ზოგიერთი თემის განხილვის დროს ურთერთსაწინააღმდეგო აზრებს ვაწყდებით ხოლმე, მაგალითად, ჩვენ ვამტკიცებთ, რომ მთელ პლანეტაზე ყველა დედას ერთნაირი რძე აქვს, თუმცა იმასაც ვამტკიცებთ, რომ რძე აბსოლუტურად ბავშვს ერგება ასაკიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე.
ეს რძის ყველაზე ცვალებადი შემადგენელი ნაწილია. ცხიმების შემადგენლობა რძეში დაახლოებით 4,38%-ია. თუმცა, თუ დედა კვებებს შორის დიდ შუალედს აკეთებს, რძე იშლება. ცხიმის მასა სადინარის კედლებზე ილექება და კვების დროს რძეს ნელ-ნელა უერთდება. ასე რომ, კვების დროს თუ ჭამის დასაწყისში რძის ცხიმიანობა 1 %-ია, კვების ბოლოს შესაძლოა 9 %-ს მიაღწიოს. იმისათვის რომ ბავშვმა „უკანა რძე“ ანუ უფრო ცხიმიანი ულუფა მიიღოს, კვება დაიწყეთ იმ ძუძუთი, რომლითაც დაასრულეთ წინა კვება.
საერთო ჯამში შეგვიძლია ჩამოვთვალოთ ვიტამინები, რომელიც შედის რძის შემადგენლობაში, თუმცა ის ბავშვის ასაკთან ერთად იცვლება. რძის შემადგენლობა, რა თქმა უნდა, დედის კვებაზეც არის დამოკიდებული. თუმცა ძირითადი შემადგენლობა მაინც ერთია:
B1 - თიამინი
B2 - რიბოფლავინი
B3 - ნიაცინი
B5 - პანტოტენინის მჟავა
B6 - პირიდოქსინი
B9 - ფოლაცინი
B12 - კობალამინი (ვეგან ქალების დედის რძეში ნაკლები)
C - ასკორბინის მჟავა
ბავშვის დაბადების პირველ დღეებში დედის რძეში არის შედარებით ნაკლები წყალი, გლუკოზა და ცხიმი. დედის რძის შემადგენლობაში ანტისხეულებიც ბავშვის მდგომარეობიდან გამომდინარე იცვლება, მაგალითად, ავადმყოფობს დროს. ერთი წლის შემდეგ დედის რძის ცხიმიანობა იცვლება.ერთი წლის შემდეგ რძეს აქვს უფრო დამცავი ფუნქცია, ვიდრე კვებითი. რძე შეიძლება იყოს სხვადასხვა ფერის: თეთრი, მოყვითალო, მოცისფრო და ა.შ. ფერით რძის ხარისხი არ განისაზღვრება, ყველა დედას აქვს ის რძე, რომელიც სჭიდება მის შვილს.
ასევე დაგაინტერესებთ: