„დეედა, მშიიია“ - როგორ ვიქცევით თუ ბავშვს მუდმივად შია? 

26-10-2022

დეედა, მშიიია! 

სასკოლო ასაკის ბავშვები ძალიან სწრაფი ტემპით იზრდებიან - შესაბამისად მათი მადაც იმატებს. გარდა ამისა, ბავშვის კუჭის მოცულობა საკმაოდ მცირეა - ის მალე ივსება და მალევე იცლება, ამიტომ პატარას უფრო ხშირად აწუხებს შიმშილი, ვიდრე ზრდასრულებს. ასე რომ, ნუ იდარდებთ, თუ ბავშვს დაუცხრომელი მადა აქვს.

ბავშვებს თანდაყოლილი უნარი გააჩნიათ, განსაზღვრონ, რა რაოდენობის საკვების მირთმევა სჭირდებათ და როდის. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ და პატივი სცეთ მათ ბუნებრივ მოთხოვნილებებს. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბავშვს უკონტროლოდ კვების უფლება უნდა მისცეთ. აუცილებელია ჯანსაღი საკვები მიაწოდოთ, როდესაც მოშივდება და ამასთანავე დარწმუნდეთ, რომ ფიზიკურად აქტიურია. 

შემოგთავზებთ რამდენიმე რჩევას ამ სიტუაციასთან გასამკლავებლად.

წაახალისეთ ჯანსაღი საკვების მირთმევა:

თუ თქვენი შვილი დღეში ათჯერ ითხოვს საჭმელს, ნუ მისცემთ მას უფლებას, ყოველ ჯერზე არაჯანსაღი საკვები მიირთვას. ბავშვების კვების რაციონში ჭარბი რაოდენობით ცხიმების არსებობა სასურველი ან საჭირო ნამდვილად არ არის. მიუხედავად იმისა, რომ ჩიფსების და მსგავსი სასუსნავის დროდადრო მირთმევა უვნებელია, ეცადეთ, რომ ეს იშვიათად ხდებოდეს და ბავშვის ძირითადი წასახმესებელი იყოს ხილი, ყველი ან გადაუმუშავებელი მარცვლეულისგან მომზადებული კერძები. კრეკერი, პოპკორნი, როგორც წესი, ნაკლებად საზიანო ვარიანტებია.

კვება,

ყოველთვის გქონდეთ ბავშვისთვის ხელმისაწვდომი საკვები.

როცა ბავშვი სკოლიდან სახლში ბრუნდება, ის მშიერია და ასეც უნდა იყოს. სკოლაში სწავლობს, დასვენების დროს დარბის და მეგობრებთან ერთად თამაშობს - მთელი დღის განმავლობაში უამრავ ენერგიას ხარჯავს. იდეალურია, თუ ბავშვს სახლში დაბრუნებისთანავე შეეძლება ხილით წახემსება. ზოგადად, ხილით სავსე თასის სამზარეულოში დატოვება და ხილის მირთმევის წახალისება, ძალიან მნიშვნელოვანია.
 

ნუ აიძულებთ ბავშვს, საკვების ულუფის ბოლომდე მირთმევას.

თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ თუ ბავშვს სადილზე საკვების დამთავრებას აიძულებთ, მოგვიანებით კვებისთვის აღარ შეგაწუხებთ, მაგრამ ბავშვების იძულება, ჭამონ მაშინ, როცა არ სურთ, არსდროსაა კარგი იდეა. თუ ბავშვს დავასწავლით დანაყრების შეგრძნების იგნორირებას, ამით შევუქმნით საფრთხეს, რომ მომავალში ჭარბი წონა, სიმსუქნე და კვებასთან დაკავშირებული სხვა პრობლემები შეაწუხებს. თუ თქვენი შვილი შიმშილს იმისთვის იმიზეზებს, რომ დაძინების დრო გადაავადოს, შესთავაზეთ საკვები ძილის წინ ერთი-ორი საათით ადრე და შემდეგ გარკვევით უთხარით, რომ მისთვის სამზარეულო საუზმემდე დაკეტილია.

გარდა ამისა, თუ ეჭვობთ, რომ თქვენი შვილი საკვებს ფსიქოლოგიური პრობლემების დასაძლევად იყენებს, აუცილებელია ჩაერიოთ - შეეცადეთ, მეტი დრო გაატაროთ მასთან და შეიტყოთ რა არის მისი სტრესის მიზეზი. თუ თქვენს შვილს არ აწუხებს ჭარბი წონა  და ჯანსაღ საკვებს მიირთმევს, მისი მომატებული მადა და ხშირი კვება ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს უბრალოდ იმას ნიშნავს, რომ სუპერმარკეტში მოგზაურობა უფრო ხშირად მოგიწევთ.

წყარო: babycenter

ასევე დაგაინტერესებთ: