მყარი საკვების დაწყება ძუძუთი კვებაზე მყოფი ბავშვისთვის

26-06-2022

მყარ საკვებზე გადასვლა ძუძუთი კვების დროს 

ძუძუთი კვების დროს მყარი საკვების დანერგვისას უნდა გაითვალისწინოთ, რომ არ არის აუცილებელი ძუძუთი კვების სიხშირე შეცვლა. თუ ყველაფერი კარგად მიდის და ბავშვი დაინტერესებულია ახალი საკვებით, სავარაუდოდ, არაფრის შეცვლა არ არის საჭირო. მაგრამ, როდესაც ბავშვი 9+ თვის ასაკს მიაღწევს და მეტი რაოდენობის მყარი საკვების მირთმევას არ იწყებს, განსაკუთრებით, იმ შემთხვევაში თუ ბავშვი არ არის დაინტერესებული სუფრასთან ყოფნით, სასურველია განიხილოთ ზოგიერთი სტრატეგია, რომელიც დაგეხმარებათ მის დაინტერესებაში.

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, რის გამოც ჩვილები არ ინტერესდებიან მყარ საკვებით, არის ის, რომ არ შიათ საკმარისად.
დაიმახსოვრეთ, რომ პერიოდი მყარი საკვების მიღების დაწყებიდან (დაახლოებით 6 თვის ასაკიდან) 12-15 თვის ასაკამდე არის დრო, როდესაც ბავშვმა უნდა განუვითაროს და დახვეწოს კვების უნარები. ამ უნარების ჩამოყალიბებას თანმიმდევრული და განმეორებადი პრაქტიკა სჭირდება, რადგან მრავალფეროვანი საკვების ღეჭვა და გადაყლაპვა ბევრ ძალისხმევას მოითხოვს. ამ პერიოდში მნიშვნელოვანია დედის რძის მარაგის სტაბილურობის შენარჩუნება.

მყარი კვება, მყარ კვებაზე გადასვლა, მყარი კვების დაწყება, დამატებითი საკვები, ძუძუთი კვება,

კვლევამ აჩვენა, რომ თუ ჩვილები არ იკვლევენ საკვების არომატებს და ტექსტურებს 6-8 თვის ასაკიდან, უფრო სავარაუდოა, რომ ისინი მომავალში უარს იტყვიან ახალი საკვების შეთავაზებაზე. როდესაც ჩვილებს არ აქვთ სურვილი, გასინჯონ ახალი პროდუქტები პირველი წლის განმავლობაში, ხშირად ღეჭვის შეფერხება ხდება. ასევე ხშირია წონაში მატება ახალშობილებში, რომლებიც წინააღმდეგობას უწევენ მყარ საკვებზე გადასვლას ინტერესისა და პრაქტიკის ნაკლებობის გამო და ზედმეტად ეჯაჭვებიან დედის რძეს. 

იდეები, რომლებიც დაგეხმარებათ ბავშვის მყარი საკვების მისაღებად მომზადებაში:

3-დან 5 თვემდე

ბავშვი, სავარაუდოდ, დღეში ექვსჯერ იკვებება ძუძუთი. დაუთმეთ დღე ბავშვისთვის მყარი საკვების და ოჯახური სადილის იდეის გაცნობას.

კვებისას მიიყვანეთ ბავშვი მაგიდასთან და თუ გსურთ, დაისვით ის კალთაში. მიეცით საკვებისა და სასმელის სუნის შეგრძნების საშუალება. ის დაინახავს, როგორ მიგაქვთ საჭმელი პირთან. ისაუბრეთ საჭმელზე. ბავშვმა შეიძლება გამოიჩინოს გარკვეული ინტერესი, თუ რას მიირთმევთ.

იატაკზე თამაში

ამ ასაკში მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა ბევრი დრო დაუთმოს იატაკზე ჯდომას, ეს გაავარჯიშებს მისი პრესის და ზურგის კუნთებს. მიეცით ბავშვს საშუალება ითამაშოს ზურგზე, გვერდზე და მუცელზე. წაახალისეთ მიწვდომის და დაჭერის აქტივობები ბავშვის თავს ზემოთ სათამაშოებოს დაჭერით. ეს საშუალებას აძლევს მას ივარჯიშოს მკლავებისა და ხელების გამოყენებაში, რაც კვების დროს დასჭირდება.

ნება მიეცით ბავშვს, უყუროს საკვების მომზადების პროცესს. აღწერეთ თქვენ მიერ მომზადებული საკვები ისე, რომ ბავშვმა გაიგოს და ისწავლოს აღწერილობითი სიტყვები საკვების შესახებ (ცხელი, ცივი, მჟავე, ტკბილი, მარილიანი).

მყარი კვება, მყარ კვებაზე გადასვლა, მყარი კვების დაწყება, დამატებითი საკვები, ძუძუთი კვება,

6-დან 7 თვემდე

შეარჩიეთ სადილისთვის დრო, როდესაც ბავშვი ბედნიერი, მხიარული და კარგად დასვენებულია. სასურველია, რომ ბავშვისთვის კვება ბედნიერებასთან ასოცირდებოდეს და ჰქონდეს ენერგია და ხალისი კვების სწავლისთვის. როდესაც ბავშვი იწყებს მყარი საკვების მიღებას, ნუ მოელით მყისიერ წარმატებას. ზოგიერთი ბავშვი სხვებზე მეტს ჭამს და ეს ნორმალურია. ამ ასაკში ჩვენ გირჩევთ დღეში ერთ-ორ კვებას დედის რძით გაღვიძებისთანავე და შემდეგ დაახლოებით ერთი საათის ინტერვალში მაგიდასთან კვებას. დღეში 2-ჯერ მაგიდასთან კვება მხოლოდ იმ შემთხვევაშია მისაღები, თუ ბავშვი ენთუზიაზმით ხვდება მყარი საკვების მირთმევას. თუ ის ამ პროცესში ადვილად იღლება ან იმედგაცრუებულია, ა მეთოდით დღეში ერთხელ კვებაც საკმარისია. 
ამ ასაკში შეგიძლიათ დაიწყოთ მცირე რაოდენობით წყლის შეთავაზება ღია ფინჯნით და საწრუპიანი ჭიქით ყოველი კვების დროს, ჭიქის სტილის მონაცვლეობით. ბავშვს დაალევინეთ ყოველ კვებაზე მაქსიმუმ 60 მილილიტრი ოდენობის წყალი, ხოლო დღეში - მაქსიმუმ 120 მლ. 

8-დან 9 თვემდე

ამ ასაკში დროა ბავშვს მყარი საკვები დღეში ორჯერ შესთავაზოთ. გამოყავით 1 საათი ძუძუთი კვებასა და მაგიდასთან საკვებას შორის, რათა ბავშვი ზომიერად მშიერი იყოს მაგიდასთან კვებამდე. თუ ბავშვი ძალიან მშიერია, ჭამის დაწყებამდე შესთავაზეთ ძუძუთი კვება მცირე ხნით.  

10-დან 11 თვემდე

შესთავაზეთ ბავშვს სამჯერადი კვება მყარი საკვებით ყოველდღე და ხუთი (ან მეტი) ძუძუთი კვება, რომელიც განაწილებულია მთელი დღის განმავლობაში.

ძუძუთი კევბასა და მყარი საკვების შეთავაზებას შორის დაიცავით 1,5-2-საათიანი შუალედი. შესთავაზეთ ბავშვს ძუძუთი კვება, თუ ის ჭამის შემდეგ მშიერი გეჩვენებათ, მაგრამ სასურველია, ნელ-ნელა შეწყვიტოთ ამის გაკეთება. ზოგჯერ ბავშვმა შეიძლება განზრახ თქვას უარი მყარ საკვებზე, რადგან ძუძუთი კვებას ელის. 
განაგრძეთ რძის ან წყლის შეთავაზება ღია ან საწრუპიანი ჭიქით ჭამის დროს, ჭიქების სახეობების მონაცვლეობით. 

 2-დან 13 თვემდე 

ამ ასაკში მყარი საკვები ხდება კვების ძირითადი წყარო და პრიორიტეტული უნდა იყოს. მიზანია, რომ თქვენმა პატარამ დღეში სამჯერ მიირთვას მყარი საკვები. 

14-დან 15 თვემდე

ჩვილი ბავშვები სასურველია ძუძუთი იკვებონ დღეში ერთხელ მაინც. დაიცავით მყარი საკვების მიღების სამჯერადი განრიგი და დაიწყეთ წასახემსებლის შეთავაზება კვებებს შორის დღეში ერთხელ ან ორჯერ. 

16-დან 24 თვემდე

ამ ასაკში ბავშვი ჩვეულებისამებრ ძუძუთი დღეში ერთჯერ ან ორჯერ იკვებება. მყარი საკვები არის კვების ძირითადი წყარო და მნიშვნელოვანია დარწმუნდეთ, რომ ბავშვი დღეში მინიმუმ სამჯერ მიირთმევს მყარ საკვებს. თუ ბავშვი არ ჭამს და პედიატრი შეშფოთებულია წონის არასაკმარისი ნამატის გამო, შეგიძლიათ ყოველი ძუძუთი კვების შემდეგ არ შესთავაზოთ ბავშვს საკვები ორი საათის განმავლობაში, რათა წაახალისოთ მაგიდასთან კვება.

წყარო: solidstarts.com