რატომ ამბობს უარს ძუძუთი კვებაზე ზოგიერთი ახალშობილი?

20-04-2023

რატომ ამბობს ზოგიერთი ჩვილი უარს ძუძუთი კვებაზე?

მიუხედავად იმისა, რომ ძუძუთი კვება თანდაყოლილი, ბუნებრივი რეფლექსია, ჩვილმა შესაძლოა ამის გაკეთება ვერ მოახერხოს ან უბრალოდ გაუჭირდეს, წოვის პროცესი საკმაოდ რთულია და შესაძლოა ბავშვს არ ჰყოფნიდეს ძალა ან ენერგია და ამიტომ წოვდეს არაეფექტურად. ხანდახან ასეც ხდება და ამაში საგანგაშო არაფერია. ბოლოსდაბოლოს მიზეზი შეიძლება იყოს ისიც კი, რომ ჩვილს მიეცეს ტირილის საბაბი, რის შემდეგაც მას დედა ხელში აიყვანს და მოეფერება.

ერთ-ერთი მიზეზი ამისა შეიძლება იყოს დედის გართულებული მშობიარობა, შესაძლოა ჩვილს უჭირს წოვა, ამ დროს განიცდის თავის ტკივილს. დედის მიერ მშობიარობის დროს მიღებულმა ზოგიერთმა პრეპარატმა ან ნარკოზმა შესაძლოა გამოიწვიოს ბავშვის ძილიანობა. მშობიარობის დროს სამშობიარო წყლის გადაყლაპვამაც შესაძლოა საკმაოდ დიდი დისკომფორტი გამოიწვიოს, ისეთი, როგორიც არის მაგალითად, გულისრევა, კუჭის გადავსების შეგრძნება და ა.შ. 
შესაძლოა ცუდად დაამახსოვრდეს ბავშვს ძუძუთი პირველი კვება ამ  დროს აღებული ანალიზების გამო. 

რა პრობლემები შეიძლება შეიქმნას ძუძუთი კვების დროს?

მშობიარობიდან რამდენიმე დღის შემდეგ ბავშვს შესაძლოა გამოუვლინდეს შემდეგი სახის პრობლემები:
•    დედის ზედმეტად გადავსებული და გამაგრებული მკერდი. ეცადეთ, გამოიწველოთ ცოტა რძე, ამის წყალობით შეარბილოთ მკერდი და მხოლოდ ამის შემდეგ შესთავაზოთ საჭმელად ჩვილს. 
•    სტრესი. ბავშვს დრო სჭირდება გარე სამყაროსთან ადაპტირებისთვის, სიცოცხლის პირველ დღეებში შეიძლება გააღიზიანოს ყველაფერმა, ბევრმა ხალხმა, სამედიცინო მანიპულაციებმა. კოორდინაციის დარღვევამ წოვისა და ყლაპვის დროს, რაც ასაკის მატებასთან ერთად თავისთავად ალაგდება. 
•    მოკლე ლაგამი, რომელსაც სჭირდება ჩაჭრა. 
•    ზედმეტად ბევრი რძე, რომელიც ჩვილს უკონტროლოდ მიეწოდება.  მას უჭირს ამდენ საკვებთან გამკლავება. 
•    საწოვარას და ძუძუს მონაცვლეობა, რამაც შესაძლოა დააბნიოს ჩვილი, ბოთლი ხელს უშლი მას იმაში, რომ შეეჩვიოს ძუძუს ჭამას. ამიტომ არ არის საწოვარას გამოყენება პირველი 1 თვის განმავლობაში. 
•    მგრძნობელობა პრეპარატების მიმართ. საუბარია დედის მიერ მიღებულ პრეპარატებზე, რომელიც გადადის დედის რძეში და ბავშვს დისკომფორტის შეგრძნებას უტოვებს. 

რატომ ამბობს უარს ძუძუთი კვებაზე ზოგიერთი ახალშობილი, უარი ძუძუზე,
თუ ბავშვმა დაბადებიდან 12-24 საათში არ მიირთვა დედის ძუძუ, მაშინ მას გამოწველილი რძე უნდა შესთავაზოთ. გამოწველით, იქნება ეს ხელით გამოწველა თუ რძის გამოსაწველი აპარატით, ხელს შეუწყობთ რძის გამომუშავების პროცესს. ეცადეთ პირველ ხანებში რაც შეიძლება მეტჯერ გამოიწველოთ რძე, დღე-ღამეში დაახლოებით 8-12 ჯერ მაინც. გამოწველილი რძე ჩვილს შეგიძლიათ მისცეთ კოვზით ან შპრიცით. 

ძუძუთი კვება, როგორც წესი, ბავშვებს ამშვიდებს, თუ ის სტრესს იწვევს, ეს უკვე პრობლემაა. თუ ატყობთ, რომ ბავშვი ნერვიულობს, უმჯობესია შეწყვიტოთ ჭამის პროცესი, დაამშვიდოთ ბავშვი, აგრძნობინოთ, რომ თქვენთან ის უსაფრთხოდ არის. დაიჭირეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში და არა ჭამის პოზაში, შეგიძლიათ გაასეირნოთ სუფთა ჰაერზე ან მიაღებინოთ აბაზანა. მოეფერეთ და ესაუბრეთ, ყველაფერი გააკეთეთ იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ და მშვიდად იგრძნოს. 

რაც შეეხება კვების პროცესს, ეცადეთ, რომ ბავშვთან ერთად განმარტოვდეთ, კონცენტრირდეთ მხოლოდ მის გამოკვებაზე, მოდუნდეთ და ამით მისცეთ საშუალება, რომ ეს პროცესი მისთვის მაქსიმალურად გამარტივებული იყოს. ჩვილი უნდა დარწმუნდეს, რომ მხოლოდ თქვენ ორი ხართ ამ პროცესის მონაწილე, ამით მან სიამოვნება უნდა მიიღოს. 

ძალიან კარგად მოქმედებს კანის კანთან კონტაქტი. პატარა პამპერსის ამარა დატოვეთ, ეცადეთ დაწვეთ ისე, რომ ჩვილი მკერდზე დაიწვინოთ და მისი მუცელი ეხებოდეს თქვენს სხეულს, ეს პოზა ძალიან ამშვიდებთ და მოსწონთ, ამ დროს ხდება ბუნებრივი წოვის რეფლექსის სტიმულაცია. 
აცადეთ, ბავშვმა თავად შეარჩიოს წოვის ტემპი და ნუ ჩაერევით, ნურც დააჩქარებთ და ნურც შენელებაზე იფიქრებთ, ნუ მოაშივებთ ძალიან, გაღიზიანებულმა შესაძლოა ვერ მოახერხოს წოვა კომფორტულად. სცადეთ სხვადასხვა პოზა და რომელიც ყველაზე მეტად მოწონება, ის შესთავაზეთ. 

ძუძუთი კვების პოზიციები,
თუ ჩვილი მაინც უარს ამბობს წოვაზე, შესთავაზეთ გამოწველილი  რძე. ერთი სიტყვით, ყველა ვარიანტში, მთავარია დედა აღიჭურვოს მოთმინებით და მთლიანად მოერგოს ბავშვის მოთხოვნებს.  ასეთი მიდგომით ნებისმიერ პრობლემას აუცილებლად მოაგვარებთ და თან ძალიან მალე. მიჰყევით ჩვილის ნებას და ის თავად მიგახვედრებთ, რა სიამოვნებს და რა აღიზიანებს. 

წარო: la leche league 

გაიგეთ მეტი ინფორმაცია ლაქტაციის შესახებ, შემოგვიერთდით ძუძუთი კვების ჯგუფში. 

ასევე დაგაინტერესებთ: