პირველ რიგში დასხედით ერთად მომავალი დედ-მამა და ჩამოყალიბდით, რომელ კითხვებზე ისურვებდით პასუხების მიღებას. დაუკავშირდით ექიმს. მნიშვნელოვანია, რომ წყვილმა ექიმთან ვიზიტი ერთად დაგეგმოს. ექიმს აუცილებლად უნდა გააცნოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ნებისმიერი გადატანილი ავადმყოფობის შესახებ უნდა მოუყვეთ დეტალურად, რაღა თქმა უნდა, მუდმივად უნდა აკონტროლოთ ანალიზები, ასევე წონა. კონკრეტული ანალიზების შესახებ ინფორმაციას, რა სიხშირით უნდა გაკეთდეს, იქნება ეს სისხლი, შარდი, ცილები, შაქარი თუ სხვა რამ, პირადი ექიმი მოგაწვდით. ერთი სიტყვით, იმ ქალის უახლოესი მეგობარი, რომელმაც დაგეგმა ორსულობა, გარკვეული პერიოდის განმავლობაში გინეკოლოგი უნდა იყოს, რომელიც აუცილებლად ურჩევს პაციენტს ვიზიტს სტომატოლოგთან. ორსულობის დროს თავს იჩენს პირის ღრუს პრობლემები, ამიტომ ორსულობამდე არ გადადოთ ვიზიტი სტომატოლოგთან.
ეს ცალკე თემაა, რომელზეც უნდა გავამახვილოთ ყურადღება. ქალმა, რომელიც გეგმავს ორსულობას, აუცილებლად უნდა იცოდეს, რომ სულ პატარა პრობლემაც კი პირის ღრუში ორსულობის პერიოდში აუცილებლად გადაიქცევა დიდ პრობლემად.სტომატოლოგთან ვიზიტი ფეხმძიმობის დაგეგმვისას აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ.
მთავარი და აუცილებელი ქალისთვის არის ფიზიკური აქტივობა, ინტენსიური ვარჯიშები დღეში 30 წუთი მაინც, მინიმუმ 8-საათიანი ძილი, მინიმალური აქტივობა კვირაში 150 წუთს მაინც უნდა შეადგენდეს. მრავალფეროვანი კვება. ეცადეთ თავი აარიდოთ საყოფაცხოვრებო ქიმიის მაღაზიებს, თუ რემონტი გაქვთ, ეცადეთ ის ფეხმძიმობამდე დაასრულოთ, რომ შეხება არ გქონდეთ საღებავებთან და სხვა სარემონტო საშუალებებთან. ეცადეთ ბევრი ისეირნიოთ სუფთა ჰაერზე, მოუსმინოთ სასიამოვნო მუსიკას და ასევე იურთიერთოთ მხოლოდ იმ ადამიანებთან, ვისთან კონტაქტიც დადებითად მოქმედებს თქვენს განწყობაზე. ერთი სიტყვით, გაიღიმეთ და იყავით ბედნიერი, დატკბით ცხოვრების თითოეული დღით.
არათუ შეიძლება, საჭიროც არის, საერთოდ, საოცარია დაორსულება რომელიმე ზღვისპირა კურორტზე, ლამაზ ადგილას, სადაც თავს ბედნიერად გრძნობდით. მთავარია, რომ უცხო ქვეყანაში არ დაგჭირდეთ რომელიმე მედიკამენტის მიღება, ხელმისაწვდომი იყოს ცხოვრების ნორმალური პირობები, სუფთა წყალი და ა.შ. არ დაივიწყოთ სამედიცინო დაზღვევის შესახებ.
არ ღირს შინაურ ცხოველებსა და ბავშვზე ერთდროულად ფიქრი. გირჩევთ ჯერ შინაური ცხოველი იყოლიოთ და ეს იქნება კარგი მოთელვა იმისთვის, რომ ისწავლოთ სხვაზე პასუხისმგებლობის აღება და მასზე ზრუნვა. ხოლო თუ შინაური ცხოველი უკვე გყავთ და მის თავიდან მოშორებას მხოლოდ იმიტომ გადაწყვეტთ, რომ ბავშვს ელოდებით, ამ საქციელს უბრალოდ შეგვიძლია ვუწოდოთ ამორალური.
სანამ ფეხმძიმობას დაგეგმავთ, კარგად დაფიქრდით და გააანალიზეთ ყველა ხარჯი, რაც ბავშვის დაბდებას მოჰყვება. მოიპოვეთ ინფორმაცია დეკრეტულ შვებულებაზე, სახელმწიფოს დახმარებაზე , სამედიცინო დაზღვევაზე და ა.შ.
მზად იყავით იმისთვის, რომ ძალიან ბევრ რამეზე მოგიწევთ უარის თქმა, იქნება ეს კრუიზი ევროპაში თუ ახალი ავტომობილის შეძენა, თქვენი ცხოვრება აბსოლუტურად შეიცვლება და ეს ბუნებრივია. ბოლოსდაბოლოს დაგეგმილი ფეხმძიმობა ხომ კარგად გააზრებული გადაწყვეტილებაა, რაც გულისხმობს იმას, რომ საკუთარი ნებით აკეთებთ არჩევანს და ცვლით გეგმებს.
ასევე დაგაინტერესებთ:
წყარო: ევგენი კომაროვსკი „ბავშვის სიცოცხლის პირველი წელი“