ესმის თუ არა მუცლადმყოფ პატარას დედის ხმა?

14-10-2022

საჭიროა თუ არა ბავშვთან საუბარი მუცლად ყოფნის პერიოდში?

ეს შეკითხვა თანამედროვე სამყაროში ბევრ ადამიანს აწუხებს. კითხვა კი იბადება მხოლოდ იმიტომ, რომ ბევრს უბრალოდ არ სჯერა იმის, რომ დედის წიაღში ბავშვი რამეს გრძნოს, მით უმეტეს ესმის. ჩინეთში, სადაც ბავშვის ასაკი ითვლება არა მისი დაბადებიდან, არამედ ჩასახვიდან, ბავშვი სრულფსოვან ადამიანად სწორდ დედის მუცლად ყოფნის პერიოდიდან მიიჩნევა და მასთან საუბარი ჯერ კიდევ მუცელში ყოფნის დროს აქ სრულიად მისაღები და ნორმალური მოვლენაა. ამ ქვეყნაში ორსულობის პერიოდში მამა ესაუბრება ბავშვს, როგორც ზრდასრულ ადამიანს, უხსნის ოჯახური მდგომარეობის შესახებ, თუ რამდენი სულია ოჯახში, თუ უჭირთ, როგორ უჭირთ და ა.შ. 

დიახ, ბავშვებს მუცელშიც კი ესმით ხმები. 

საბედნიეროდ, მოვიდა დრო, როდესაც არავინ კითხულობს, მართლაც ესმის თუ არა ბავშვს მუცელში ყოფნის დროს. მართალია, სანამ ბავშვი არ გაინძრევა, ახალბედა დედებს უჭირთ იმის აღქმა, რომ მათ წიაღში ადამიანი ბინადრობს, თუმცა მას შემდეგ, რაც ნაყოფი გაინძრევა, დედები აქტიურად იწყებენ ბავშვთან კონტაქტს, კომუნიკაციას. 
ეს განსაკუთრებით ხშირად ხდება იმ შემთხვევაში, თუ ორსულს რაიმე პროცედურის ჩატარება უწევს, თუნდაც ექსოკოპიური გამოკვლევის, ან კიდევ უფრო სეროზული რამის.  პასუხების მოლოდინში დედები ნერვიულობენ, ტირიან, თუმცა კარგად უნდა დაფიქრდენენ, რას გრძნობს ამ დროს ბავშვი, სასურველია დედამ ბავშვი მოამზადოს ამ მდგომარეობისთვის. 
არ არის აუცილებელი დედა ბავშვს ხმამაღლა ესაუბრებოდეს, შესაძლოა ეს შიდა დიალოგი იყოს. საერთოდ, ექსოკოპიური გამოკვლევის დროს ნაყოფი მუცელში სხვადასხვაგვარად იქცევა, ზოგი აქტიურია, ზოგს კი მშვიდად სძინავს. გამოკვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვები, რომლებიც დედიკოებმაც გააფრთხილეს და მოამზადეს ამ პროცედურისთვის, სიმშვიდით გამოირჩევიან. აქედან გამომდინარე ნამდვილად ღირს იმაზე საუბარი, რომ დედა ბავშვს აუცილებლად უნდა ესაუბროს მშობიარობაზე. რა თქმა უნდა, აქ არ არის საუბარი მშობიარობის პროცედურის აღწერაზე, მექანიზმებსა და ხანგრძლივობაზე, უბრალოდ ბავშვმა უნდა იცოდეს, თუ როგორ ელოდებიან მას, როგორ უხარიათ მისი ამქვეყნად მოვლინება, როგორ მოემზადნენ მის დასახვედრად და ა.შ. 

საუბარი ჩვილთან, კანიკანთან კონტაქტი,
ეს საუბარი უნდა გაგრძელდეს უშალოდ მშობიარობის დროს და აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მამის დასწრება მშობიარობაზე ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად უმჯობესია ეს საუბარი მამამ გააგრძელოს. 
აუცილებელი იმის შეგნება და გაცნობიერება, რომ ბავშვი მშობიარობის პროცესის ერთ-ერთი მთავარი მონაწილეა.  თუ პროცესი გართულდა, დედამ შვილს დახმარება, აქტიურობა უნდა სთხოვოს, რადგან ბავშვის გააქტიურება ხელს უწყობს საშვილოსნოს ყელის გახსნას და ჭინთვების შემსუბუქებას. 
შესაძლოა ეს ყველაფერი ვინმეს დაუჯერებლად მოეჩვენოს, თუმცა ექიმები აცხადებენ, რომ მშობიარობის დროს ბავშვები სხვადასხვანაირად იქცევიან, ზოგი აქტიურია და დედა ადვილად მშობიარობს, ზოგი ბავშვი კი ძალიან პასიურია და ყველაფრის გაკეთება დედას უწევს. 
მნიშვნელოვანია, რომ საუბარი არ შეწყდეს მისი დაბადებისთანავე, ყველაფერი, რასაც ბავშვი გრძნობს, ესმის და ხედავს დაბადებიდანვე, მის მეხსიერებაში მყარად იბეჭდება, რაც გავლენას იხდენს მის შემდგომ ცხოვრებაზე. 
არის შემთხვევები, როდესაც მშობიარობის შემდეგ ჩვილი დედასთან მოგვიანებით მიჰყავთ, ამ დროს დედა-შვილს შორის კანი-კანთან კონტაქტი ირღვევა, ბავშვი უარს აცხდებს ძუძუთი კვებაზე.  თუმცა ამის გამო ნერვიულობა არ ღირს, ეს კონტაქტი ნელა-ნელა აღდგება. ამ დროს დედა უნდა დაელაპარაკოს ბავშვს და აუხსნას, რომ მათი დაშორება მისგან დამოუკიდებლად მოხდა და ამის შემდეგ სულ ერთად იქნებიან. 
როგორც მიხვდით, საუბარი დედა-შვილს შორის ურთოერთობის უმთავრესი ნაწილია და რაც მალე შედგება მათ შორის დიალოგი, მით პოზიტიური იქნება ის.