როდის ჯობს დაფეხმძიმება - ასაკი და ორსულობა

07-07-2021

როდის სჯობს დაფეხმძიმება?

ყველაზე გავრცელებული და რთული კითხვა, რომელზეც, როგორც წესი, ყველა კონკრეტულ პასუხს ითხოვს, დაახლოებით ასეთს, მაგალითად, "2022 წლის სავსემთვარეობას". ვისთვის სჯობს ასე? დედისთვის, მამისთვის, უფროსი და-ძმისთვის თუ საერთოდ ოჯახისთვის? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ეს არის  ჩვენი საუბრის მთავარი თემა, მით უმეტეს, რომ პასუხი ამ კითხვაზე ოჯახის წევრების აზრთა მაქსიმალური გათვალისწინებით უნდა მოვიძიოთ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დავკონკრეტდეთ და ისე განვიხილოთ ეს საკითხი. 

რომელი ასაკია იდეალური? 

დაგვეთანხმებით ალბათ, რომ უპირველესი ფაქტორი არის ასაკი, უფრო სწორად კი იდეალური ასაკი. ახალშობილი ოჯახის ცხოვრებას უფრო ნათელს, სასიამოვნოსა და საინტერესოს ხდის. ეს ხდება მაშინ, როდესაც მისი გამოჩენა ოჯახში არ ქმის დისკომფორტს, არ ხდის დედ-მამას ბებია-ბაბუაზე დამოკიდებულს. აშკარაა, რომ იმისათვის, რომ ყველაფერი ეს გვქონდეს და არ ვიყოთ დამოკიდებული სხვაზე, საჭიროა ვიყოთ გარკვეული ასაკის. 

რა თქმა უნდა, 40 წლის ასაკში ბევრად მეტი რესურსი აქვს ადამიანს ყველაფრისთვის, ვიდრე 20 წლის ასაკში. თუმცა, მეორეს მხრივ, ასაკის მატებასთან ერთად ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. ნელ-ნელა თავს იჩენს ზედმეტი კილოგრამები, წნევა, სახსრების ტკივილი, ბოლოსდაბოლოს სხვადასხვა მავნე ჩვევა. 

რა ასაკამდე შეუძლია ქალს შვილის გაჩენა? 

ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ რაც უფრო დიდი ასაკის არის ადამიანი, მით სწრაფად კლებულობს მისი ფერტილობა ანუ გამრავლების უნარი.

ორსულობის დაგეგმვა, ასაკი, ფერტილობა, შვილის გაჩენა,

ქალისა და მამაკაცის ფერტილობა ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდება. მამაკაცის ფერტილობა გახლავთ თავად სქესობრივი აქტი და სპერმატოზოიდის განაყოფიერების უნარი, ქალის ფერტილობა კი გულისხმობს ჩასახვისუნარიანობას, ფეხმძიმობას და მშობიარობას. დაგეგმილი ფეხმძიმობიდან რეალური ფეხმძიმობის ეტაპზე გადასვლისას საქმე ფერტილურ წყვილთან გვაქვს. არის შემთხვევები, როდესაც ქალის მაღალი ფერტილობა აბსოლუტურად უსარგებლოა მამაკაცის დაბალი ფერტილობის ფონზე და პირიქით.

ფერტილობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტორის ცოდნა და გათვალისწინება ძალიან მნიშნელოვანია წყვილისთვის. ერთ-ერთი ყველაზე აშკარა და მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, ისეთი შეკითხვის დასმის დროს, როგორიც არის, როდის სჯობს დაფეხმძიმება, როგორც უკვე მიხვდით, გახლავთ ასაკი. გასაგებია, რომ მამაკაცებს 20-35 წლის ასაკში ბევრად უკეთესი სქესობრივი აქტის შესაძლებლობა აქვთ, ვიდრე 55-70 წლის ასაკში, თუმცა არც თანამედროვე ფარმაკოლოგიის დავიწყება შეიძლება.

სპერმატოზოიდების განაყოფიერების უნართან დაკავშირებით კი საქმე შედარებით სერიოზულად არის, აქაც, ანალოგიურად, ასაკს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.  35 წლის ზემოთ მამაკაცის ორგანიზმში კლებულობს როგორც სპერმატოზოიდების აქტიურობა, ისე მათი რაოდენობა. ასევე მატულობს ბავშვებში სხვადასხვა თანდაყოლილი დაავადების რისკი. სპერმის აქტიურობაზე ძალიან მოქმედებს ალკოჰოლი, თამბაქო, შარდსასქესო ორგანოების დაავადებები, პროსტატიტი, გადატანილი ინფექციური დაავადებები, ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი. 

ქალთა ფერტილობის ასაკობრივი დიაპაზონი კი 20-25 წელია. სწორედ ამ ასაკში არის სამივე კომპონენტი (ჩასახვა, ორსულობა, მშობიარობა, ) ყველაზე ოპტიმალური. საშუალო ასაკი, როდესაც ქალის ფერტილობა უკუსვლას იწყებს, გახლავთ დაახლოებით 32 წელი. თითოეული წლის შემდეგ ეს პროცესი უფრო და უფრო ჩქარდება. 

დასკვნა

ვფიქრობთ,  ვაფასებთ შესაძლებლობებს, ვაანალიზებთ რისკებს და  ვიღებთ გადაწყვეტილებას, რა თქმა უნდა ერთად, დედაც და მამაც. გასაგებია, რომ 20 წლის ასაკში მამაკაციც და ქალიც ბევრად ჯანმრთელია, ვიდრე 35 წლის ასაკში, მაგრამ ისიც კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბავშვს ვაჩენთ ჩვენთვის და არა საჩუქრად ბებია-ბაბუისთვის. ამიტომ უმჯობესია ვიყოთ კარგი მშობლები 35 წლის ასაკში, ვიდრე სხვაზე დამოკიდებული დედ-მამა 20 წლის ასაკში. 
ისიც გახსოვდეთ, რომ ლეკვის შეძენის შემთხვევაშიც კი ადამიანი ჯერ ფიქრობს, სად უნდა დააძინოს ის, როგორ უნდა მოუაროს და როდესაც დარწმუნდება, რომ ამისთვის მზად არის, მხოლოდ შემდეგ ყიდულობს. ბავშვის წინაშე, რომელსაც გააჩენთ, მხოლოდ თქვენ ხართ ვალდებული, თქვენ უნდა უზრუნველყოთ იგი ნორმალური საცხოვრებელი თუ ადამიანური პირობებით. 

წყარო: ევგენი კომაროვსკი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“

ასევე დაგაინტერესებთ: