ბავშვის ტირილის იგნორირებას, შესაძლებელია მოჰყვეს სერიოზული დარღვევები-ამ საკითხზე გვესაუბრება პედიატრი, ლიკა თედიაშვილი.
ამან შესაძლებელია ნეგატიური გავლენა მოახდინოს მის განვითარებასა და კეთილდღეობაზე.ტირილით გამოწვეულმა ინტენსიურმა სტრესმა ჩვილებში, შესაძლებელია დააზიანოს თავის ტვინის ნეიროტრასმიტორული სისტემა, რაც განაპირობებს თავის ტვინში სტრუქტურულ და შასაბამის ფუნქციურ ცვლილებებს.
ეს ცვლილებები ანალოგიურია იმ ცვლილებებისა, რაც გვხვდება მოზრდილი ადამიანის დეპრესიული მდგომარეობების დროს. ტირილის დროს ბავშვის უგულებელყოფამ შესაძლებელია გამოიწვიოს ადრენერგული სისტემის გადაჭარბებული გააქტიურება. რამაც თავის მხრივ შესაძლებელია ხელი შეუწყოს აგრესიის მომატებას, იმპულსური ხასიათის და ძალადობისკენ მიდრეკილების ჩამოყალიბებას, მოგვიანებით პერიოდში. ტირილის იგნორირება ასევე ხელს უწყობს სტრეს ჰორმონის - კორტიზოლის გადაჭარბებულ გამომუშავებას, რაც აფერხებს თავის ტვინის ნერვული ქსოვილის განვითარებას. ჩვილის ტირილის უგულებელყოფა აფერხებს სრულფასოვან ზრდა-განვითარებას და იმუნური სისტემის ჩამოყალიბების პროცესს, რაც მათ მოწყვლადს ხდის სხვადასხვა დაავადების მიმართ.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ ბავშვებს, რომლებსაც იგნორირებას უწევდნენ ტირილის დროს, ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ინტელექტუალური და საზოგადოებრივი უნარების დასწავლის კუთხით, ახასიათებდათ ემოციების კონტროლის გაძნელება.
როდესაც ჩვილი ტირილის დროს არ იგრძნობს კონტაქტს მზრუნველის მიერ, ეს ააქტიურებს ტკივილის საპასუხო მექანიზმებს, რაც ვლინდება ჰორმონალური ცვლილებების სახით.
ჩვილობის ასაკში 3-საათიანმა განშორებამაც კი შესაძლებელია გამოიწვიოს ეპიგენეტიკური (გენების მიერ ინფორმაციის დამახსოვრება) ცვლილებები, რაც მოზრდილობაში ვლინდება, მეხსიერების დეფიციტით და სტრესით.
ტირილი და ღიმილი ჩვილის კომუნიკაციის ერთადერთი საშუალებაა. ჩვილები ტირიან სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის არის შიმშილი და ტკივილი, სხვადასხვა არაკომფორტული მდგომარეობა, ან უბრალოდ ფიზიკური კონტაქტის სურვილი.
ისევე როგორც ღიმილს, ბავშვის გაღიზიანებას და ტირილსაც უნდა მოჰყვეს მზრუნველი ადამიანისგან დადებითი რეაქცია. ამით ჩვილი იღებს მისი ემოციების მიმღებლობის, დაცულობის სიგნალს. ტირილის დროს იგნორირების დროს კი პირიქით, ჩნდება განცდა დაუცველობის, ბრაზის და მოწყენილობის მიუღებლობის, რაც აუარესებს ემოციურ მდგომარეობას.
ტირილის დროს ბავშვის დამშვიდების სხვადასხვა გზა არსებობს:
• პირველ რიგში ეს არის ძუძუთი კვება/შიმშილის გრძნობის დაკმაყოფილება.
• მშვიდი მუსიკის ჰანგების მოსმენა (გასათვალისწინებელია, რომ ის, რასაც ისმენს ნაყოფი ძირითადად უკავშირდება წყლის ხმიანობას).
• მშვიდი გარემო, ძილის და დღის რუტინის ჩამოყალიბება, რაც ქმნის წინასწარგანსაზღვრულობის გრძნობას (ეს აჩენს სიმშვიდის და სტაბილურობის გრძნობას).
• კანით კანზე კონტაქტი - ხელს უწყობს ოქსიტოცინის გამომუშავებას, რაც არის სიყვარულის და კავშირის ჰორმონი.
• საშვილოსნო წარმოადგენს სინქრონული მოძრაობის ადგილს, ამიტომ ვერტიკალურ პოზიციაში, სინქრონული მოძრაობები (ბუქნები), ასევე დამშვიდების ერთ-ერთი კარგი გზაა.
• მზრუნველის მიერ თანადგომა და დახმარება სტრესის დაძლევაში, შემდგომ პერიოდში საშუალებას აძლევს ბავშვს განივითაროს თვითდამშვიდების სხვადასხვა გზები (მაგ.თამაში).