მას შემდეგ, რაც დაორსულებას გადაწყვეტთ, უამრავი შეკითხვა შეიძლება დაგებადოთ. ხშირად შეკითხვები ოვულაციას ეხება. ოვულაცია არის პროცესი, რომლის დროსაც მომწიფებული კვერცხუჯრედი საკვერცხიდან თავისუფლდება და ფალოპის მილში გადადის. მომწიფებულ კვერცხუჯრედს ამის შემდეგ 12-24 საათის განმავლობაში შეუძლია განაყოფიერდეს, ამიტომ ოვულაციის პროცესის შესწავლა დაორსულების მსურველი ქალებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია. ჩვენ შევეცდებით პასუხი გავცეთ ხშირად დასმულ კითხვებს ოვულაციის შესახებ:
ოვულაციის დროის დასადგენად საჭიროა ქალის მთლიანი მენსტრუალური ციკლის შესწავლა. ამისთვის უნდა ჩაინიშნოთ მენსტრუაციის დაწყების თარიღები, დააკვირდეთ საშოს გამონადენს და გაიზომოთ სხეულის ბაზალური ტემპერატურა. ოვულაციის პერიოდში სხეულის ბაზალური ტემპერატურა იზრდება, საშოს გამონადენი უფრო თხელი, გამჭვირვალე და წელვადი ხდება. ამის გარდა, ოვულაციის პერიოდში შეიძლება გქონდეთ მუცლის შებერილობა, იგრძნოთ საშვილოსნოს შეკუმშვები და მკერდი გახდეს უფრო მგრძნობიარე.
თუ მენსტრუალური ციკლი 28 დღეს მოიცავს, ოვულაცია, როგორც წესი, ციკლის მე-14 დღეს დადგება. თუმცა, ყველა შემთხვევაში ასე არ ხდება. ქალების უმეტესობას სულაც არ აქვს 28-დღიანი ციკლი, შესაბამისად ოვულაციაც ციკლის მე-14 დღეს არ ემთხვევა. იმისათვის, რომ გაიგოთ თქვენი ოვულაციის სავარაუდო თარიღი, საჭიროა თქვენი მენსტრუალური ციკლის შუა რიცხვი იპოვოთ, ოვულაცია ამ დღიდან 4 დღით ადრე ან გვიან გექნებათ - ამ პერიოდს ოვულაციის ფანჯარას უწოდებენ. მენსტრუალური ციკლის ხანგრძლივობის და ოვულაციის სავარაუდო რიცხვის დასადგენად გირჩევთ გამოიყენოთ მენსტრუაციის კალენდარი.
ქალებს, რომლებსაც 28-დღიანი მენსტრუალური ციკლი აქვთ, თვეში საშუალოდ 6 მაღალი ფერტილობის დღე აქვთ. ეს დღეები მოიცავს ოვულაციის დღეს და მის წინა 5 დღეს. დაორსულებისთვის ხელსაყრელია სქესობრივი კავშირის სწორედ ამ დღეებში დამყარება.
ის, რომ ქალს მენსტრუაციის დროს დაორსულება არ შეუძლია, მითია. მენსტრუაცია ორსულობის პრევენციას არ ახდენს. მენსტრუაციის დროს სქესობრივი კავშირის შედეგად დაორსულება შესაძლებელია, თუკი მენსტრუაციის დასრულების და ოვულაციის დღეები ერთმანეთთან ახლოსაა, რადგან სპერმა ქალის ორგანიზმში 3 დღე ინარჩუნებს სიცოცხლისუნარიანობას.
• ბაზალური ტემპერატურის მომატება 1-1.5 გრადუსით.
• მალუთეინიზებელი ჰორმონის მომატება, რომელიც ოვულაციის ტესტით მოწმდება.
• საშოს თხელი, გამჭვირვალე და წელვადი გამონადენი.
• მკერდის მგრძნობელობის გაზრდა.
• მუცლის შებერილობა.
• საშვილოსნოს მსუბუქი შეკუმშვები.
წყარო: momjunctIion.com
ასევე დაგაინტერესებთ: