როცა ჩვილს სულ ხელში აყვანა უნდა

04-07-2023

ძალიან ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ ჩვილის ხელში ხშირად აყვანა, მისი ხელში დაძინება, მუდმივად მასთან ერთად ყოფნა ზედმეტია. გეთანხმებით, ზოგიერთი ჩვილი მართლაც მშვიდად გრძნობს თავს გარკვეული პერიოდის განმავლობაში მარტო ყოფნის დროს, საკუთარ საწოლშიც იძინებს, თუმცა ზოგი ტირილით გვახვედრებს, რომ მარტო არის და დედა სჭირდება.

რას ამბობენ კვლევები?

1986 წელს ერთ-ერთმა ცნობილმა პროფესორმა, რონალდ ბარიმ წარმოადგინა ჰიპოთეზა, რომ ბავშვის ტირილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხშირად აჰყავთ იგი ხელში. ამ მოსაზრების შესამოწმებლად მან ჩაატარა ცდა. ზოგიერთ დედას სთხოვეს, რომ ჩვილი მთელი დღის განმავლობაში მასთან ერთად ყოფილიყო, ზოგს კი საბავშვო სავარძელი მისცეს და არაფერი უთქვამთ ბავშვის ხელში აყვანასთან დაკავშირებით. კვლევების შედეგად დადგინდა, რომ 6 კვირის ასაკში, როდესაც ბავშვი ყველაზე მეტს ტირის, ხელში აყვანილი ბავშვები ტიროდნენ ორჯერ ნაკლებად, ვიდრე მეორე ჯგუფის ბავშვები, მეტ დროს ატარებდნენ მშვიდად ფხიზელ მდგომარეობაში და უფრო ხშირად წოვდნენ ძუძუს. ეს გამოკვლევები 3 თვის განმავლობაში გაგრძელდა. 
 

ხელში აყვანა,

4 წლის შემდეგ მეცნიერებმა კვლავ ჩაატარეს ანალოგიური კვლევა 3,5 თვის ბავშვებთან და დაასკვნეს, რომ ის დედები, რომელთაც  ჩვილები სულ თან ჰყავდათ, უფრო მძაფრად რეაგირებდნენ ბავშვის ტირილზე,  ვიდრე დედები, რომლებიც ბავშვის სავარძლით სარგებლობდნენ. 
13 თვის ასაკში მათ ყველა დედა-შვილის წყვილს ჩაუტარეს ტესტი, თუ რამდენად იყვნენ მიჯაჭვულები ერთმანეთზე. შედეგების მიხედვით დადგინდა, რომ იმ დედა-შვილს შორის, რომლებიც სულ ერთად ატარებდნენ დროს, უფრო მჭიდრო და თბილი კავშირი არსებობდა. 

 

საბოლოოდ პროფესორმა ბარმა საინტერესო მასალა დადო, რომელიც არაერთ ჟურნალში გამოქვეყნდა. მან აღნიშნა, რომ ბევრად მარტივია იმ ბავშვზე ზრუნვა, რომელიც მუდმივად არ ტირის, ასეთ ბავშვებს მშობელთან მეტი ნდობა და სიყვარული აკავშირებთ.
 

გათამამდება თუ არა ბავშვი თუ მას ხელში ავიყვანთ?

ექიმი ბარი აგრძელებდა მტირალა ჩვილების შესწავლას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მან დაასკვნა, რომ ბავშვის ხელში აყვანა მაშინაც კი, თუ ის არ ტირის და მშვიდად არის, ძალიან მნიშვნელოვანია მისი პიროვნების ჩამოყალიბებისთვის. როდესაც ბავშვი ტირის, გაღიზიანებულია, მისი დამშვიდება ძალიან ძნელია. ექიმმა საჭიროდ ჩათვალა აეხსნა მშობლებისთვის, რომ ჩვილის ხელში აყვანა სულაც არ ნიშნავს მის გათამამებას. უბრალოდ, ზოგიერთი ბავშვი უფრო მგრძნობიარე ტემპერამენტით იბადება და მეტ სითბოს მოითხოვს მშობლებისგან. ~

როგორ უნდა მოიქცეს მშობელი, მას ხომ სხვა საქმეებიც აქვს გასაკეთებელი? 
ხელში აყვანა,

სცადეთ სლინგის გამოყენება, ეს გახლავთ ნაჭრის სახვევი, რომელშიც შესაძლებელია ჩვილის ჩასმა. თუ ბავშვმა ეს ნივთი იუცხოვა, ეცადეთ მოაწონოთ, გაიყვანოთ სასეირნოდ, აჭამოთ მასში და ნელ-ნელა შეაჩვიოთ. გახსოვდეთ, რომ ბავშვის მშვიდად ყოფნა საწინდარია მისი გაღიზიანების შეჩერებისა. თუ მუშაობა გიწევთ, ეცადეთ მოელაპარაკოთ ძიძას ან ბებიებს, რომ ბავშვი ხელში ხშირად აიყვანონ და არ მისცენ ტირილის საშუალება. ნუ შეშინდებით, თუ ბავშვი საწოლში ჩაწვენის ან სულ ცოტა ხნით მარტო დატოვების შემთხვევაში იტირებს, თქვენ უბრალოდ ძალიან მგრძნობიარე შვილი გყავთ, რომელსაც ძალიან სჭირდებით. და ბოლოს, ნუ გეშინიათ ამ მიჯაჭვულობის, გარანტიას გაძლევთ, რომ მოვა დრო, როდესაც თქვენზე ასე მოწებებული შვილი დამოუკიდებელ, წარმატებულ და თბილ ადამიანად იქცევა. 

წყარო: la leche league 

ასევე დაგაინტერესებთ: