როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან მენსტრუაციის ნიშნები და ორსულობა

30-03-2023

რა მსგავსებაა პრემენსტრუალურ სინდრომსა და ორსულობის ნიშნებს შორის?

პრემენსტრუალური სინდრომი, რომელიც მენსტრუაციამდე 2-10 დღით ადრე დგება ხოლმე, ძალიან ჰგავს ორსულობის ნიშნებს. მაგალითად, ამ პერიოდში ქალს ძალიან უნდება შოკოლადი, ბევრი შოკოლადი, ფუნთუშა, მაკარონი.... ერთი სიტყვით, ნახშირწყლები. საერთოდ, მადა მატულობს. მსგავსი სიმპტომები ფიქსირდება ორსულობის პირველ დღეებშიც.

როგორ არ ავურიოთ ერთმანეთში ეს ორი მდგომარეობა? რას ამბობენ ექიმები?

რა მსგავსებაა მენსტრუაციასა და ახლად დამდგარ ორსულობას შორის: თავის ტკივილი შესაძლოა იყოს ორსულობის ნიშანი. ეს გამოწვეულია ჰორმონების ცვალებადობითა და წნევის მომატებით. იგივე ხდება მენსტრუაციის დროსაც.

წელის, ზურგის ტკივილი -  მენსტრუაციის მოახლოებას შესაძლოა ეს სიმპტომიც ახასიათებდეს, ისევე, როგორც ორსულობას.

ხასიათის ცვალებადობა -  გაღიზიანება, უხასიათობა, ემოციური ფონის გაძლიერება, უმიზეზოდ ტირილი - ეს ყველაფერი მენსტრუაციის დროს ჩვეულებრივი მოვლენაა, ისევე როგორც ორსულობის დროს.

ყაბზობა -  პროგესტერონის ჰორმონის მომატებამ, რაც მენსტრუაციის დროს ხდება, შესაძლოა გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის ფუნქციის მოშლა, რაც ორსულობასაც ახასიათებს, განსაკუთრებით პირველ ტრიმესტრში.

მკერდის ტკივილი - სარძევე ჯირკვალი სივდება და ზომაში მატულობს, არის უფრო მგრძნობიარე და მტკივნეული, ეს ნიშანი ორივე შემთხვევაში აქტუალურია.

რით განსხვავდება ორსულობის დასაწყისი მენსტრუაციისგან

ოდნავი სისხლიანი გამონადენი შესაძლოა დაფიქსირდეს ორსულობის დაწყების დროს, როდესაც პლაცენტა ემაგრება საშვილოსნოს. ეს ყოველთვის არ ხდება, თუმცა ამ გამონადენის მენსტრუალურ გამონადენთან შედარება არც კი შეიძლება, მას შესაძლოა ვუწოდოთ უმნიშვნელო.

დაღლილობა - მენსტრუაციის დაწყებამდე ქალები მომატებულ დაღლას უჩივიან, რომელიც, როგორც წესი, მენსტრუაციის დადგომისთანავე ქრება. რაც შეეხება ორსულობას, ეს შეგრძნება დიდხანს გრძელდება.

მომატებული ან დაქვეითებული მადა - მენსტრუაციის წინა პერიოდში ქალებს მადა უძლიერდებათ, ორსულობის დადგომის დროს კი პირიქით, მადა ქვეითდება.

გულისრევა - ძირითადად მოახლოებულ ორსულობას ახლავს თან და მენსტრუაციას თითქმის არ ახასიათებს.

გამონადენი საშოდან - ორსულობის დროს მომატებული ესტროგენი იწვევს თეთრ გამონადენს საშოდან. კერტების გამუქება არეოლის გამუქება ხდება როგორც ორსულობის დროს, ისე ჩასახვიან 1-2 კვირაში, მენსტრუაციას მსგავსი სიმპტომი არ ახასიათებს. და ბოლოს, ციკლის შეწყვეტა ორსულობის ან უბრალოდ დაეჭვების, უტყუარი ნიშანია.