ბულგარული წიწაკა-რა ასაკიდან გავასინჯოთ ბავშვს

12-07-2022

როდის შეუძლია პატარას ბულგარული წიწაკის მირთმევა?

ბულგარული წიწაკა შეიძლება შეიტანოთ ბავშვის კვების რაციონში, როცა ის მზად იქნება მყარი საკვების მისაღებად, რაც ჩვეულებრივ, 6 თვის ასაკში ხდება.

სასარგებლოა თუ არა ბულგარული წიწაკა ბავშვებისთვის?

დიახ. ბულგარული წიწაკა მდიდარია A და C ვიტამინებით - ორი ძირითადი საკვები ნივთიერებით, რომლებიც საჭიროა მხედველობის, კანისა და იმუნური სისტემის განვითარებისთვის. სინამდვილეში, ბულგარული წიწაკა უფრო მეტ C ვიტამინს შეიცავს, ვიდრე ფორთოხალი! წიწაკა ასევე შეიცავს ვიტამინ B6-ს, რომელიც ბავშვის ორგანიზმს ეხმარება, წარმოქმნას ჰორმონები, რომლებიც არეგულირებენ განწყობას, ძილ-ღვიძილის ციკლს და ორგანიზმის სხვა ფუნქციებს. გაითვალისწინეთ, რომ ბულგარული წიწაკის შემადგენლობა ფერის მიხედვით იცვლება. ნარინჯისფერი, მწვანე, წითელი და ყვითელი ბულგარული წიწაკა ბეტა კაროტინისა და სხვა კაროტინოიდების მთავარი წყაროა (ორივე საჭიროა A ვიტამინის შესაქმნელად), ხოლო მეწამული და ყავისფერი ბულგარული წიწაკა მდიდარია ანთოციანინით, ანტიოქსიდანტით, რომელსაც მოცვი და მაყვალიც შეიცავს.
წითელ და ყვითელ წიწაკას ასევე აქვს C ვიტამინის მეტი რაოდენობა. მიირთვით ისინი რკინით მდიდარ საკვებთან ერთად, როგორიცაა ლობიო ან ოსპი. C ვიტამინი ორგანიზმს პარკოსნებში არსებული მცენარეული რკინის ათვისებაში ეხმარება.

ბულგარული წიწაკა, წიწაკა, ბავშვის კვება, დამატებითი კვება, სოლიდსტარტი, ბულგარული,

რამდენად დიდია ბულგარული წიწაკის გადაცდენის საფრთხე ბავშვებში?

უმი ბოსტნეული შეიძლება წარმოადგენდეს დახრჩობის საშიშროებას. რისკის შესამცირებლად მოხარშეთ წიწაკა დარბილებამდე და დაჭერათ, ან შესთავაზოთ ბავშვს წვრილად დაჭრილი უმი ბულგარული წიწაკა. 

წარმოადგენს თუ არა ბულგარული წიწაკა გავრცელებულ კვებით ალერგენს?

არა, ალერგია ბულგარულ წიწაკაზე იშვიათია. თუმცა, ბულგარული წიწაკა არის მცენარეების ოჯახის ნაწილი, რომელშიც შედის ბადრიჯანი, წიწაკა, პომიდორი და თეთრი კარტოფილი. ადამიანები, რომლებიც ალერგიული არიან ამ ბოსტნეულების მიმართ, შეიძლება ასევე მგრძნობიარენი იყვნენ ბულგარული წიწაკის მიმართაც.

ბულგარული წიწაკა, წიწაკა, ბავშვის კვება, დამატებითი კვება, სოლიდსტარტი, ბულგარული,

როგორ მოვამზადოთ ბულგარული წიწაკა პატარასთვის?

6-დან 9 თვემდე: შესთავაზეთ ბავშვს შემწვარი ან მოხარშული წიწაკის ნახევარი ან მეოთხედი, წიწაკის თესლების, კანისა და ღეროს გარეშე.
9-დან 12 თვემდე: ამ ასაკში ბავშვს უვითარდება პინცეტის რეფლექსი. ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლიათ უფრო ადვილად აიღოს საკვების პატარა ნაჭრები და, შესაბამისად, კარგი დროა საკვების ნაჭრების ზომის შესამცირებლად. სცადეთ შესთავაზოთ წვრილად დაჭრილი ნედლი ბულგარული წიწაკა.
12-დან 24 თვემდე: გააგრძელეთ დაჭრილი მოხარშული ან უმი ბულგარული წიწაკის შეთავაზება. როდესაც ბავშვი მიუახლოვდება 18 თვის ასაკს და მას დახვეწილი კვების უნარები განუვითარდება, შეგიძლიათ დაიწყოთ უმი წიწაკის უფრო დიდი ნაჭრების შეთავაზება (წიწაკის მეოთხედი ან ნახევარი).

ბულგარული წიწაკის კანი ადვილად მოსაშორებლად: გაჭერით შუაზე, ამოიღეთ ღერო, თესლი და მოთავსეთ გაცხელებულ ზეთში (როგორიცაა ავოკადოს ზეთი), შემდეგ შეწვით და დაჭერით. გაგრილების შემდეგ კანი ადვილად მოშორდება. 

რეცეპტი: შემწვარი ბულგარული წიწაკა რიკოტათი

ინგრედიენტები:
•    3-4 წითელი ბულგარული წიწაკა
•    1 სუფრის კოვზი ავოკადოს ზეთი
•    ½ ჭიქა რიკოტა

მომზადების წესი:
•    გააცხელეთ ღუმელი 400 გრადუსზე.
•    გარეცხეთ წიწაკა. გაჭერით შუაზე, სიგრძეზე. ამოიღეთ ღერო და თესლები.
•    წიწაკას მოასხით ზეთი და გამოაცხვეთ 30 წუთით. 
•    გამოიღეთ წიწაკა ღუმელიდან. როგორც კი საკმარისად გაცივდება, მოაშორეთ კანი.
•    წვრილად დაჭერით და დაუმატეთ ყველი რიკოტა.

გემოების შეხამება

ბულგარული წიწაკის ტკბილ-მჟავე არომატი კარგად ერწყმის საკვებს, როგორიცაა თხის ყველი, მოცარელა და იოგურტი, ცილებით მდიდარ პროდუქტებს, როგორიცაა ლობიო, საქონლის ხორცი, ქათამი და მოლუსკები, ჯანსაღი ცხიმების შემცველ საკვებს, როგორიცაა ავოკადო და თხილი.

წყარო: solidstarts.com