ბავშვი მხოლოდ მაკარონს ჭამს. რატომ? 

21-06-2022

რაზე მიანიშნებს ამა თუ იმ პროდუქტის ამოჩემება? 

ამა თუ იმ პროდუქტის ამოჩემება შესაძლოა შერჩევითი კვების აშლილობის მიზეზი იყოს. თუ ბავშვი საკვებად მუდმივად ერთსა და იმავეს, მაგალითად მაკარონს, იოგურტს ან სხვა რამეს ითხოვს, თუმცა თქვენ მაინც ახერხებთ მისთვის მრავალფეროვანი საკვების შეთავაზებას და იგი იზრდება და სათანადოდ ვითარდება, ნერვიულობა არ ღირს. მაგრამ თუ ბავშვს აღენიშნება სხვადასხვა პროდუქტის აუტანლობა და ეს ყველაფერი მის ფიზიკურ განვითარებაზეც აისახება, შესაძლოა მას შერჩევითი კვების აშლილობა აწუხებდეს. ასეთი ბავშვები  საკვები ნივთიერებების ნამდვილ დეფიციტს განიცდიან, რაც მათ ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზეც აისახება. 

მშობელმა არ უნდა ინერვიულოს, თუ:
•    ბავშვის მენიუ 5-7 კერძისაგან შედგება.
•    არ ეზიზღება საკვები.
•    არ აქვს  ფსიქიკური დაავადება.
•    უარს არ ამბობს კერძზე მისი ფერის ან სტრუქტურის გამო.
•    არ ზღუდავს რაოდენობას.
თუ ბავშვს ზემოთ ჩამოთვლილი თვისებები ახასიათებს, მას ყველაფერი წესრიგში აქვს, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ექიმს შეუძლია დასვას უტყუარი დიაგნოზი იმასთან დაკავშირებით. ბავშვს რამე სჭირს თუ ეს უბრალოდ ახირებაა. 

საკვები, პროდუქტები, ბავშვთა კვება,

რატომ არ ჭამს ბავშვი საკმარისად?

•    ხშირად ბავშვი ჭამის დროს საჭმელს ირჩევს და ჯიუტობს იმის გამო, რომ არასწორად იკვებება. მაგალითად, არის შემთხვევები, როდესაც ბავშვი უარს ამბობს წვნიანზე და დედა მაშინვე ჩაანაცვლებს წვნიანს მაგალითად, ტკბილეულით ან ღვეზელით და ა.შ., რადგან ყველა დედას ეშინა, რომ მისი შვილი მშიერი დარჩება. ბავშვი ამას აფიქსირებს და წვნიანზე უარის თქმა მისთვის ნორმა ხდება. 
•    სიჯიუტის მიზეზი შესაძლოა იყოს ასევე ბავშვისთვის მყარი საკვების დაგვიანებით მიცემა. ერთი წლისთვის ბავშვი თითქმის ყველანაირ საკვებს უნდა იღებდეს. თუ მშობელი ამას არ გააკეთებს, „ოქროს ფანჯარა“ დაიხურება. 
•    ასევე - ცუდად შედგენილი მენიუ, როდესაც ბავშვი უბრალოდ არ იცნობს ამა თუ იმ პროდუქტს. 
•    ოჯახში არსებული კვების კულტურა. თუ ოჯახი უპირატესობას ე.წ. ფასთ ფუდს ანიჭებს, რა თქმა უნდა, არც ბავშვს ეყვარება წვნიანი და ბოსტნეული, ჯანსაღი პროდუქტი. 
•    კვებასთან დაკავშირებული ნეგატიური გამოცდილება. მაგალითად თუ ბავშვს ოდესმე აწყინა ამ თუ იმ პროდუქტმა, რაიმე დისკომფორტი შეუქმნა. 
•    და ბოლოს, რეჟიმის არქონა. ეს ძალიან ცუდად აისახება ბავშვის კვებაზე. მნიშვნელოვანია, რომ ბავშვს განსაზღვრული საათები ჰქონდეს საუზმის, სადილის და ვახშმისთვის. 

საკვები, პროდუქტები, ბავშვთა კვება,

როგორ შევარჩიოთ სწორი ულუფა

ბავშვების მაკარონისადმი სიყვარული ძალიან ადვილად აიხსნება - მას აქვს სპეციფიკური სუნი და გემო და სწრაფად ანაყრებს. გარდა ამისა, ის იპყრობს ბავშვის ყურადღებას სხვადასხვა ფერის და ფორმის გამო. ბევრი მშობელი თავად უღვივებს ბავშვს ამ პროდუქტისადმი სიყვარულს მისი აკრძალვით. როგორც ყველამ ვიცით, აკრძალული ხილი ბევრად გემრიელი და სასურველია. 
თუ გსურთ ძირფესვიანად შეცვალოთ თქვენი შვილის კვების რაციონი, დაიწყეთ საკუთარი თავით. დარწმუნდით, რომ ბავშვის ულუფაში არის ხილი, ბოსტნეული, ცილები და მარცვლეული.