ლობიო ბავშვის მენიუში (+ რეცეპტი)

21-09-2022

რა ასაკიდან შეუძლია ბავშვს ლობიოს მირთმევა?

ბავშვს ლობიო შეგიძალიათ შესთავაზოთ, როგორც კი ის მზად იქნება მყარი საკვების დასაწყებად, რაც, როგორც წესი, 6 თვის ასაკიდან ხდება.

სასარგებლოა თუ არა ლობიო ბავშვისთვის?

დიახ. ლობიო ცილოვანი პროდუქტია, მაგრამ ის ამასთანავე შეიცავს ნახშირწყლებს, დიდი რაოდენობით ბოჭკოს და ჯანსაღ ცხიმებს (ომეგა-3 ცხიმოვან მჟავებს).
ლობიო B6 ვიტამინის, ფოლიუმის მჟავების, რკინის, თუთიის, E ვიტამინის, ქოლინის და კალციუმის კარგი წყაროა. ლობიო ასევე სავსეა სხვა მინერალებით, როგორებიცაა სპილენძი, მაგნიუმი, მანგანუმი, კალიუმი, ფოსფორი და სელენი.

რჩევა: ვიტამინი C ორგანიზმს ეხმარება მცენარეული წყაროებიდან რკინის ათვისებაში, ამიტომ ლობიო მიირთვით C ვიტამინით მდიდარ საკვებთან ერთად, როგორიცაა ბულგარული წიწაკა, ბროკოლი, ყვავილოვანი კომბოსტო, ბარდა ან პომიდორი.

ლობიო, მყარი კვება, ლობიო ბავშვის მენიუში, გამომცხვარი ლობიო, რეცეპტი.

უსაფრთხოა თუ არა ლობიოში შემავალი ლექტინი ბავშვისთვის?

დიახ, თუ ლობიო კარგად მოხარშული ან ქარხნულად დამუშავებულია. მცენარეული ნაერთები, როგორებიცაა ლექტინი, ოქსალატი და ფიტატები ბუნებრივად გვხვდება პარკოსნებში, მთლიან მარცვლეულში და თხილშიც კი. ეს ნაერთები B ვიტამინების, ცილების, ბოჭკოს და ცხიმების შესანიშნავი წყაროა, ასევე აქვს ანტიოქსიდანტური და კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება. ამის მიუხედავად, მათ მიიღეს მეტსახელი „ანტი-ნუტრიენტები“, რადგან მათ შეუძლიათ შეამცირონ სხვა მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებების შეწოვა. თუმცა, ამ ნაერთების უდიდესი ნაწილი მაღალ ტემპერატურაზე მარტივად იშლება და ზოგადად უვნებელია ჯანსაღი, დაბალანსებული დიეტის ფარგლებში მოხმარებისას, ამიტომ მირთმევამდე დარწმუნდით, რომ ლობიო კარგად არის მოხარშული.

რამდენად დიდია ლობიოს გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

ლობიო შეიცავს გადაცდენის და დახრჩობის საშიშროებას, თუ საკმარისად მოხარშული არ არის. რისკის შესამცირებლად დარწმუნდით, რომ ლობიო მთლიანად მოხარშული და რბილია. თუ გსურთ კიდევ უფრო შეამციროთ დახრჩობის რისკი, შეგიძლიათ თითოეული ლობიოს მარცვალი გააბრტყელოთ თითით ან ჩანგლით, ან დაჭყლიტოთ. 

არის თუ არა ლობიო გავრცელებული კვებითი ალერგენი?

არა. ლობიო არ არის გავრცელებული კვებითი ალერგენი. თუმცა, ლობიოს მიმართ ალერგია აწუხებთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ალერგია სხვა პარკოსნებზე, მათ შორის მიწის თხილსა და სოიოზე (რომლებიც გავრცელებული ალერგენებია). თუმცა, ერთი ტიპის პარკოსანზე ალერგია სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ინდივიდი ალერგიული იქნება ლობიოს მიმართაც. ასევე, არყის ხის ან ყვავილის მტვრის მიმართ ალერგიის და /ან ორალური ალერგიის სინდრომის მქონე პირები შეიძლება მგრძნობიარენი იყვნენ  ლობიოს მიმართ.

ლობიო, მყარი კვება, ლობიო ბავშვის მენიუში, გამომცხვარი ლობიო, რეცეპტი.

როგორ მოვამზადოთ ლობიო ბავშვისთვის?

6-დან 9 თვემდე: მოხარშული ლობიო დააქუცმაცეთ ან დაჭყლიტეთ და მოამზადეთ ერთგვაროვანი პასტა. თუ გსურთ, თხლად წაუსვით რბილი სიმინდის ტორტილაზე ან ბრინჯის თხელ ნამცხვრებზე, ასევე შეგიძლიათ ლობიოს მასას შეურიოთ დედის რძე, ხელოვნური საკვები, ზეითუნის ზეთი, ავოკადო ან თუნდაც უშაქრო იოგურტი.  
9-დან 12 თვემდე: ჩვილებს, რომლებსაც აქვთ განვითარებული პინცეტის რეფლექსი (ცერა და საჩვენებელი თითით მცირე ზომის საგნების აღების უნარი), შეგიძლიათ შესთავაზოთ კარგად მოხარშული მთლიანი ლობიოს მარცვლები. ისინი შეგიძლიათ წინასწარ ნაზად გააბრტყელოთ ცერა და საჩვენებელი თითით, რათა შეამციროთ გადაცდენის რისკი.

12-დან 24 თვემდე: ამ ასაკში ბავშვს უნდა შეეძლოს მთლიანი ლობიოს მარცვლების დაღეჭვა და გადაყლაპვა, ამიტომ სცადეთ შესთავაზოთ მას მრავალფეროვანი კერძები, როგორებიცაა ლობიოს სალათები, ლობიოს წვნიანი და ა.შ. 

რეცეპტი: გამომცხვარი ლობიო

ინგრედიენტები:
•    1 ½ ჭიქა (400 გრამი) მოხარშული ლობიო
•    ½ დიდი ზომის ხახვი 
•    2 კბილი ნიორი 
•    1 ჭიქა (240 მლ) ტომატი
•    2 სუფრის კოვზი (30 მლ) ავოკადოს ზეთი 
•    მარილი გემოვნებით მოზრდილებისთვის და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის
•    1 ლაიმი (სურვილისამებრ)
მომზადების წესი:
•    ბლენდერში დაამუშავეთ ლობიო და 1 ჭიქა (240 მლ) წყალი.
•    დაბლენდერებული ლობიო გადაიტანეთ თასში, დაამატეთ ხახვი, ნიორი, პომიდორი და მწვანილები. კვლავ დააბლენდერეთ პიურეს მისაღებად. 
•    ტაფა დადგით საშუალო ცეცხლზე და დაასხით ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, დაუმატეთ ხახვი და ტომატი და მოურიეთ. დატოვეთ ცეცხლზე 5 წუთის განმავლობაში.
•    ხახვის  და ტომატის ნარევს დაუმატეთ დაბლენდერებული ლობიო. მოამზადეთ მანამ სანამ ზედაპირზე ბუშტუკები არ წარმოიქმნება. შემდეგ გადმოდგით ტაფა ცეცხლიდან. 
•    მოზრდილებისა და უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მოაყარეთ კერძს მარილი და დაუმატეთ ლაიმის წვენით, შემდეგ ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და პომიდორი.

შენახვა: კერძი ინახება მაცივარში, ჰერმეტულ კონტეინერში, 3 დღის განმავლობაში.

გემოების შეხამება:
ლობიო უხდება ავოკადოს, კასავას, სიმინდს, ქინოას და პომიდორს. 

წყარო: solidstarts