ამ რჩევის გათვალისწინება ძალიან რთული იქნება, თითქმის შეუძლებელი, თუმცა ძალიან კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ან ეცდებით მაინც მის განხორციელებას. მაშ ასე, ვისაუბრებთ ბავშვისა და ეკრანის ურთიერთდმოკიდებულებაზე, არ აქვს მნიშვნელობა, რომელ ეკრანზე იქნება საუბარი, ტელევიზორის, ნოუთბუქის, ტელეფონის თუ პლანშეტის.
ეს ურთიერთდამოკიდებულება თანამედროვეობის ყველაზე მწვავე პრობლემად არის მიჩნეული. პედიატრები, პედაგოგები, ფსიქოლოგები ერთხმად, თითქმის ბოლო ხმაზე გაჰყვირიან იმ რიგი პრობლემების შესახებ, რომელსაც ამ ორი მოცემულობის ურთიერთობა იწვევს.
წლამდე ბავშვმა საერთოდ არ უნდა იცოდეს, რა არის ეკრანი. გამორიცხეთ ეკრანი ჩვილის ცხოვრებიდან. არც დღეში 10 წუთი და არც მანამ, სადამ გადაღლილი დედა ყავას დალევს. ეცადეთ არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ბავშვი ეკრანთან ერთი-ერთზე ერთი წუთითაც კი. იყავით ბავშვთან ახლოს და კომენტარი გაუკეთეთ თითოეულ მოვლენასა თუ ნივთს. ეცადეთ მაქსიმალურად მეტად იყოთ ჩართული ბავშვის ცხოვრებაში და ეცადეთ, რომ თქვენთან ურთიერთობა იყოს საინტერესო. და როგორც ზევით ვთქვით, ამ რჩევის გათვალისწინება ძალიან რთული იქნება, თითქმის შეუძლებელი, თუმცა ძალიან კარგი იქნება, თუ დაფიქრდებით ან ეცდებით მაინც მის განხორციელებას.
წყარო: „ევგენი კომაროვსკი - 365 რჩევა ბავშვის სიცოცხლის პირველ წელს„