ეკრანდამოკიდებული ბავშვი - როგორ მოვაგვაროთ პრობლემა

19-02-2022

რატომ არის სახიფათო ბავშვის ეკრანისადმი მიჯაჭვულობა?

ბევრი მშობლისთვის არის ნაცნობი სიტუაცია, როდესაც ბავშვი მუდმივად მულტფილმებს უყურებს, თუ ჩართული არ აქვს, კატეგორიულად მოითხოვს ჩართვას და ისტერიკებსაც აწყობს. მოდი ვნახოთ, რატომ არის სახიფათო ბავშვის ეკრანისადმი მიჯაჭვულობა? პირველი მიზეზი, თუ რატომ არ არის კარგი მულტფილმების, ეკრანის ხანგრძლივი დროით ყურება, გახლავთ ის, რომ ეს პროცესი ხელს უშლის ბავშვის როგორც ინტელექტუალურ, ისე ფსიქოლოგიურ განვითარებას. 6 წლამდე ასაკის ბავშვები სამყაროს შეცნობის განსაკუთრებულ სტადიაში იმყოფებიან. ინფორმაციის შეწოვის პრინციპით ისინი ითვისებენ მეტყველების თავისებურებებს, ლექსიკურ მარაგს, ემოციების მიღებასა და გამოხატვას. განვითარების შემდგომი ეტაპები მთლიანად სენსორულ გამოცდილეაბს, წვრილ და მსხვილ მოტორიკულ სავარჯიშოებს ეფუძნება. ფიზიკურად ყალიბდება ტვინი და სხეული, ამ დროს კი ძალიან მნიშვნელოვაი ფიზიკური აქტივობა და განმავითარებელი აქტივობები. რაც შეეხება მულტფილმების ყურების პროცესს, ამ დროს ბავშვი არ ვითარდება. ის აკვირდება ეკრანს და აბსოლულტურად არ მოძრაობს, უბრალოდ შეჰყურებს გამოსახულებებს და იღებს პერსონაჟების რეაქციებს, მიაჩნია, რომ ეს ნორმალურია. ამ დროს იგი ვერ ამყარებს კომუნიკაციას. 
 

ეკრანდამოკიდებული, ეკრანდამოკიდებული ბავშვი,

რატომ ხდებიან ბავშვები ეკრანდამოკიდებულები?

ზრდასრული ადამიანი შესაძლოა დაამშვიდოს მოძრავი ნახატების ყურება, თუმცა ბავშვებზე ამას ვერ ვიტყვით. ის სათანადოდ სწრაფად ვერ აღიქვამს ვერც მოძრაობას და ვერც ინფორმციას და საბოლოოდ იღლება, ბავშვის ტვინი ტრანსის მდგომარეობას უახლოვდება, თითქმის ითიშება. 
ეს კი დიდი პრობლემაა, რადგან ადამიანს განსავითარებლად სჭირდება რეალური სამყაროს აღქმა, რეალურ ადამიანებზე და მოვლენებზე დაკვირვება და ამა თუ იმ უნარების დუბლირება აყალიბებს ადამიანს. მულტფილმების ყურებას ჯობს ბავშვმა სათამაოებით ითამაშოს, რაც ხელს შეუწყობს მისი ფანტაზიის განვითარებას. 
თუ ბავშვი ძალიან არის მიჯაჭვული ეკრანს და მასზე უარის თქმას სტრესის დონეზე განცდის, მიზეზი შესაძლოა მშობლებთან ემოციური კავშირის გაწყვეტა იყოს. ეს მაშინ ხდება, როცა დედ-მამა ბავშვთან საკმარის დროს არ ატარებს. ასევე მიზეზი შეიძლება იყოს ოჯახის წევრების საქციელი - ყველა ტელევიზორს უყურებს ან მობილურში არიან ჩაფლულნი. გახსოვდეთ, უფროსი არის ბავშვის მოდელი, ის აუცილებლად გაიმეორებს იმას, რასაც ხედავს. 

რა დრო შეიძლება გაატაროს ბავშვმა ეკრანთან, რა შეიძლება მივიჩნიოთ ნორმად?

პედიატრების რეკომენდაციით, 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვისთვის დასაშვებია მულტფილმების ყურება არა უმეტეს ერთი საათისა დღეში, არა ერთდროულად, რა თქმა უნდა.  ყველაზე შესაფერისი დროა ძილამდე 2-3 საათით ადრე. 6 წლიდან და ზემოთ დასაშვებია დღეში 2 საათამდე. 

როგორ გადავაჩვიოთ ბავშვი ეკრანს?

ეცადეთ, რომ გაართოთ, შესთავაზეთ ალტერნატიული აქტივობა, ხატვა, გაფერადება, აპლიკაცია, წიგნი წაუკითხეთ. აუცილები პირობაა ამ დროს მშობლის ახლოს ყოფნა, ბავშვთან კონტაქტი, შეგიძლიათ გაიყვანოთ სასეირნოდ, ნელ-ნელა შეამციროთ ეკარნთან გატარებული დრო და გაზარდოთ ერთად გატარებული პერიოდი. და ბოლოს, თავად მისცეთ მაგალითი, თავადაც შეამციროთ სოციალურ ქსელში აქტიურობა და ასევე ტელევიზორის ყურება, ეცადეთ გამოთავისუფლებული დრო შვილთან ერთად გაატაროთ. მოიცდის გასარეცხი სარეცხი, სადილი და სახლის დალაგება, ეცადეთ „მოიპაროთ დრო“ და ძვირფასი წუთები თქვენს პატარას დაუთმოთ. 

ასევე დაგაინტერესებთ: