რამდენად ხშირად უნდა დავბანოთ ახალშობილს თავი?

04-11-2022

კვირაში რამდენჯერ უნდა დავბანოთ თავი ახალშობილს?

ხშირად, ზოგჯერ ყოველდღიურადაც კი, თავის დაბანას მიჩვეული მშობლებს საკუთარი ჰიგიენური ჩვევები, როგორც წესი, შვილებზეც გადააქვთ ხოლმე. მაგრამ ბავშვებს, მოზრდილებთან შედარებით, ნაკლები თმა აქვთ. წლამდე ასაკში მათ თმა ძალიან რთულად ესვრებათ. ბავშვის ფიზიოლოგიური თავისებურებები ყველაზე მკაფიოდ 6 თვემდე ასაკში არის გამოხატული - საოფლე ჯირკვლების უმნიშვნელო აქტიურობა. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია მოგცეთ ლოგიკური ჩვევა - 6 თვემდე ბავშვებს თავის დაბანის დროს არანაირი დასაბანი საშუალება არ სჭირდებათ და როგორც წესი, კვირაში ერთხელ თავის მხოლოდ თბილი წყლით დაბანა ჩვილისთვის აბსოლუტურად საკმარისია.

თავის დაბანა, ახალშობილის ბანაობა,

რაც შეეხება 6 თვის ზემოთ ასაკის ჩვილებს, მათთვის თავის დაბანის დროს, ისიც კვირაში ერთხელ ან 5 დღეში ერთხელ, შეგიძლიათ გამოიყენოთ თავის დასაბანი საშუალებები, შამპუნი (საუბარი, რა თქმა უნდა, სპეციალურ, ჰიპოალერგიულ, უსუნო და საბავშვო შამპუნზეა). 

წყარო: ექიმი კომაროვსკი, 365 რჩევა სიცოცხლის პირველ წელს

ასევე დაგაინტერესებთ: