როგორ გამოიყოფა რძე ორგანიზმში

21-08-2022

რძის გამოყოფის რეფლექსი - Let down reflex

რძის გამოყოფის რეფლექსი ძუძუთი კვების მნიშვნელოვანი ნაწილია. თითოეული ქალი მას განსხვავებულად შეიგრძნობს. რძის ადექვატური მიწოდების უზრუნველსაყოფად საჭიროა, რომ რძის გამოყოფის რეფლექსი ჩამოყალიბდეს და შენარჩუნდეს. ნორმაში ეს თავისთავად ხდება, დედის მიერ რაიმე დამატებითი ზომების მიღების გარეშე. რძის გამოყოფაზე შეიძლება გავლენა იქონიოს სტრესმა, ტკივილმა და დაღლილობამ, მაგრამ როგორც კი კვების რეჟიმი ჩამოყალიბდება, რძის გამოყოფა სისტემატურად და უპრობლემოდ ხდება.

ლეთ დაუნ რეფლექსი, ძუძუთი კვება, რძის გამოყოფოა, როგორ გამოიყოფა რძე დედის ორგანიზმში,

რა არის რძის გამოყოფის რეფლექსი?

რძის გამოყოფის რეფლექსი აქტიურდება მაშინ, როდესაც ბავშვი ძუძუს წოვს. ეს პროცესი სისხლში ორი ჰორმონის - პროლაქტინისა და ოქსიტოცინის გამოყოფას იწვევს. პროლაქტინი ხელს უწყობს რძის გამომუშავებას, ხოლო ოქსიტოცინი სარძევე ჯირკვლიდან რძის გამოდევნას იწვევს.

რძის გამოყოფის რეფლექსის ამოქმედებისას ქალების უმეტესობა ამჩნევს ცვლილებას ბავშვის წოვის პროცესში - ის სუსტი, ზედაპირული წოვიდან უფრო ძლიერ, ნელ წოვაზე გადადის. ზოგიერთი ქალი ასევე ამჩნევს, რომ ერთი ძუძუდან კვების დროს მეორედან რძის წვეთები გამოიყოფა.

ლეთ დაუნ რეფლექსი, ძუძუთი კვება, რძის გამოყოფოა, როგორ გამოიყოფა რძე დედის ორგანიზმში,

როდის აქტიურდება რძის გამოყოფის რეფლექსი?

•    ბავშვის მიერ ძუძუს წოვის საპასუხოდ;
•    ბავშვის ხმის გაგონების, დანახვის ან მასზე ფიქრის დრო;
•    ბავშვის ფოტოსურათის ყურებისას;
•    რძის გამოსაწველი აპარატის გამოყენებისას ან მკერდზე და ძუძუს თავებზე ხელით შეხებისას;
•    ბავშვის ტირილის მოსმენისას.

რძის გამოყოფის რეფლქსის გააქტიურება ერთი კვების განმავლობაში, ჩვეულებრივ, 2-ჯერ, ან 3-ჯერ ხდება. დედა მხოლოდ პირველ რძის ნაკადს შეიგრძნობს. რეფლექსი ყოველთვის არ არის თანმიმდევრული, განსაკუთრებით ძუძუთი კვების დასაწყისში, მაგრამ რამდენიმე კვირის შემდეგ, რეგულარული ძუძუთი კვების ან გამოწველის შედეგად, ის ავტომატურად აღიძვრება.

რძის გამოყოფის რეფლექსის გამოწვევის სტრატეგიები:

•    დარწმუნდით, რომ ბავშვის ძუძუზე მოჭიდება სწორია.
•    ბავშვი გამოკვებეთ ან რძე გამოიწველეთ ნაცნობ და კომფორტულ გარემოში.
•    სცადეთ რელაქსაციის სხვადასხვა მეთოდი: დამამშვიდებელი მუსიკა, თბილი შხაპი, ნელი ღრმა სუნთქვა ან კისრის და მხრების მასაჟი.
•    ნაზად დაიმასაჟეთ მკერდი და კვების დაწყებამდე ძუძუდან გამოდევნეთ მცირე ოდენობის რძე.
•    უყურეთ თქვენს შვილს ან იფიქრეთ მასზე.
•    თუ ბავშვისგან შორს ხართ, დაათვალიერეთ მისი ფოტოები.
•    მიიღეთ საკმარისი რაოდენობის წყალი.

რძის პირველი ნაკადი შეიძლება საკმაოდ ძლიერი იყოს. ამ სწრაფმა ნაკადმა შეიძლება ბავშვს კვება გაუძნელოს, მაგრამ ეს სავსებით ნორმალურია. ამ პრობლემის თავიდან აცილება შეგიძლიათ კვების დაწყებამდე ცოტაოდენი რძის გამოწველით.

ლეთ დაუნ რეფლექსი, ძუძუთი კვება, რძის გამოყოფოა, როგორ გამოიყოფა რძე დედის ორგანიზმში,

როგორ გავუმკლავდეთ რძის მოულოდნელ გამოყოფას?

სანამ ბავშვის კვების რეჟიმი ჩამოყალიბდება, რძის გამოყოფა შეიძლება დღის განმავლობაში მოულოდნელად, უამრავი ფაქტორის ზემოქმედების შედეგად მოხდეს. ამან შეიძლება გარკვეული უხერხულობა შეგიქმნათ. როდესაც რძის გამოყოფის დაწყებას იგრძნობთ, შეგიძლიათ მკერდზე განახორციელოთ მტკიცე ზეწოლა და გამოიყენოთ სპეციალური საფენები, რომლებიც შეიწოვს გამოყოფილ რძეს და თავიდან აგარიდებთ ტანსაცმლის დასვრას.

წყარო: pregnancybirthbaby