გაგიზიარებთ 7 რჩევას, როგორ უნდა ვასწავლოთ ბავშვს სხვისი აზრის პატივისცემა
- აუხსენით ბავშვს, როგორ უნდა მოიქცეს იმ შემთხვევაში თუ მისი სურვილი ამა თუ იმ მიზეზის გამო ვერ ასრულდება.
- არ დასაჯოთ, აუხსენით მოქცევის წესები და ასწავლეთ დისციპლინის დაცვა არა დასჯის მიზნით, არამედ იმისთვის, რომ ისწავლოს.
- ასწავლეთ ბავშვს, როგორ უნდა სცეს პატივი სხვა ადამიანს, მის აზრს. მაშინაც კი, თუ ბავშვი შეცდომას უშვებს, იყავით მის მიმართ მომთმენი და ლმობიერი, არ დაგავიწყდეთ, ჩვენ ყველა ვუშვებთ შეცდომებს.
- უფროს ადამიანს უნდა შეეძლოს ბოდიშის მოხდა და დანაშაულის აღიარება იმ შემთხვევაში, თუ ის მართალი არ არის და შეცდა.
- შეინარჩუნეთ სიმშვიდე. არ ღირს ბავშვის ნებისმიერ შეცდომაზე განსაკუთრებული რეაქციის გამოვლენა. ბავშვმა შესაძლოა არ იცოდეს, რომ მისი ესა თუ ის საქციელი არ არის მისაღები.
- მიეცით ბავშვს მაგალითი. არ შეიძლება სხვას მოსთხოვო პატივისცემა თუ თავად არ სცემ პატივს. პატივი ეცით საკუთარ შვილს როგორც პიროვნებას, ადამიანს, რომელსაც გააჩნია საკუთარი მოსაზრება ყველაფერთან დაკავშირებით.
- დაიმსახურეთ მისი პატივისცემა, ნუ მოსთხოვთ ამას მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ მისი მშობელი ხართ. საკუთარი თავისადმი ჭეშმარიტი პატივისცემის მხოლოდ დამსახურება შეიძლება და არა მოთხოვნა.
