ძუძუთი კვება პატარასთვის უამრავი სარგებელის მომტანია, მაგრამ დედისთვის ეს პროცესი შესაძლოა, გამოწვევებით იყოს სავსე.
კერძოდ, შესაძლოა, დროის სიმცირის ან სხვა ვალდებულებების გამო დედა იძლებული გახდეს ბავშვი ბოთლით კვებაზე გადაიყვანოს.
ბოთლით კვებაზე გადაყვანისას ბავშვს სავარაუდოდ შეატყობთ დაბნეულობას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ბოთლები რაც შეიძლება მეტად არის მიმსგავსებული ძუძუს თავს, ბავშვისთვის ის მაინც უჩვეულო და დამაბნეველია. ბოთლით კვების ძუძუთი კვებასთან მიახლოვებულმა მეთოდმა - Paced Bottle feeding - შესაძლოა გაუმარტივოს პატარას სიახლესთან შეგუება.
ტრადიციულად, ჩვილის ბოთლით კვებისას ჩვილი თავად აკონტროლებს კვების პროცესს. ის, ძუძუთი კვებისგან გასხვავებით, მოკლე დროში ერთბაშად იღებს დიდი რაოდენობით საკვებს. ძუძუთი კვებასთან მიახლოვებული მეთოდი მიზნად ისახავს კვების პროცესის შენელებას, რათა ის მაქსიმალურად იყოს ძუძუთი კვების მსგავსი. ასეთი ტექნიკის გამოყენებისას, ბოთლის თავი ყოველთვის ნახევრად სავსეა , რაც უზრუნველყოფს კვების ტემპის შენელებას.
შენიშნვნა: ბოთლის შერჩევისას უმჯობესია, უპირატესობა მიანიჭოთ დიდი დიამეტრის მქონე, ბუნებრივთან მაქსიმალურად მიახლოვებულ თავს და დააკვირდეთ, რამდენად კომფორტულია ის ჩვილისთვის. შესაძლოა, საჭირო გახდეს მისი რამდენჯერმე შეცვლა, სანამ იდეალურ ვარიანტს იპოვით.
დაიჭირეთ ჩვილი ისე, რომ თავი ოდნავ წამოწეული ჰქონდეს და მიადეთ პირთან ბოთლის თავი, ისე როგორც ამას ძუძუთი კვების დროს იზამდით.
როდესაც ის პირს გააღებს, ნაზად წაწიეთ წინ ბოთლის თავი. შეგიძლიათ ბავშვს ლოყაზე მოეფეროთ, რათა წაახალისოთ და დააინტერესოთ კვებით. ბოთლის თავი მოთავსებული უნდა იყოს ბავშვის ენის ზემოთ. დაიჭირეთ ბოთლი ჰორიზონტალურად - ასეთი პოზიცია საშუალებას მოგცემთ უკეთესად გააკონტროლოთ ნაკადი.
მიეცით ბავშვს საშუალება, წოვოს ისე, როგორც ძუძუთი კვების დროს. საკვების ნაკადის გასაკონტროლებლად შეგიძლიათ უფრო დახაროთ ბოთლი, რაც შეამცირებს ნაკადს. ამ შემთხვევაში ბავშვს მოუწევს წოვის პროცესს ძალა დაატანოს, როგორც ეს ძუძუს წოვის დროს ხდება.
ძუძუთი კვების დროს ბავშვს უკეთ შეუძლია გააკონტროლოს პროცესი. ბოთლით კვებისას მნიშვნელოვანია, დააფიქსიროთ ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ ბავშვი საკვებს ძალიან სწრაფად იღებს.
ასეთი ნიშნებია:
თუ ასეთ ნიშნებს შეამჩნევთ, შეჩერდით. შეცვალეთ ბოთლის მდებარეობა და დახრის კუთხე.
დროთა განმავლობაში ისწავლით, როგორ მიაახლოვოთ ბოთლით კვება ბუნებრივ კვებასთან მაქსიამალურად, რის შედეგადაც, ბავშვი დისკომფორტის გარეშე მიირთმევს ბოთლით და ასევე არ გაუჭირდება ძუძუთი კვებაზე დაბრუნება.
წყარო: healthline.com
ძუძუთი კვების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ ეწვიოთ ჯგუფს: ძუძუთი კვება
ასევე დაგაინტერესებთ: