სუფთა თეფშის სინდრომი

27-11-2021

სუფთა თეფშის სინდრომი არის მდგომარეობა, რომლითაც ხასიათდება მშობლის რეაქცია მის მიერ ბავშვისთვის შეთავაზებული ულუფის ბოლომდე დამთავრების შემთხვევაში. თუ ბავშვმა ბოლომდე მიირთვა მშობლის მიერ შეთავაზებული პორცია და თეფში მოასუფთავა, ყველა ბედნიერია, მაგრამ თუ ვერ დაამთავრა, აი, მაშინ კი საქმე ცუდად არის და იწყება კვლევა-ძიება, რა სჭირს ბავშვს, რამე ხომ არ აწუხებს, ავად ხომ არ არის და ა.შ. სწორედ ამ პერიოდში უყალიბდება ბავშვს საკვებისადმი დამოკიდებულება, გარკვეული უნარ-ჩვევები, ნუ დაივიწყებთ იმის შესახებ, რომ თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს ყველაზე მწვავე პრობლემა ჭარბი წონა და ნაკლებად აქტური ცხოვრების წესია. 

მშობელი დაინტერესებულია მხოლოდ იმით, რომ ბავშვმა ბოლომდე ჭამოს ყველაფერი ის, რაც მშობელს მისთვის ემეტება. ეს ყველაფერი კი, რა თქმა უნდა, საუკეთესოა, მშობლების აზრთ, თუმცა დაფიქრებულხართ მაზე, რამდენად სასარგებლოა ეს ბავშვის ორგანიზმისათვის? 

არ არის საჭირო ბავშვის შექება იმის გამო, რომ მან თეფში მოასუფთავა, არ არის საჭირო ყურადღების გამახვილება იმაზე, რომ მან შეთავაზებული საკვები აუცილებლად ბოლომდე უნდა შეჭამოს. აღარ გინდა? რა პრობლემაა. შეგიძლია დაასრულო. 

თუ ბავშვი საჭმელს მუდმივად ტოვებს, ე.ი. პრობლემა ბავშვს კი არა, თქვენ გაქვთ. თქვენი წარმოდგენა სწორ კვებასთან დაკავშირებით აბსოლუტურად არ შეესაბამება ბავშვის მოთხოვნილებებს.

ალბათ, თქვენს გეუბნებოდნენ ბვშვობაში, რომ თუ თეფშს ბოლომდე მოასუფთავებდით, ძალიან ლამაზი ცოლი/ქმარი გეყოლებოდათ - გამართლდა ეს ამბავი?