური ინფორმაციისთვი კონსულტაცია გაიარეთ პირად ექიმთან.