რატომ უნდა ჩვილს მუდმივად ძუძუს წოვა?

04-07-2023

არის შემთხვევა, როდესაც ჩვილი თავდაპირველად დედის ძუძუს გონივრული შუალედით წოვს, თუმცა მოულოდნელად ისე ხდება, რომ მთელი დღე ძუძუს წოვაში ატარებს. ამის მიზეზი შესაძლოა იყოს მრავალი. 


მაგალითად, როდესაც ჩვილს აქვს
ზრდის დღეები „ნახტომი ზრდაში“ ან უბრალოდ რამე ავადმყოფობას ებრძვის. ხდება ისეც, რომ ავადმყოფობის დროს ჩვილი, ფაქტობრივად, „კიდია ძუძუზე“. ამ დროს ძუძუთი კვებამ შესაძლოა დაიცვას ბავშვი ზედმეტი გართულებისგან, რადგან დედის რძის მეშვეობით ის მიიღებს იმ ანტისხეულებსა და იმუნურ ფაქტორებს, რომელსაც დედის ორგანიზმი ჩვილისთვის გამოიმუშავებს. 
 

ძუძუს შედარებით ხშირი წოვა შესაძლოა იყოს ასევე ჩვილის რეაქცია დედის მიერ მიღებულ რაიმე ახალ პროდუქტზე. თუ ჩვილს შენიშნეთ ალერგიის სიმპტომები ან ატყობთ, რომ ჭამის მანერა დამოკიდებულია დედის ჭამაზე ან ჭამის  სიხშირეზე, აუცილებლად მოიძიეთ ინფორმაცია ჩვილის მიერ პროდუქტის მიღებისა და ატანის შესახებ. 
შესაძლოა ჩვილი მიეჯაჭვოს დედის ძუძუს იმ შემთხვევაში, თუ ოჯახმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი, ან სახლში შეინიშნება ხშირი ხალხმრავლობა, სტუმრები, ან დედას მოუწია ჩვილის ხანგრძლივი დროით დატოვება. მსგავსი ფაქტი შეიძლება დაფიქსირდეს ასევე
კბილების ამოჭრის დროს.

ერთი სიტყვით, ძუძუზე მიჯაჭვულობის მიზეზი შესაძლოა გახდეს ჩვილის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებები ან ფიზიკური განვითარების ახალი ეტაპი. შესაძლოა ბავშვი გადავიდეს კლასტერული კვების ფაზაში, ძუძუთი კვების პროცესი ამშვიდებს ბავშვის ნერვულ სისტემას, უძლიერებს მას სტაბილურობის შეგრძნებას. ძუძუზე მიჯაჭვულობის პროცესი შესაძლოა გაგრძელდეს რამდენიმე დღე, კვირა ან თუნდაც თვე. ეს დამოკიდებულია ბავშვზე, მის ნერვულ სისტემაზე და დამოკიდებულების კონკრეტულ ფაქტორზე.  ედიატრები გვირჩევენ, რომ ამ დროს მშობელი უბრალოდ დაემორჩილოს ბავშვის მიერ მოცემულ სიგნალს ცოტაოდენი მოთმინების შემდეგ ეს პროცესი აუცილებლად დარეგულირდება.

 

ასევე დაგაინტერესებთ: