ცელიაკია ბავშვებში სიმპტომები და მკურნალობა

05-01-2023

რა არის ცელიაკია და როგორია მისი სიმპტომები? 

ცელიაკიის სიმპტომები ბავშვებში, როგორც წესი,  გლუტენის მიღებიდან რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათის შემდეგ ვლინდება და  შესაძლოა  რამდენიმე საათის, დღის, ან კვირის განმავლობაში გაგრძელდეს. უმეტეს შემთხვევაში  სიმპტომები მსუბუქია და ისინი შეიძლება ადვილად გამოგვრჩეს, ესენია: მეტეორიზმი, მუცლის ტკივილი ან ყაბზობა. ზოგჯერ სახეზეა უფრო მძიმე სიმპტომები - გამონაყარი, წონის კლება და ღებინება.
საბედნიეროდ, ბავშვები და მოზარდები უგლუტენო დიეტით მკურნალობაზე საკმაოდ კარგად რეაგირებენ. ბავშვების უმეტესობა გაცილებით უკეთ გრძნობს თავს დიეტის დაწყებიდან ორი კვირის შემდეგ.
ცელიაკია ბავშვებზე სხვადასხვანაირად მოქმედებს, მათი ასაკის მიხედვით.

 

ცელიაკია, გლუტენი, ყაბზობა, დიარეა,  

ჩვილები და მცირეწლოვანი ბავშვები

ადრეულ ასაკში სიმპტომები უფრო აშკარაა, ესენია : 
•    ღებინება
•    დიარეა
•    გაღიზიანებადობა
•    ზრდის შეფერხება
•    მუცლის შებერილობა
•    მადის დაქვეითება


 ცელიაკია, გლუტენი, ყაბზობა, დიარეა,  

სიმპტომები სკოლის ასაკის ბავშვებში 

ღებინება სასკოლო ასაკის ბავშვებში უფრო იშვიათია. ამ ასაკისთვის დამახასიათებელი სიმპტომებია:
•    მუცლის ტკივილი  
•    მუცლის შებერილობა
•    დიარეა
•    ყაბზობა


სიმპტომები უფროსი ასაკის ბავშვებში და მოზარდებში

უფროს ბავშვებსა და მოზარდებს შეიძლება ჰქონდეთ სიმპტომები ან ნიშნები, რომლებიც ცალსახად არ არის დაკავშირებული კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან. ასეთ ნიშნებს  ნაწლავგარე, ანუ ატიპიური ეწოდება, ისინია:
•    შეფერხებული ზრდა-განვითარებას
•    წონის დაკლება
•    დაგვიანებული სქესობრივი მომწიფება
•    ტკივილი ძვლებსა ან სახსრებში
•    ქრონიკული დაღლილობა
•    გახშირებული თავის ტკივილი ან შაკიკი
•    ქავილი ან გამონაყარი (dermatitis herpetiformis)
•    პირის ღრუს მორეციდივე აფტოზური წყლულები, რომლებიც ჰგავს სიმსივნურ წყლულებს.

ცელიაკიის მქონე მოზარდებს ასევე შეიძლება აწუხებდეთ გუნება-განწყობის ცვალებადობა  და შფოთვა. 

წყარო: celiac.org

 

ასევე დაგაინტერესებთ: