მავნებელია თუ არა გლუტენი

11-11-2021

გლუტენი, იგივე წებოვანა გახლავთ ცილა, უფრო სწორად ცილები, რომლებიც ბრინჯის, შვრიის, ხორბლის შემადგენლობაშია. წებოვანა ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ჯანსაღი კვების დროს, მას გააჩნია მაღალი კვებითი ღირებულება და ხელს უწყობს ნაწლავებში სასარგებლო ბაქტერიების გამრავლებას. 

არის შემთხვევები, როდესაც გლუტენი მავნებელია. ეს ხდება ძალიან იშვიათად, თუმცა ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადამიანს გლუტენზე ალერგია აქვს. არსებობს ასევე ისეთი იშვიათი დაავადება, როგორიც არის ცელიაკია. დაავადების არსი გლუტენის აუტანლობაა. ამ დაავადების დროს ადამიანმა აუცილებლად უნდა ამოიღოს კვებითი რაციონიდან გლუტენი. სწორედ ამიტომ არის, რომ ყველა ღირსეული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ბავშვთა კვების პროდუქტებს, აუცილებლად უთითებს შეფუთვაზე პროდუქტში გლუტენის არსებობას ან არარსებობას, რადგან ბავშვებში ხშირად ფიქსირდება ხოლმე გლუტენის აუტანლობა. 
თუ ბავშვს არ აქვს ცელიაკია და გლუტენის აუტანლობა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რაციონიდან გლუტენის ამოღება. უგლუტენო პროდუქტის შეძენა საჭირო არ არის თუ ბავშვს არ აქვს აღნიშნული პრობლემა.